
არ ვიცი, რა არის სიკვდილის შემდეგ , მაგრამ სამოთხე ნამდვილად არსებობს. ბედნიერება, სიყვარული, სიკეთე და ყველა დადებითი გრძნობა გულში ინახება. ღმერთი სწორედ გულის საშუალებით გვესაუბრება. ამიტომაა , რომ მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ თავს ადამიანებად,როდესაც გვიყვარს, როდესაც რაიმე კარგს ვაკეთებთ. რწმენა,რომელიც თითქოს დიდი ხნის წინ დაიკარგა, ზვირთებივით მოაწყდება მას, ვინც სიყვარულშია. საითაც არ უნდა გაიხედოს, ყველგან სითბოსა და სიყვარულს აწყდება, გული გიჟივით უფეთქავს და გრძნობს უდიდეს კავშირს ღმერთთან.
გულს უსმინე, ანუ სიყვარულს, ანუ სიკეთეს, ანუ ბედნიერებას, რადგან ეს ყველაფერი ღმერთია, ღმერთი კი-ეს ყველაფერი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев