
----
მეგობარი სუნთქვისათვის, ჰაერივით მჭირდება,
გვერდში დგომა, მოფერება, მუდამ გულით მინდება,
მათთან ტკბილი საუბარი, არასდროს მომწყინდება,
საქციელი შეეშალა?, მაშინ გული მტკივდება.
---
მეგობრობის გრძნობა მგონი, ბავშვობიდან იწყება,
როცა სოფლის გზა-შარაზე, ძმაკაცები გიჩნდება,
როცა მათთან თამაში და ცელქობები გინდება,
საღამოს კი სახლში წასვლა,სულ გადაგავიწყდება.
--
მეგობრების რიცხვი უკვე, იმ სკოლიდან იზრდება,
სადაც მერხზე იმას არჩევ, გვერდში ვინ მოგიჯდება,
დრო გადის და კლასელები, შენ არ დაგავიწყდება,
წარმატებულს დაინახავ? გული დაგიმშვიდდება.
---
შემდეგ მოდის უმაღლესი, შეგნება,რომ იზრდება,
თანაკურსელს რა სჯობია, გულში რომ ჩაგიჯდება,
ჩაიჯენ და ლაღად სუნთქავ, განა გული მძიმდება,
მათთან ერთად ძლიერდები, წინ ვერავინ გიდგება.
--
რაც დროს გადის მეგობრობა მაჭარივით ღვინდება,
ცხოვრებაში ღვინოსავით, ნელა დაიწმინდება,
ბევრი გამოცდას ვერ უძლებს და ქცევებში იჭრება,
მოღალატე გაგირბის და შენს გულს არ უფრთხილდება.
--
მეგობრობა ცხოვრებაში, ჭირში გამოიცდება,
ზემოთ მყოფს და მოქეიფეს, ყველა სულში გიძვრება,
გაგიჭირდა-წაიჩოქე?, ახლოს აღარ გიჩნდება,
მოკითხვა და დახმარება, უკვე მას ავიწყდება.
--
ზოგი ცდუნებას ვერ უძლებს და ეშმა შეუჩნდება,
რამე თუკი მოიპოვა, მისი გული ცივდება,
ორბიტიდან იკარგება და არედან გიქრება,
მხოლოდ მაშინ გამოჩნდება,რამე თუ დასჭირდება.
--
მეგობარის დანახვაზე გულში სითბო იღვრება,
მისი ხილვა გსიამოვნებს და ჭუკჭუკი გინდება,
საბაბი კი შეკრებისთვის, უცებ მოგაფიქრდება,
საფეიფოდ ჩაჯდები და დრო უცებ გაფრინდება.
--
მეგობარის სადღგრძელოს,შესმა მუდამ მინდება,
მაშინ გული ხალისობს და სამყარო ბრწყინდება,
მათი ძალით გულმოცემულს, არვის შემეშინდება,
ცხრათავიან დევს წავაქცევ, აღარ გამიჭირდება.
--
მეგობარი ოჯახს განდობს და მირონიც გიხდება,
ამის შემდეგ იგი შენთვის, ძალზე ძვირფასი ხდება,
ოჯახებით მეგობრობის უკვე წრე შეიკვრება,
უკვე ნამრავლი მეგობრობს,ამას თქმა არ სჭირდება.
---
მეგობარის სახე გულში, სანთელივით ინთება,
შორს წავა და ჩახუტება, უფრო მეტად გინდება,
დრო გადის და სამწუხაროდ გაცილებაც გვიხდება,,
ამიტომაც მოვეფეროთ,სანამ გაგვიფრინდება.
---
თენგო ფანცულაია
2020 წლის 28 სექტემბერი,
ქსნის ხეობა


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев