
სიშორე
ისე ახლოა გულის კარებთან,
რომ შენი ნატვრა ვერ მოვიშორე
და ეს სურვილი მას ვერ
დანებდა.
ტრამალ-ველების მსგავსი
ვიქმნები,
როცა კი მოხვალ ჩემს
სიამესთან.
გულის ნაღველი - მწველი
ფიქრები
გავაზიარე სნეულ ღამესთან.
ძილი არ მოდის არ მეკარება,
არ მესიზმრება ზეცის თაღები.
შენით იწყება შენით მთავრდება
უტურფეს დროთა ტკბილი
ნაღები.
მე სტრიქონ-სტრიქონ მაღლა
მივიწევ
და არ ვივიწყებ შენს გაღიმებას.
მივალ, მოგიტან მინდვრის
გვირილებს,
რომელიც ველად კვლავ
გაღვივდება.
სოცოცხლე რაა ჩემო ძვირფასო,
თუ სიყვარული მას არ
ამშვენებს.
უსიყვარულოდ ღმერთთან ვინ
ფასობს,
უსიყვარულოდ სულს ვინ
აშენებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев