
დღეს ისე თოვდა, ფანტლების ჩამოწვა ფარდა,
დაგაგვანდათ, ან ეგებ და აგებნათ გზები...
ზამთარო, აწი გაზაფხულის სურნელით გელი.
დღეს ისე თოვდა, როგორც ადრე, იმ წარსულ წლებში,
დღეს ისე თოვდა, კვლავ წარსული მეძახის ჩემი,
თვალწინ მეშლება მე ბავშვობა ლამაზი დღესაც...
რაა ცხოვრება, თუ წარსული არ გათბობს ეხლაც.
დღეს ისე თოვდა, სიხარულით აიმღვრა სული,
დღეს ისე თოვდა, დავიწყებას ვერ შეძლებს გული,
ცვივა ფიფქები, ფიქრები კი დაფრინავს სადღაც,
თოვლის ფიფქებსაც ო, რამდენი ცრემლები ახლავს.
დღეს ისე თოვდა, სიხარულით აივსო გული,
დღეს ისე თოვდა, კვლავ გრძნობები აჟღერდა სულში,
წლები მიდიან, მერე რა რომ დაზამთრდა ისევ...
შენ, გაზაფხულო ჩემი სულის სამოთხედ იქეც. (მ.გ.)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев