
****************
გრძნობ, სიმარტოვე ჩაგისახლდა სულის დარაჯად?
შემოგახვია ლაბირინთად სევდის სამოსი?
ცხოვრებით ავ-კარგ გამოვლილი ბედმა დაგსაჯა,
ბედნიერებას, ვერ შენიშნე როდის გამოცდი?
გარდასულ დღეთა გახსენება სულში გაციებს,
ბედს მინდობილი მიუყვები ბილიკს დანაღმულს,
თითებზე ითვლი კანტი-კუნტა დღეებს ნაცინებს,
ხელისგულებით იწმენთ ცრემლებს თვალზე დანამულს.
უსასრულობას წააგავდა ერთ დროს ცხოვრება,
თვალს და ხელს შუა იპარება თურმე, რა მალე,
გულის სიღრმეში ყველა წყენა გემახსოვრება,
ვინ იცის, ბევრჯერ ღიმილებში სევდა დამალე.
მკაცრი ყოფილა ამ ცხოვრების ყველა გამოცდა,
ვიწრო ყოფილა გასავლელი ხიდი ბეწვისა,
თუ ერთხელ მაინც, საყვედურის სიტყვა წამოგცდა,
ზურგიდან ნასროლ ტყვიას იგრძნობ, როგორ გეწვის და...
როგორ, წამებში ყველა "მოძმე" შემოგეცლება,
რადგან სისუსტე დაინახეს შენში ახლობლად,
დასახმარებლად შენთვის ალბათ არვის ეცლება
და არც არავინ გაგიწოდებს ხელს ასადგომად.
უნდა წამოდგე, მოიკრიბო მუხლებში ძალა,
მოუჯახუნო სიმარტოვეს მძიმე კარები
და მხოლოდ მაშინ იგრძნობ ფეხზე მყარად დადგომას,
თუ უპირობო სიყვარულით ხალხს ეყვარები.
მარინა ყიფიანი
12.10.2025


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1