Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
გულს ნუ დამიბერებთ
დარდით
უმეცარით,
ბედს ნუ მაწყევლინებთ,
გზას ნუ გამიმრუდებთ,
წყენა ჩვევიაო ასაკს უეცარი.
მე რომ მოვხუცდები კარს ნუ დამიკეტავთ,
ქარებს ნუ გაატანთ სახელს მოხუცების,
ღიმილს ნუ წამართმევ, ფერს ნუ დამიკარგავ
და არ დაგავიწყდეს, რომ შენც მოხუცდები.
მე რომ მოვხუცდები, ცას ნუ მომანატრებ,
მიწას ნუ ჩამიკრავ გულში ადრიანად,
ცრემლს ნუ მომანდომებ, ცრემლებს მარტოობის
და ნუ გამაცილებ, ასე დარდიანად.
მე რომ დავბერდები, შიშს ნუ შემახვედრებ,
გრძნობა ვეღარ იტევს წამებს დაბერებულს,
ისევ შეიბრალე ჩემი შეცდომები
და გთხოვ არ დამცინო საწყლად ამღერებულს.
მე რომ მოვხუცდები, სულს ნუ ამიტკიებ,
სევდას ნუ გამატან, დრო არს უმეცარი
ხვალ მე ზეცას ავალ, შენ ნუ დაღონდები,
წყენა ჩვევიაო ასაკს უეცარი...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев