Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
მაგრამ, მაინც არ გაგვწირე, მაინც არ მიგვატოვე და ჩვენ გამო დედამიწაზე ჩამოხვედი, ჩვენ გამოსახსნელად ადამიანად იქეცი, ჩვენი ცოდვები იტვირთე.. ჩვენ კი, უმადურმა და ბრმა ადამიანებმა, სამაგიერო იმით გადაგიხადეთ, რომ საკუთარი ხელით მოგკალით.. სიკვდილის წინ კი, მწყურვალს, ძმარი და ნაღველი შემოგთავაზეთ, მეტი ვერაფერი გავიმეტეთ.. და დღესაც იგივეს ვაკეთებთ, ისევ ჯვარზე გაკრავთ და ძმარსა და ნაღველს გთავაზობთ ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით.. როგორღა ვბედავთ ამის შემდეგ შემწეობა ვითხოვოთ შენგან, უფალო, როგორღა ვბედავთ.. მაგრამ, ვიცით, რომ უშენოდ გავქრებით, დროის უსასრულობაში გავუჩინარდებით.. მოგვიტევე უგუნურებს სულიერი სიბრმავე, “განგვინათლენ თვალნი გონებისა ჩვენისანი”.. გთხოვ, უფალო, გაგვაძლიერე, რომ ღირსეულად შევხვდეთ ყოველგვარ განსაცდელს, არასოდეს დავეცეთ სულიერად.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3