Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
მთელი ძალისხმევით ეძებ...
მუხლები აღარ მოგყვება მაგრამ იმ იმედს ეძებ წლების წინ რომ წაგართვა განგებამ...
ხელები გიცახცახებს უძლურებისგან...
ტირი...
მერედა როგორ ტირი...
ადამიანები შემოგცქერიან და სიბრალული აწერიათ სახეზე...
თვალს არიდებ მათ, ალბათ იმის ამოკითხვა არ გინდა მათ სახეზე რასაც ყველაზე მეტად ვერ იტან...
-რას?-გეკითხება საკუთარი მე.
-სიბრალულს,-პასუხობ შენ და თვალს არიდებ ცხოვრებას, რომელმაც არაფერი დაგიტოვა ამ ქვეყანად.
ყველაფერი თან წაიღო და მარტო დაგტოვა სალ კლდეზე გაზრდილი ყვავილივით რომელიც ბედის ანაბარა დატოვეს.
-ახლა?-გეკითხება საკუთარი მე და მოსვენებას გიკარგავენ მისი კითხვები.
-ახლა?-ეკითხები საკუთარ თავს და მერე სისუსტეს გრძნობ სხეულში ავადმყოფობამ რომ დაგიტოვა ანდერძად.
არ იცი რა უპასუხო საკუთარ მეს და სიჩუმეს იცმევ...სიჩუმეს რომლის ტარებაც ყველაზე მეტად გიჭირს.
ხანდახან, როცა სხვა გზა არ გრჩება ადამიანს, უძლურება იმაზე მეტად გეზრდება სხეულში ვიდრე ადრე იყო,შენ კი ვერაფერს აკეთებ. სადღაც შორს გიშეშდება ხედვა, სარკმლის იქიდან სიცარიელე თავს გიკრავს.
ყველაფერს წერტილს უსმევ,ცხოვრებას,ადამიანებს
და მარტოობას ეკედლები კეთროვანივით,ალბათ იმიტომ რომ ის ყველაზე კარგად გაგიგებს.
შუაღამისას როცა დედამიწა ძილის ბურანში ეხვევა, შენ ფიქრს იწყებ.
ფიქრს რომელიც შენზე ძლიერია ჟამთასვლის ბილიკზე.
წისქვილივით ბრუნავს გონება,კითხვის ნიშნები გეხვევიან გარს და არ იცი რა ქნა.
რაღაც დროის შემდეგ დგები,ფიქრებს იხდი და გვერდზე სდებ...
კამოდს უახლოვდები და მთელი სიფრთხილით ხსნი ზარდახშას...
მუხლების კანკალი იმდენად გიძლიერდება რომ იქვე მდგარ მაგიდას ეჭირდები რომ არ წაიქცე.
მერე სანთელს ანთებ და მხურვალედ ლოცულობ.
მამაოჩვენოს ჩურჩულებ ბავშვივით.
დანაოჭებულ სახეს უყურებ სარკეში, სიბერეს მძიმე ავადმყოფობა შემოხვევია და გგუდავს ასე გგონია.
პირჯვარს იწერ ხელის ცახცახით.
ძველ დროზე ფიქრობ როცა ჯერ კიდევ ყველაფერი სხვაგვარად იყო...
რამდენ რამეს ნანობ და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია.
ნელნელა უახლოვდები საწოლს,
წვები...საბანს იფარებ და ყუჩდები.
ცდილობ თვალები დახუჭო რომ სულ რამდენიმე საათით დაასვენო დაღლილი სხეული...მაგრამ ყორნებივით იშლებიან ფიქრები და ობობას ქსელში გახვევენ.
წელში გაწყვეტილ ძილს გიფრთხობს სულის ფორიაქი...
-ილოცე ჩემო თავო, ილოცე,-ეჩურჩულები საკუთარ თავს და სიბნელეს ნებდები,კედლებს რომლებიც შენს საიდუმლოს მუდამ ინახავს...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев