
(გიორგი ანწუხელიძეს და ყველა ვ–ე–რ დაჩოქებულ ქართველ ვაჟკაცებს!!!)
***********************
ვერ დაგაჩოქეს, რა იცოდა მზაკვარმა მაშინ,
ზოგჯერ სიკვდილზე მეტად გვტკივა მუხლზე დადგომა,
დავითის გენო, კვნესაც კი არ აღმოგხდა ხმაში,
არდაჩოქებით იზეიმე სულის აღდგომა.
ვერ დაგაჩოქეს, შენს ძარღვებში პაპის სისხლია,
ტუჩებს იკვნეტდა ანგელოზი შენი მფარველი,
ასე პატარამ შეასრულე გმირის მისია,
ერთი სიცოცხლე, ღირდა მიწის ერთი მტკაველი.
ვერ დაგაჩოქეს, შენს სხეულზე იყარეს ჯავრი,
აბა, სულს რარიგ მისწვდებოდა ბოროტის ხელი,
ამ დათმინებას გადასახა უფალმა ჯვარი,
რას დაგაკლებდა სისხლიანი მტარვალის ცელი.
მაინც რატომ ღირს დაჩოქება სიცოცხლის ფასი?!
ქართველი, მუხლზე თუ შედგება, უფალთან ახლოს,
ეს გამძლეობაც უფლისაა და მისი მსგავსი,
ეცადოს მტერმა, მაგრამ ვერსად, ვერასდროს ნახოს.
ვერ დაგაჩოქეს, მრისხანებდა ბოროტის თვალი,
შხამადაც ერგოს მოღალატეს ნაგვემი ხორცი,
შენს წინ ვიჩოქებ ახლა ერთი, ცოდვილი ქალი,
და არ–დაცემულ მუხლისთავებს ცრემლით გიკოცნი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2