
10-03-2014, 00:06. ავტორი: maskaradi ერთი სული მქოდა როდის დამთავრდებოდა ლექციები,იმდენად მომწონდა ან მიყვარდა ლაშა.ლექტორები რაზე ლაპარაკობდნენ არაფერი გამიგია.ასეთ მდგომარეობაში ჩემი თავი არასდროს შემიმჩნევია,ხანდახან ვიმეორებდი შეიძლება არ მოვიდეს,არა არა კი არა ვერ მოვიდეს.
ლექციები დამთავრდა თუ არა მაშინვე გასასვლელისკენ გავიქეცი,შორიდან მესმოდა მარის ძახილი მაგრამ არც მიმიქცევია ყურადღება.
ასეც ვიცოდი ხომ მითხრა თუ მოვახერხეო,ანუ ვერ მოახერხა.არადა როგორ დამწყდა გული.მაინც მეგონა რომ ყველანაირად მონახავდა დროს ჩემს სანახავად.ნეტავ რა საქმეები ქონდა ასეთი?მისი საქმიანობით არასდროს დავინტერესებულვარ.იქნებ საერთოდაც მატყუარაა,მისმა ლამაზმა ღიმილმა,თვალებმა და ლამაზი კონტურის მქონე ტუჩებმა მომხიბლა.ზუსტად ისეთი სიმაღლის იყო,როგორც მე მიყვარდა ბიჭსა და გოგოს შორის სიმაღლის სხვაობა.გამხდარი მაგრამ მისი აღნაგობისთვის საგრძნობლად ძლიერი კუნთები.ჩემს თავზე გამეცინა როგორი ეჭვიანი ვყოფილვარ,ადამიანს არც უთქვია რას გრძნობს ჩემს მიმართ და უკვე ეჭვიანობით ვიტვირთავდი თავს.
-იმდენი გეძახე რომ არ მომხედე ვიფიქრე სახელი ხომ არ მეშლებათქო.-მარი ქაქანით მოვარდა ჩემთან.
-ბოდიში გავიგე მაგრამ ვიღაცას ველოდებოდი და მის სანახავად მეჩქარებოდა.
-მერე ნახე?
-არა ვერ მოახერხა მოსვლა.-აშკარად იგრძნობოდა ჩემს ხმაში იმედგაცრუება.
-ცუდია შეყვარებულმა არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი პირობა უნდა შეასრულოს,ხომ დაგპირდა რომ მოვიდოდა და აი ნახე როგორი დაგტოვა.ეს ცუდის ნიშანია.
-შეყვარებული არ არის.ჯერ ჯერობით,დღეს უნდა გველაპარაკა მაგაზე.
-და ასეთ მნიშვნელოვან დღეს თუ არ მოვიდა როდისღა უნდა მოვიდეს,ქორწილს რომ დანიშნავთმაშინ.
-კარგი მარი მთლად მასეც არ არის,გამაფრთხილა შეიძლება ვერ მოვიდეო,უბრალოდ მაინც მქონდა იმედი რომ მოვიდოდა.
-კარგი შენი საქმის შენ იცი მაგრამ მე რაღაც უკვე არ მომწონს ეგ ბიჭი.
-წამოხვალ ჩემთან?
-ეხლავე?-თავი დავუქნიე-ჩემს ძმას დავურეკავ და სხვა დროს ვნახავ.
მარი ჩემთან გვიანობამდე დარჩა,ყველაფერი მოვუყევი ჩემს ცხოვრებაზე და კიდევ იმაზეც რაც ჩემი აქ ჩამოსვლის მერე მოხდა,ანუ ლაშაზე.
-რა მაგარი შეყვარებული ხარ.-მითხრა მას მერე რაც ჩემი მონაყოლი მოისმინა.
-არა რა შეყვარებული სულ ერთი კვირა გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა.
-სიყვარულს რომ ერთი წამიც კმარა ამხელა გოგომ არ იცი?
-ვიცი,ვიცი.ვაღიარებ სულელურად შემიყვარდა.
-სულელურად რას ნიშნავს?
-იმას რომ არც ვიცი ვინ არის იქნებ შეყვარებული ან უარესი ცოლი ყავს,იქნებ ნარკომანია,ვიღაც მანიაკი.წარმოიდგინე ცოლ-შვილი რომ ყავდეს მერე ამ გრძნობას რა ვუყო,სულელი პატარა გოგოსავით შემიყვარდა.
-პატარა ხარ აბა რა ხარ ჯერ თვრამეტის ხარ.
-სხვათაშორის ორ დღეში დაბადების დღე მაქვს.ათ ოქტომბერს უკვე ცხრამეტის ვიქნები.
-მართლა?და მაგას ეხლა უნდა მეუბნებოდე.ესეიგი ზეგ ფართს ვაწყობთ?
-აუ არა რა არ მიყვარს ხმაური და არეულობა.
-გპირდები ორგანიზატორი თუ მევიქნები არ იქნება არეულობა მე ამ საქმის სპეციალისტი ვარ.ერთ-ერთი რაშიც ჩემი მშობლების ფული გამომადგა ეს არის.
-კარგი მაგრამ მე აქ არავის ვიცნობ ჩვენი ჯგუპის გარდა და ვინ უნდა დავპატიჟო-ვუთხარი ცოტა ფიქრის შემდეგ.
-როგორ მიყვარხარ ანუ თანახმა ხარ სტუმრები მე მომანდე.
-ჩემი ძმა და მისი რამდენიმე მეგობარი რომ დავპატიჟო შეიძლება?
-ვინც გინდა ოღონდ ნორმალურები.
ამ ორმა დღემ თვალის დახამხამებაში გაირბინა ლაშა მხოლოდ ერთხელ შემეხმიანა ბოდიში მომიხადა იმის გამო რომ ვერ მოახერხა ჩემი ნახვა.მე კი ყველანაირად ვცდილობდი და გამომდიოდა კიდეც რომ არ შეემჩნია როგორ მწყდებოდა ამაზე გული.
-გაიღვიძე ძილისგუდააააავ-ოთახში მარი სირბილით შემოვარდა და ნჭყრევა დამიწყო.
-დღეს დამანებე თავი.-არ ვაპირებდი ბალიშიდან თავის აწევას.
-დღეს შენი დაბადების დღეა და უნდა გამოიპრანჭო,ისედაც ლამაზი ხარ მაგრამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გალამაზდე.
-მითუმეტეს დღეს მაქვს უფლება რომ სადამდეც მომინდება ვიწვე.
-რას მელაპარაკები,წვეულებაზე ძილისაგან თვალებ დასიებული ხომ არ აპირებ წასვლას.ბევრი რამე გაქვს მოსასწრები.
-აკი მე მივხედავო.-მეტი გზა არ მქონდა ძლივს წამოვყავი თავი.
-ზუსტად მაგას გეუბნები მეც,რაც ჩემზე იყო ყველაფერი გავაკეთე,უკვე ყველგან ჩავეწერეთ.
-სად ყველგან,ვერაფერი გავიგე.
-ეხლა ათი ხდება.მოიცა ჯერ ის მითხარი კაბა გაქვს რამე?-თავი გავიქნიე,მართალია ლაშას ნაყიდი კაბა მქონდა მაგრამ მინდოდა ის მხოლოდ მისთვის ჩამეცვა,თუ მექნებოდა რათქმაუნდა საშვალება.-მაშინ-გააგრძელა ისევ მარიმ-ეხლა ადექი,გაემზადე როგორცკი მორჩები და იმედია მალე მორჩები,გავიაროთ მაღაზიებში შევარჩევთ ძალიან მაგარ კაბას,მერე სამ საათზე ჩაწერილები ვართ სპა სალონში,ხუთზე მივდივართ თმების და მაკიაჟის გასაკეთებლად და შვიდზე საუკეთესო რესტორანში მივდივართ,იცოდე დაუვიწყარი დღე უნდა იყოს.ხომ მაგარი ვარ.რაც შეგპირდი ავასრულე ყველაფერი მომზადებულია.
-არც კი ვიცი რა გითხრა,ამას ნამდვილად არ მოველოდი.ძალიან მიხარია რომ გაგიცანი,ნამდვილი მეგობარი ხარ.-საწოლიდან წამოვხტი და სააბაზანოსკენ გავემართე ისევ რომ მივუბრუნდი-ოღონდ იცოდე ხარჯები ჩემია.
-არ გრცხვენია მაგაზე რომ მელაპარაკები,მე ვთქვი რომ ყველაფერს მივხედავდი და ასეც იქნება,ამაში ხარჯებიც შედის.
-მაშინარ მინდა.-დოინჯი შემოვიყარე.
-ანუ არ გინდა რომ მე დავხარჯო ფული?
-არა,თუ უფლებას არ მომცემ რომ ყველაფერი მე დავფარო მაშინ არსად არ წამოვალ.
-მაშინ მინდა გითხრა რომ თუ არ წამოხვალ შენ ჩემს ფულს არათუ არ დამახარჯინებ უბრალოდ გადამაყრევინებ რადგან უკვე ყველაფრის წინასწარ არის გადახდილი.გუშინ ჩემს ძმას გადავახდევინე თავისი ბარათიდან,არ იდარდო მეც კი არ დამიხარჯია.-გაიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-რააა არა მარი ეს უკვე ზედმეტია,შენი ძმა ჩემს გამო რატომ შეაწუხე,თან ალბათ იფიქრებს რომ მე შენთან ფულის გამო ვმეგობრობ.
-დამიჯერე მასე არ არის.იცის რომ მეგობრების არჩევა კარგად ვიცი და რადგან მე ჩავთვალე საჭიროდ ისიც დამთანხმდა.შეგიძლია ეს ჩემს საჩუქრად ჩათვალო.
-თან მარტო შენი კი არა შენი ძმისაც,ჩემს მაგივრად მადლობა გადაუხადე და ....
-იცი ისიც დავპატიჟე და შეგიძლია შენთვითონ გადასცე.მითხრა თუ მოვიცლი მოვალო.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და სააბაზანოში შევედი,ფიქრებში გავერთე,მეცინებოდა მარის საქციელზე,ასეტი ალალი როგორ უნდა იყო ადამიანი.არა მეც შემეძლო მასე მოქცევა მაგრამ ალბათ უახლოესი მეგობრისთვის,მე კი ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც მიცნობს და ჯერ არ ვიმსახურებდი.მართალია უკვე ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი მაგრამ ვთვლიდი რომ ჯერ არ ვიმსახურებდი.მერე დაფიქრდი იმაზე რომ მგონი ძალიან ბევრი კომპლექსი მაწუხებდა,ვიცოდი რომ ლამაზი ვიყავი მაგრამ ამას არასდროს ვიჯერებდი,აშკარად ფინანსური მხარეც მაკომპლექსებდა.არასდროს ვიყავი მფლანგველი და ფულის მოყვარული,როდესაც ვინმე რამეში ფულის გადახდას მთავაზობდა ჩემს მაგივრად ყოველთვის ჩემი არც თუ ისე მდიდარი ჯიბე მახსენდებოდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев