
წ. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების სამუდამო განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ, სამივე სტამბულის ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი. სწორედ აქ განისვენებს ქართველი ნაფისა ხანუმი, გნებავთ "თეთრი განძი", და გნებავთ - მამლუქთა დედა..
მისი წარმომავლობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ იყო საქართველოდან. მონათა ბაზარზე გოგონა იმ დროის უცნობილესმა მამლუქმა ალი-ბეი ალ-ქაბირმა იყიდა. ულამაზეს ნაფისას (ეს სახელი ტყვეობაში მიიღო) გონებაგამჭრიახობით გაუთქვამს სახელი. ამიტომაც ალი-ბეის მისთვის თავისუფლება უბოძებია და ცოლად შეურთავს. ეგვიპტის გამგებელი მალევე, ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. ქვრივს საარაკო სიმდიდრე დარჩენია. ჭკვიანი ქალი მარჯვედ მართავდა ქონებას და ქველმოქმედებას ეწეოდა. ცოტა ხანში ნაფისა, მეორე, ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად-ბეის გაჰყვა ცოლად. მსოფლიო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ნაფისას გამჭრიახმა გონებამ ზუსტად ივარაუდა, რომ ეგვიპტელ ხალხს მძიმე წლები დაუდგებოდა და, შესაძლოა, ქმრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაეკარგა. ამიტომაც ქონება დაიმტკიცა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს იყო უნიკალური ფაქტი მუსლიმანურ სახელმწიფოში, როცა ქალი, ანუ უუფლებო ადამიანი, ოფიციალურად ხდება უზარმაზარი ქონების განმგებელი.
ნაფისამ შეიძინა ყველაზე დიდი ქარვასლა და მას მიაშენა თავისი სახელობის მოწყალების სახლი, რომელსაც „საბილ ქუთაბი" რქმევია. აქ, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ. გასაოცარი გარეგნობის გამო „ბაიდა ნაფისას" ეძახდნენ, რაც ეგვიპტურად „თეთრ განძს" ნიშნავს. ისტორიას არ შემორჩა ნაფისას პორტრეტი, თუმცა ეგვიპტელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში შექმნილი „კავკასიელი ქალის" პორტრეტზე სწორედ „თეთრი განძი" უნდა იყოს გამოსახული. 1798 წელს, ცნობილ პირამიდების ბრძოლაში, ნაპოლეონ ბონაპარტემ მამლუქთა გაერთიანებულ ლაშქარს სძლია, მაშინ მამლუქთა 6-ათასიან ცხენოსან ჯარს ხელმძღვანელობდა ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი, ნაფისა ხანუმის მეუღლე მურად-ბეი. ბრძოლა უთანასწორო გამოვიდა. იბრაჰიმმა და მურადმა ზემო ეგვიპტეს შეაფარეს თავი. კაიროში დარჩა მურად ბეის მეუღლე ქართველი ნაფისა და სავარაუდოდ, ეს წინასწარ იყო გათვლილი. საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიადგა. ქართველი მამლუქების გმირული წინააღმდეგობით გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს, კაიროს გამარჯვების ჭიშკართან მიახლოებისთანავე მოჩვენებასავით გადაუდგა წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი. ისტორია გადმოგვცემს, რომ მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოქვეითებულა და ქალს მოკრძალებით ეახლაო. ეგვიპტეში ახლაც სჯერათ, რომ მაშინ ნაპოლეონი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე თრთოდა და მზად იყო, მისი ყველა განკარგულება შეესრულებინა. მისმა ნაბიჯმა გაამართლა. ქალმა ქალაქი გადაარჩინა. ნაფისას საოცარი გამბედაობა და დიპლომატიური ნიჭი აღმოაჩნდა.მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ მოლაპარაკებას მართავს, პარალელურად კონტაქტს არ წყვეტდა ქართველ მეუღლესთან. ნაფისას გამჭრიახობის შედეგად მურადი და მისი მეომრები უკან დაბრუნდნენ და ნაპოლეონს გაურიგდნენ, ამ შემთხვევის მერე ეგვიპტელებმა ნაფისას ახალი თიკუნი შეარქვეს-მამალიქი, ანუ მამლუქთა დედა უწოდეს.
კაიროს ე.წ. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების სამუდამო განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ, სამივე სტამბულის ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი. ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი იყო, ისმაილ-ბეი – ეგვიპტის მამლუქთა ოსმალურ ფრთას მეთაურობდა, იბრაჰიმ ქათხუდას კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრე და გავლენა ჰქონდა. მათი საფლავებიდან ორიოდ ნაბიჯში, უბრალო ხის ჭიშკართან პატარა მავზოლეუმია. სწორედ აქ განისვენებს ქართველი ნაფისა ხანუმი, გნებავთ "თეთრი განძი", და გნებავთ — მამლუქთა დედა…
ქართველი ქალი
მწუხარე და სევდიანი
სერზედ იდგა ერთი ქალი,
ფერმიხდილსა მღელვარებით
შორს ეჭირა გზისკენ თვალი.
მას უნდოდა, რომ შეეტყო
მისი ქვეყნის ბედისწერა;
შიკრიკს მოჰკრა შორით თვალი
და დაუწყო გულმა ძგერა.
მიაძახა ახლოს მოსულს:
“ნუ დაჰფარავ ნურაფერსო,
თორემ ბოლოს გაზღვევინებ,
გეფიცები ზეციერსო!”
წინ წამოდგა მონამ ბიჯი,
ტირილითა მოახსენა:
“ვაი ჩემს თავს!.. სჯობს დამებას
ცოდვილი და მწარე ენა!
“ვხედავ, შენზედ უჩხავლია
შავბედითსა ყორანს შავსო!
რაღა გითხრა მე საბრალომ
შენ, შვილების დამკარგავსო!”
ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ!
ჯერ მითხარი შენ ესაო:
თათრებს დარჩა გამარჯვება,
თუ ჩვენს ძლიერს მეფესაო?”
“ეგ რა ბრძანეთ?!. ქართველ ჯარსა
განა სძლევდა თათარიო?
თვით არ მივა, და მოსულ მტერს
რომ დაუხვდეს, მზად არიო!
“ზარი დასცეს სერასკირსა,
არ მოსულა ჯერაც გონსა!
ქართველები ღმერთს მადლობენ,
ადიდებენ სოლომონსა!”
ქართვლის ქალი პირჯვარს იწერს:
“მადლი ზენა ქართველებსო!
აბა ახლა მომიყევი,
რაც გადახდა ჩემს შვილებსო”.
“შენი პირმშო აღარა გყავს:
ალექსანდრე მოგიკლესო,
უმცროსი ძმა მიეშველა,
იმასაც დღე უმოკლესო.
“თათრის ტყვიამ გაუხვრიტათ
ორთავ გულის ფიცარიო;
მოკვდენ, მაგრამ სახელი კი
ნახეს დაუვიწყარიო!..”
დედას ცრემლი უნებურად
წამწამებზედ შეუჩერდა;
ნაცრის ფერი გადაედვა,
გული ხშირად აუძგერდა.
მაგრამ ეს სთქვა: “გამიზრდია
ქართველ ქალსა ქართვლის შვილი!
ეს ნაღველი დედისათვის
მწარე არის და თან ტკბილი!
“მამულისთვის მიშობია
მისი ჭირის სანაცვლოდო;
ქართველ დედებს ვალად გვაძევს,
ამ ჭირს უნდა გავუძლოთო”.
ესა სთქვა და ისევ ჰკითხა:
“საშუალომ რაღა ქნაო?
ამოიგო ძმების სისხლი?
თათრის მძორის დასდგა ძნაო?”
“არა, ჩემო ქალბატონო,
ვერ გავბედავ ტყუილსაო;
ეგ სახელი არ უნახავს
ქალაჩუნა თქვენს შვილსაო!
“უფროსი და უმცროსი ძმა
მტრის რაზმში რომ გაჰკიოდა,
საშუალო ტყეში იწვა:
გულ-მუცელი ასტკიოდა”.
ეს რომ ესმა, ქართვლის ქალი
უცნაურად დაიღრიჯა,
ამოჰყარა ძუძუები,
მოთქმით თავი მოიგლიჯა:
“ვაი ლეჩაქს, შერცხვენილსა,
ვაჰ ძუძუებს გაკიცხულსო,
ვაი დედას, თითქმის პირშავს,
რა მახვილი მეცა გულსო!
“არა ვსტირი იმ ორ შვილსა,
ომში მოკლულს გმირულადო,
ვიგლოვ ცოცხლად დარჩენილსა
უსახელოდ... ვირულადო!
/აკაკი წერეთელი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11