
კექსი ალბათ ყველას უყვარს, თუმცა რას იტყვით მას ზამთრის სეზონის შესაფერისი ხილით თუ მოვამზადებთ.
კექსი არის სამარხვო
💛 ინგრედიენტები:
სოდა - 1.5 ჩ.კ
ფქვილი - 2 ჭიქა
შაქარი - 1/2 ჭიქა
მარგარინი ონა - 150 გრ
თბილი წყალი - 250 გ
მანდარინი - 3
ქიშმიში - 50 გ
ვანილი
💛 მომზადების წესი:
მანდარინს მოაცილეთ კანი და კურკები (თუ აქვს). მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 მანდარინის კანი და ფაფად აქციეთ. შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი, შაქარი, მწიკვი მარილი და მარგარინი (დარბილებული) დავამატოთ ფქვილი და სოდა. კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ მანდარინის ფაფა და კვლავ კარგად ავურიოთ.
ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი.
ცოტა გავაგრილოთ და ამოვიღოთ ფორმიდან.
თბილს მოვაყაროთ შაქრრის ფხვნილი და მოვალაგოთ მანდარინი გასაფორმებლად.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2