
იცი ოცნება, რომ არ ახდება,და მაინც აღებ იმედის კარებს,მერე კი გტკივა იქ, რომ არ გხვდება,ის ვისზე ფიქრიც გულს დარდად აწევს. .დონ კიხოტივით აჩრდილებს ებრძვი,მალავ ცრემლებით დანისლულ თვალებს,ძლიერი იყო უიღბლოდ ცდილობ,მერე კი შენი სისუსტე გაბნევს.რაღაცას ელი მთელი ცხოვრებადა როგორც ადრე ათენებ ღამეს,მოგონებებში დახეტიალობ,დრო კი ტკივილებს უჩუმრად გაჩვევს.მიზეზს დაეძებ და ვერ პოულობ,უმადურობას ვერ არქმევ სახელს,დროდადრო გინდა ყველას გაექცე,რომ იქნებ სხვაგან სიმშვიდე დაგხვდეს.ვერსად გარბიხარ და კვლავ დაეძებ,რომ არ დაეცე უხილავ საყრდენს,მერე კი ისევ ბავშვივით გჯერა,რომ ვიღაც, სადღაც სასწაულს ახდენს.სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრება,დღეს რასაც მჩუქნის ხვალ იმას მართმევსდა ყოველ ღამით ველი განთიადს,რომ რასაც ვნატრობ იქნებ ხვალ ახდეს


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев