
და სასწაულს ველი,
მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –
მიდის წელი ძველი.
ნაძვის ხესთან ვზივარ და
არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.
თოვლის პაპას რომ დავხვდე,
არ მსურს, დავიძინო.
გარეთ ცივა, სახლში კი
საამურად თბილა...
ჰოდა, შუაღამემდე
ჩამეძინა ტკბილად.
თოვლის პაპა მესიზმრა
და სიზმარი ახდა –
როცა გამომეღვიძა,
საჩუქრები დამხვდა.
ასე ჩუმად რად მოდის
თოვლის პაპა, ნეტავ?
შუაღამეს რად უცდის,
დღე რატომ ვერ ვხედავ?
ნატვრადა მაქვს ქცეული
თოვლის პაპის ნახვა...
კიდევ ერთ წელს მის მოსვლას
სად ვუცადო ახლა?..
ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.
მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად.
ტანზე კოხტად ჩაურიგა
ყავისფერი ღილები.
განა მართლა ღილებია –
გაკროლილი თხილები.
სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –
ციკო მართლა არ ხუმრობს.
მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,
თავზე რომ დაახუროს.
ფუღუროსკენ გაეშურა,
იქნებ, რამე მოძებნოს...
თოვლის პაპა მარტო დარჩა
და თავისთვის ოცნებობს:
“მალე ქუდსაც დავიხურავ,
ხელში ჯოხსაც დავიჭერ.
სულ პირველი მე გავიგებ
ახალი წლის ნაბიჯებს!..”
უცებ, მართლა ნაბიჯების
ხმა მოისმა შორიდან.
გაუკვირდა თოვლის პაპას –
ნუთუ, უკვე მოვიდა?
მაგრამ, არა, ახალი წლის
ნაბიჯები როდია,
ეს კურდღელი ამბაკო და
თაგვი თენგო მოდიან.
დაინახეს თოვლის პაპა...
რა გგონიათ, რა მოხდა?
ცოტა ხანში, როცა ციკო
ხიდან დაბლა ჩამოხტა,
იქ რაც დახვდა, დამშვიდებით
აბა, როგორ უცქიროს –
თოვლის პაპა უღილებოდ,
უთვალებოდ, უცხვიროდ!
ვასილ გულეური
***
საახალწლო
ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,
შოკოლადის ფილა,
მოგილოცავთ სუყველას
ახალი წლის დილას!
ოქრო გოგო-ბიჭებო,
დამიბერდით ტკბილად!
***
როდის მოვა თოვლის პაპა
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.
ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
***
წერილი თოვლის ბაბუას
ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!
გუნდა-გუნდა
გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.
დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:
- ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი ქალაქი.
გაიხარეს პატარებმა:
- ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა
***
გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.
***
რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.
***
ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო.
***
ნაძვის ხეო
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო!
თბილ ოთახში მოგიწვიეთ,
გაერთო და ჩვენც გაგვართო.
ყინვასა და სიცივეში
რა გინდოდა ტყეში მარტო?
ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,
დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,
ახალი წლის სტუმარი ხარ,
ჩვენი ზამთრის მეგობარი.
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დაVIMGERI
ტურფა გაზაფხული მოვა,ტურფა გაზაფხული მოდის!ამას მეუბნება თოვადა სითეთრე ტყემლის ტოტის,ამას მეუბნება გროვაენძელის და კორჩოტის...ტურფა გაზაფხული მოვა,ტურფა გაზაფხული მოდის.
ღობე-ღობე, ყანა-ყანა,გორა-გორა, ტყე-ტყე მოდის!ჯერ მერცხლები არა ჩანან,შოშიებიც მოვლენ როდის!
მაგრამ გული შეუპყრიატურფა გაზაფხულის ლოდინს -ყანა-ყანა, ჭალა-ჭალა,ჩუმად, ფეხაკრეფით მოდის.
მოდის ყვავილების გუნდით,ვერას აკლებს ზამთრის ყეფა;მოდის უჩინმაჩინ ქუდით,ნაფეხურზე თოვლი ლხვება;
დაბლა - მწვანე აბლაბუდით,მაღლა - სხივთა ოქროს ძნებად,მოდის ყვავილების გუნდით,სამეუფო ტახტზე ჯდება.
ჩუ, ფუტკარი ზუის კორდზე -პირველ ყვავილისკენ ჩქარობს,თუ ფრთა გაკრა ორკაპ ტოტზეგაბმულ სხივს და სხივი გალობს?!
ფეხს იკიდებს ჩქერი ლოდზე -წყარო დაბადებას წვალობს.ჩუ, ფუტკარი ზუის კორდზე -ირველ ყვავილისკენ ჩქარობს,
ტურფა გაზაფხული მოვა,ტურფა გაზაფხული მოდის!ამას მეუბნება თოვადა სითეთრე ტყემლის ტოტის,
ამას მეუბნება გროვაენძელის და კორჩოტის...ტურფა გაზაფხული მოვა,ტურფა გაზაფხული მოდის.
გაკვირტულა,გაკვირტულა,შინდის ტოტი გაკვირტულა!ჩიტი დახტის შინდის ტოტზე,განა ერთი,ცხრა ჩიტუნა!
წყარო მთიდან მოჩუხჩუხებარში დადგა, გაიტრუნა.ცივ ჩქერს ჩიტი დაეწაფა,განა ერთიცხრა ჩიტუნა!
გაზაფხულდა,ტყის ფერდობიჩითის ფერად დაჩითულა.ჩიტი გალობს ტყის ფერდობზე,განა ერთიცხრა ჩიტუნა!
ნაწვიმარზე ცისარტყელამცა მოხატა დიდებულად.შეხე, ჩვენი საქართველოროგორ აყვავილებ
გაზაფხული
ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?]]>
აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავებულან მთები; მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები? 28 იანვარი, 1861 წ. პეტერბურგი. ილია ჭავჭავაძე ––––––––– გაზაფხულს ია ამოდის გაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთის პირად ბუ გულსაკლავად ჰკიოდეს; ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა ჩემებრივ გული სტკიოდეს?! მითამ სუყველას ბოლო აქვს, ზღვანიც-კი დაშრებიანო; მაშ ჩემის გულის დამჭრელნი რატომ არ გასწყდებიანო?! ვაჟა ფშაველა (1886 წ.) –––––––––– მარტს მობრძანდი, მარტო, დროისით, თოვლჭყაპუნა და წყლიანო, ჭკუაზე თხელო, სულელო, ხანდისხან ქარისხლიანო, ზე- ქვერე ავადმყოფივით ღრუბლიანო და მზიანო, არც გაზაფხულო, ზამთარო, არც თუ ნათელადღიანო! შენ უკან დაგედევნება მერცხალი ჭიკჭიკენისა, გაზაფხულისა მორბედი, დამატკბობელი სმენისა, გულის ჭირთ უკუგამყრელი, მკურნალი დამპალ სენისა, მუდამ ერთ ხმაზე მგალობი, მოყვარე დედაენისა. შიო მღვიმელი 1887 წ. –––––––––– ია და ბავშვი ნუ შემახებ პაწაწა ხელს, ნუ, ნუ-მეთქი, ჩემო კარგო, ის არა სჯობს, გავიზარდო და ბაღნარი მოგიქარგო?! ჯერ შენსავით პატარა ვარ, გამახარებს შენი ცქერა! ახლოს დაჯექ, გამაგონე მხიარული შენი მღერა! ლიდია მეგრელიძე –––––––––– გაზაფხულო ლამაზო ჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლებო, ტყეში მარწყვის საკრეფად როდის წავალთ, ბავშვებო? ჰა, ზამთარი მიდის და... თოვლი დნება ნელ-ნელა. აი, თავი ამოჰყო ბუჩქის ძირას ენძელამ. საწყალ თოვლის ბაბუას დავუშინოთ გუნდები; გაზაფხულო, ლამაზო, მალე დაგვიბრუნდები? ნოდარ დუმბაძე –––––––––– გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია, საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, ლექსს დაგიწერ ცისფერპეპლებიანს. ანანურთან არაგვის წყალს დავლევ, გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს, ციხისძირთან შემეყრება გველი, ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს. მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი, მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას, ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ, რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს... გოდერძი ჩოხელი –––––––––– გაზაფხულის საღამო გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
წყარო: http://memento.ge/2659-leqsebi-gazafxulze-.html © Memento.Ge ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან და ყვავილები მოფინა ხეებს, მზით გაალული პატარა კალთა გადააფარა სუსხიან ტყეებს. ცეცხლანთებული როცა მოკეცა ელვების ფარჩა და გაქრა წამსვე ცისარტყელებით მოქარგა ზეცა ჭექა-ქუხილის სიმღერით სავსე. ველზე ყვავილთა ზვირთებში ვუმზერ როდესაც დილამ გაჰფანტა ნისლი, ანთებულ ცისკრის ლურჯ აბრეშუმზე იისფერ სხივებს შორიდან ისვრის. ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან და ყვავილები მოჰფინა ხეებს, მზით გაალული პატარა კალთა გადააფარა სუსხიან ტყეებს.
წყარო: http://memento.ge/2659-leqsebi-gazafxulze-.html © Memento.Ge 15 იანვ
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -ვინ გიმღეროდა?!- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!შენი გულისთვის უძილო ღამესვინ ათენებდა?! - მშობელი დედა.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრითვინ ვერ ისვენებს?!- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგევის უხარია ყველაზე მეტად?!ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - ვინ იამაყებს?!- მშობელი დედა
დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,ეს გული შენი გულით ხალისობს,შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანსშენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,რამდენი ღამე არ გძინებია,რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,არ მშორდებოდი წუთით, საათით,რომ სიარული გესწავლებინაშენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
მე შენი წმინდა შუქი მეფინა,შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,რომ ლაპარაკი გესწავლებინა,შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.
დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.
თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,თმებში ჭაღარა შემოგპარვია.
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილადჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.
ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.
შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობადა სიყვარული დავიმსახურე.
დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,ეს გული შენი გულით ხალისობს,შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,ვარსკვლავებიც ზედა!სულ აკვანზე დამიყარე,საყვარელო დედა.
ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -რასაც თვალით ვხედავ,მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,საყვარელო დედა.
ხელისგულზე ერბო-კვერცხივინ შეიწვას ნეტავ,შენს ამაგს ვინ გადაიხდის,საყვარელო დედა.
01:56წყაროს წკრიალი რომ მესმის,გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი,ეს დედაჩემის ხმა არისდა დედაჩემის სიცილი!
მაღლობზე ტყე რომ შრიალებსმთას მიქარგული არშიად,დედას, საყვარელ დედილოსთითქოს თმა ქარში გაშლია!
მთების მხურვალე კალთებიცდედის კალთაა ნამდვილად,მთაზე რომ თეთრი ნისლია,დედამ უბოძა მანდილად!
ასეა ჩემი სამშობლომიწის ყოველი მტკაველი,დედის მკერდივით თბილია,ტკბილია ჩემი მთა-ველი!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев