Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
კაპანაძეები (მგელის მჭამელები) ძველთაგან ლიხთ-იმერეთს ცხოვრობდა რიცხვმრავალი გვარი კაპანაძისა. ქართულ საისტორიო საბუთებში გვარი ”კაპანაძე” XV საუკუნიდან ხსენდება. 1429-1452 წლებში დემეტრე მეფემ სასისხლო სიგელი დაუმტკიცა დავით კაპანაძეს. კაპანაძისეული მამული ხსენდება მუჯისეთუბანში 1558 წლის ერთ საბუთში, ამ მამულს ქუთაისის საყდრის გადასახადი სდებია. XVII საუკუნეში ჩხარის ციხის მეციხოვენნი ყოფილან დათვია და სეტია კაპანაძენი. XVIII საუკუნეში სვერის ციხის მეციხოვნედ სჩანს დათია კაპანაძე. ამავე საუკუნეში საბუთებში ხსენდებიან ხუცესი მახარებელი და ხუცესი გიორგი კაპანაძენი. XVII-XVIII საუკუნეებში იმერელი კაპანაძენი შიდა ქართლში თავად ფალავანდიშვილთა, ამირეჯიბთა და ამილახვართა მამულებშიც დამკვიდრდნენ. XVII საუკუნეში საამილახვროს კაპანაძენი აზნაურის ხარისხში ამაღდლდნენ. ამავე საუკუნეში აზნაურ კაპანაძეთ, ამოწყვეტილ აზნაურ იალღუზიშვილთა მამული ებოძათ "ყოვლითა გულსავსებითა". 1812 წლის რუსთა და ფრანგთა ომში მამაცობდა ქართველი კაპანაძე გრიგოლი. ლიხთიმერს და ლიხთამერს,ზოგიერთ ადგილებს სახელად შემორჩა კაპანაძეთა გვარის სახელი: "კაპანაძეები" - უბანი სოფელ კორბოულისა იმერეთში და უბანი სოფელ ფლევისა - ქართლში, "კაპანაანთ სახნავი" - ქართლის სოფელ თერეგვანში, "კაპანაძის წყარო" გურიის სოფელ წყალწმინდაში და სხვა. ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კაპანაძეთა გვარის მეომრები, გლეხნი კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშეებში თავად წერეთელთა და ამილახვართა დროშებს ქვეშ. ამჟამად კაპანაძენი ცხოვრობენ იმერეთში, ოდიშში, გურია-აჭარაში, სამცხეში, ქართლში, კახეთში და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ხაშურის და ლაგოდეხის მხარეებში. საქართველოში კაპანაძეთა საერთო რიცხვი 18550-ს აჭარბებს.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 217