წასულიყო ,ვისაც მამაკაცი არ ყავდა, ისინი ქირაობდნენ ჯარისკაცს და ფულს
უხდიდნენ, თეოდორა ერთადერთი ქალიშვილი იყო ღარიბი ოჯახისა, რომელსაც მამა
ავად ყავდა, ოჯახს არ გააჩნდა მატერიალური საშუალება ვინმე დაექირავებინათ,
ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება შეიკრიჭა თმა ბიჭურად, ჩაიცვა მამაკაცის
ტანსაცმელი, დაირქვა თეოდორე და წავიდა ჯარში, იმ დროისთვის ის 17 წლის
იყო........ იქ შეუყვარდა მზარეულ გოგოს და გასაქანს არ აძლევდა, თეოდორამ
უთხრა რომ ის ცოლს ვერ მოიყვანდა აღთქმა ჰქონდა დადებული, გოგომ არ
დაიჯერა, რა იცოდა, რომ ისიც ქალი იყო, დაფეხმძიმდა ვიღაც ჯარისკაცისგან და
ჯარის უფროსთან იჩივლა თეოდორესგან ვარ ორსულად და ცოლად
მომიყვანოსო....დაიბარეს თეოდორა და მოსთხოვეს ცოლად მოეყვანა ეს გოგო,
თეოდორამ იუარა, არც ჩემგან არის და არც დავქორწინდებიო, იმ პერიოდში ესეთი
დანაშაული ისჯებოდა სიკვდილით და თეოდორასაც ეგ ბრალი წაუყენეს, სიკვდილის
წინ ილოცა გოგონამ და უფალს სთხვა ჩემი თმებისგან ხეები აღმოცენდეს ,ჩემი
სისხლისგან ნაკადული და ჩემი სხეული დაე იყოს ტაძარიო....... სიკვდილით
დასჯის შემდეგ (ჯარის ტანსაცმელი ძვირი ღირდა, და მკვდრებს აძრობდნენ რათა
სხვებისთვის გადაეცათ) მართლაც პატარა ნაკადული წამოვიდა იქვე, ტანსაცმელი
გააძვრეს და ხალხი მოულოდნელობისგან ლამის გაგიჟდა...... წლების შემდეგ
ერთმა ბერმა ნახა ხილვა იმ ადგილისა და პატარა ტაძარი ააგო, სწორედ მასზე
აღმოცენდა 17 ხე უფესვოდ, ტაძარი იმდენად პატარააა თავდახრილი შედიხარ
მასში, იქვე არის მდინარეც, ხეები სიმბოლურად 17(გოგონა 17 წლის
იყო).......ყველაფერი სიმწვანეშია ჩაფლული და ყვავის,სისუფთავის და
სიწმინდის სუნი დგას ყველგან...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев