Предыдущая публикация
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝

╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝

11 дек 2016

ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან

ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849702983369
ყველა ქართველისთვის საყვარელი ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ შექმნის დროს, ალბათ, ნოდარ დუმბაძე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დიდ და ლამაზ ოჯახს უყრიდა საფუძველს.სერგო ორჯონიკიძემ და მანანა აბაზაძემ ერთმანეთი 1962 წელს, „მე ბებია, ილიკო და ილარიონის“ გადაღების დროს გაიცნეს. ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის სიუჟეტი გურიაში ვითარდება და ოლღა ბებიასადა მისი მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში გაზრდილი ობოლი ბიჭისისტორიას გვიამბობს. ზურიკელას უყვარს ბებია, ილიკო, ილარიონი, მურადა და თანაკლასელიგოგონა მერი. ფილმის გადაღებიდან 50-ზე მეტი წელი გავიდა, მაგრამ გურული იუმორი და წმინდაადამიანური ღირებულებები მაყურებელს დღემდე იზიდავს. ალბათ, ეს გახდა ფილმისწარმატების მთავარი საიდუმლოც. ყველაფერი კი ასე იწყებოდა…1962 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მთავარი როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდა. ბოლოს, უნივერსიტეტის „ბირჟაზე“ აღმოაჩინეს 14წლის სერგო ორჯონიკიძე, რომელიც თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ტანაშოლტილი ბიჭიიყო (183 სანტიმეტრი) და კალათბურთს თამაშობდა. თენგიზ აბულაძის ასისტენტმა ბიჭს კინოშიგადაღება შესთავაზა და კინოსტუდიაში დაიბარა. თავიდან ფილმში მთავარი როლისშემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ,თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე სერგო ორჯონიკიძე აირჩია და არც შემცდარა – ფილმმა „ზურიკელას“ არნახული პოპულარობა და წარმატება მოუტანა. თენგიზ აბულაძე სერგოს მუდამ ზურიკელას ეძახდა და ტიტრებშიც ასე ჩაუწერა. ილარიონისროლზე აკაკი კვანტალიანის კანდიდატურა განიხილებოდა, ხოლო ილიკოს როლზე ვახტანგ ნინუას ან გიზო სიხარულიძეს მოიაზრებდნენ. საბოლოოდ, ილიკოს როლზე – სანდრო ჟორჟოლიანი, ხოლო ილარიონის შემსრულებლად გრიგოლ ტყაბლაძე დამტკიცდა. ოლღა ბებიას როლზე შერჩევისა და სასინჯი გადაღებების გარეშე დაამტკიცეს სესილია თაყაიშვილის კანდიდატურა. ოლღა ბებია საუკეთესო თეატრალურ და კინოსახეთა ქართულ საგანძურშია შესული. უფრო რთული აღმოჩნდა ზურიკელას შეყვარებულის – მერის კანდიდატურის შერჩევა. რეჟისორმა კინოსინჯებზე მისული ყველა გოგონა დაიწუნა. ბოლოს მანანა აბაზაძეს ბიჭვინთაშიგადასაღებ მოედანზე მიაგნეს. რუსი რეჟისორი კუბის რევოლუციაზე ფილმს იღებდა, რომელშიც12 წლის მანანა კუბელ გოგონას თამაშობდა. აბულაძე მანანას მშობლებს მოელაპარაკა დაგოგონა ბიჭვინთიდან თავის ფილმში სათამაშოდ წამოიყვანა. ფილმი ლეჩხუმის რაიონის სოფელ ლაილაშში გადაიღეს. თენგიზ აბულაძის შედევრმა ეკრანებზე გამოსვლისთანავე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და აღიარება.საინტერესოდ განვითარდა მთავარი როლების შემსრულებელთა ცხოვრება. „ზურიკელამ“ აასრულა ოლღა ბებიას ოცნება: „ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო“. სერგო ორჯონიკიძე ცნობილი კარდიოლოგია და ავადმყოფობის დროს სესილია თაყაიშვილსგვერდიდან არ მოსცილებია. მანანა აბაზაძე მოცეკვავე გახდა… თენგიზ აბულაძე თავის აღმოჩენილ მსახიობებს სხვა რეჟისორებისთვის ვერ იმეტებდა, მაგრამ 4წლის შემდეგ მანანა აბაზაძემ გიორგი შენგელაიასთან „მაცი ხვიტიაში“ ეკა ითამაშა, რამაცთენგიზ აბულაძე ძალიან გაანაწყენა.პოპულარობასა და წარმატებასთან ერთად, აბულაძის ფილმმა მსახიობებს დიდი გრძნობაც მოუტანა. სერგო ორჯონიკიძესა და მანანა აბაზაძეს თავად დიდი რეჟისორი უბიძგებდა ერთმანეთისკენ, თითქოს გრძნობდა, რომ ისინი მართლაც ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები. ფილმის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ, 1968 წელს „ზურიკელა“ და „მერი“ რეალურად დაქორწინდნენ და ლამაზი ქართული ოჯახი შექმნეს.სესილია თაყაიშვილი, ნოდარ დუმბაძე, თენგიზ აბულაძე, სერგო ორჯონიკიძე და გადამღები ჯგუფის წევრები „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ გადაღებაზე. „სულ ორ ფილმში ვითამაშე, აქედან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად ზურიკელას დავემსგავსე. ოლღა ბებია ხომ ოცნებობდა, მისი შვილიშვილი დოხტური გამოსულიყო. მე მართლაც ექიმი გავხდი. ზურიკელასა და მერის სიყვარული კი მე და მანანამ ცხოვრებაში გავაგრძელეთ და ამით თითქოს ფილმიც გაგრძელდა. თენგიზი სულ გვეუბნებოდა, ვიცი, რომ თქვენ დაქორწინდებითო. ნოდარ დუმბაძე ამბობდა, თქვენი ოჯახი ჩემი შექმნილიაო“. – სერგო ორჯონიკიძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703019209
სერგო ორჯონიკიძე და მანანა აბაზაძე „მე და სერგო თანატოლები ვიყავით, ამიტომ საერთო ენა ადვილად გამოვძებნეთ. თავიდან ვმეგობრობდით, გრძნობა კი მერე და მერე მოვიდა. ამაში ბატონმა თენგიზმაც დიდი წვლილი შეიტანა. როცა მოსკოვში მესამე მსოფლიო კინოფესტივალზე წაგვიყვანა, ყველგან თან დაგვატარებდა. კინოფესტივალის შემდეგ მე და სერგო შეყვარებულები გავხდით. თენგიზ აბულაძეს სურვილი შევუსრულეთ, რადგან მას ძალიან უნდოდა, ჩვენ საბოლოოდ ერთად ვყოფილიყავით“, – მანანა აბაზაძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703039433
სერგო ორჯონიკიძე და მანანა აბაზაძე „მე და მანანას სიყვარულის ახსნის სცენა არ გამოგვდიოდა. ამაზე თენგიზი გადაირია, თავის ოთახში ჩაგვკეტა, თვითონ შეხვედრაზე წავიდა და დაგვიბარა, რომ 11 საათზე დაბრუნდებოდა და მის მოსვლამდე რეპეტიციები გაგვევლო. გადაღებისთვის ერთი დღეღა გვქონდა დარჩენილი. თანაც ისიც გვითხრა, ერთი სცენა კოცნით უნდა დამთავრდეს, მეორე – კოცნის გარეშე და მერე მე გადავწყვეტ, რომელი აჯობებსო“, – სერგო ორჯონიკიძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703062217
„14 წლის ვიყავი, როგორია, პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო? მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა, მძიმე იქნებოდა, სულაც არ აღმოჩნდა მძიმე, მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე. 13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამაგდოსო“, – სერგო ორჯონიკიძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703080905
„სესილია თაყაიშვილი განუმეორებელი მსახიობი და პიროვნება იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში გულით ავადმყოფობდა. მე მაშინ დამწყები ექიმი ვიყავი. მას ვინ მანდობდა, მაგრამ ხშირად მირეკავდა ხოლმე. თავის ავადმყოფობაზე მიყვებოდა და მეც რჩევებს ვაძლევდი. ფილმის გადაღების შემდეგ მასთან ოჯახით ვახლობლობდი“, – სერგო ორჯონიკიძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703099849
„მოხდა ისე, რომ ქალბატონ სესილიას ბოლო წუთებში მის გვერდით ვიყავი. მოგეხსენებათ, მან მიოკარდიის ინფარქტი გადაიტანა. განმეორებითი შეტევა ჰქონდა და ლეჩკომბინატში მოიყვანეს. სასწრაფოდ უნდა აეყვანათ მესამე სართულზე, საოპერაციოში და აღმოჩნდა, რომ ლიფტი არ მუშაობს. ყველა დაიბნა… ვტაცე ქალბატონ სესილიას ხელი და მესამე სართულზე სირბილით ავიყვანე. სამწუხაროდ, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მახსოვს, თენგიზ აბულაძეც მოვიდა. მოგვიანებით გაზეთში გამოქვეყნდა მისი სტატია, სადაც ამბობდა: შენმა შვილიშვილმაც ვერ გიშველა ბოლო წუთებშიო“, – სერგო ორჯონიკიძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703113417
„სესილია მანანას ურეკავდა ხოლმე და ეკითხებოდა, სად არის ჩემი დურაქი შვილიშვილიო“, – სერგო ორჯონიკიძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703131337
„მთელი ცხოვრება გამყვა მისი მფრინავი ფრაზა – „შენ არ გინდა, ზურიკელას უნდაო“. სადმე რომ ვიტყვი, რომ რაღაც არ მინდა, იმ წუთში ამ ფრაზას მომაძახებენ. ამ ფრაზით დავბერდი“, – მანანა აბაზაძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703164617
ზურიკელა და ცირა (კირა ანდრონიკაშვილი), კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ „მოგეხსენებათ, სერგო კარდიოლოგია და ხშირად მეუბნება, არ გინდა, გული გაგისინჯოო. სერგო ჩემი ოქროა, მაგრამ იმედი მაქვს, მისი პაციენტი არასოდეს გავხდები და გული არასოდეს შემაწუხებს. მანანას ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, მართალია, ზურიკელამ შენ გამო მიმატოვა, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარხარ და ამას გაპატიებ-მეთქი“, – კირა ანდრონიკაშვილი, ფილმში ცირას როლის შემსრულებელი.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703195849
ზურიკელა და ილარიონი, კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ „დაიწყო ჩემი და გრიგოლ ტყაბლაძის სცენის გადაღება, სადაც ის მეკითხება: „რაო, რა გითხრა იმ ბრუციანმა?“. ეს ისე წარმოთქვა, ყბა ჩამომივარდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი ზუსტად ილარიონის ტიპაჟი იყო და თავის როლს საკმაოდ რეალისტურად ასრულებდა“.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703212489
ილიკო და ზურიკელა, კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703232457
ბებია ოლღა, კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ „ცოტამ თუ იცის, როგორი მსხვერპლი გაიღო ამ ფილმისთვის სესილია თაყაიშვილმა. ოლღა ბებიას როლს სრულად რომ ჩასწვდომოდა, მეტი დამაჯერებლობა და ბუნებრიობა ჰქონოდა გადასაღებ მოედანზე, სესილიამ საღი კბილები დაიძრო. ის მაშინ 55 წლის იყო“.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703271625
მანანა აბაზაძე და სერგო ორჯონიკიძე „ბატონ თენგიზთან ურთიერთობა ფილმზე მუშაობით არ დამთავრებულა, მერე უფრო დავუახლოვდით. ის ჩვენზე ისე ზრუნავდა, როგორც მშობელი. უნდოდა, სერგოს კინოსარეჟისოროზე ჩაებარებინა, ყველანაირად ხელს გვიწყობდა. ასევე ძალიან უნდოდა, ერთად კიდევ გადავეღეთ რომელიმე ფილმში, სცენარისტებს გვახვედრებდა კიდეც. მე და სერგო მისი საკუთრება ვიყავით, ძალიან ვუყვარდით და ჩვენი ხელიდან გაშვება არ უნდოდა“, – მანანა აბაზაძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703301833
ილიკო სუხიშვილი და მანანა აბაზაძე „ერთხელ ცუდად ვიყავი და ლეჩკომბინატში რენტგენის გადასაღებად მივედი. ამ დროს მოვიდა ქალბატონი სესილია. შემომყვა რენტგენის კაბინეტში. ეუბნებიან, ქალბატონო სესილია, აქ რენტგენია და გარეთ უნდა გახვიდეთო. არა უშავსო, უპასუხა და ჩემი ხელი ეკავა, სანამ არ გადამიღეს“, – მანანა აბაზაძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703321289
„ერთადერთი მსახიობი, ვისაც სინჯები არ გაუვლია, სესილია თაყაიშვილი იყო. მას კონკურენტი არ ჰყავდა. მახსოვს ის დღე, როცა ამ უდიდეს მსახიობს პირველად შევხვდი. კინოსტუდიის ეზოში იჯდა. ქალბატონო სესილია, ეს სერგოა, რომელსაც ზურიკელას როლისთვის ვსინჯავთ და გვინდა, ერთად გადაგიღოთ ფოტო, – უთხრა თენგიზ აბულაძემ. აა, მე მსინჯავთ? არა, თქვენ არა. როგორ გეკადრებათ! უბრალოდ, გვაინტერესებს, თქვენ და სერგო ერთმანეთს როგორ შეეფერებით, – ღიმილით მიუგო რეჟისორმა და ეზოში მე და ქალბატონ სესილიას ფოტოები გადაგვიღეს“, – სერგო ორჯონიკიძე.
ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება – დოხტური ზურიკელა და სამუდამო სიყვარული მერისთან - 849703351497

Комментарии 64

Gauqmebulia Gauqmebulia
Gauqmebulia Gauqmebulia
Guruli var da meamakeba rom aseti kargi zurikela ... Olga bebia..... Iliko babua da ilarioni babua gvkavda. Cavida eeeee is cxovreba sadga ari
12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    inga abo
    inga abo
      :-) 👍 👍 #u9b079b0736s# #u9b079b0736s#
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    patiko xvingia
    patiko xvingia
    👍 👍 👍 👍 👍 👍 👍
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Nano Tabutsadze
    Nano Tabutsadze
    Фото
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Nano Tabutsadze
    Nano Tabutsadze
    /oh:iyvtouhkr:il:225073/
    Nano Tabutsadze постит вам крутой смайл. Дабы скидывать так же установите  https://goo.gl/N90rCI
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    nana trapaidze
    nana trapaidze
    ert-erti ukvdavi da sauketeso nacarmoebi,brcyinvale  shemsruleblebit...yvela drois pilmia ......
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Tinatini ----
    Tinatini ----
    👍 👍 👍 👍
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    darejan darcmelia gabelaia
    darejan darcmelia gabelaia
    gmertma kvela patara asakis adamians auxdinos misi chanapikri da ganexorcielebinot rogorc es chanapikri da mizani auxda baton sergos,didad kmakopili davrchi,roca chemi shvili mivikvanet da rom mousmina,shen shvilo ragac gacuxebs,guli ki ara sxvao,,,tu raionidan xar vigac mognatrebia cadi da moinaxule,gagivlis gulis ambavi da sakmec mogvardebao,iumorit utxra,ikavit bednieri da sasaxelo mamulis shvilebi,,,
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    მა❤ ბუხაიძე აბესაძე
    მა❤ ბუხაიძე აბესაძე
    განუმეორებელი ფილმი და მსახიობები❤
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    gio gio
    gio gio
    magari xalxi udidesi msaxiobebi
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    maia ozgebishvili
    maia ozgebishvili
    masetebi agar ibadebian axla sul sxva zudi taobaa
    12 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    marine kapanadze
    marine kapanadze
    💝💝💝💝
    13 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    lia zhizhiashvili
    lia zhizhiashvili
    ​მართალია მსახიობები არ ყოფილხართ მაგრამ თქვენ მოირგეთ ეს როლი და საუკეთესოთ შეასრულეთ.შესანიშნავები ხართ სუყველა მსახიობი და ფილმიც საუკეთესოა ამიტომ. ქალბატონ სესილიაზე ხომ ვგიჟდები, მისი შესრულებით ყველა როლი მიყვარს. მე ბებია ილიკო და ილარიონი საუკეთესო ფილმია, დაუვიწყარი ხართ თქვენც და თქვენი ფილმიც.სესილია წუხანდელი ღამე ნათევია ბატონო და ჩეეძინა......​
    13 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    lia zhizhiashvili
    lia zhizhiashvili
    ​სერგო და მანანა გისურვებთ, ჯამრთელ და ბედნიერ სიცოცხლეს,შვილებში და შვილი-შვილებში  გახარებას...მიყვარხართ.....❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤      ​
    13 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    LU LU
    LU LU
    Фото
    15 янв 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    კლარა (ნატო) ნაჭყებია
    კლარა (ნატო) ნაჭყებია
    Фото
    Фото
    18 янв 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    natela mgebrishvili
    natela mgebrishvili
    Gaixaret  zalian lamazi da kargi istoriaa 🌷🌺🌹💐🌻
    23 фев 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    AMIRANI KONCELIDZE
    AMIRANI KONCELIDZE
    ganumeorebeli istoria  ganumeorebeli filmidan  sinamdvileshi axdenili  istoria
    26 фев 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    dali okrotsvaridze
    dali okrotsvaridze
    #u9b079b0736s# სადღაა  დღეს  ესეთი საოცარი ფულმები , თუნდაც ხალხიიიი?  სად გაქრა ქართული ნიჭი  , ქართული სულისკვეთებაა ? უკვდავი ფილმი ,  უკვდავი  ხელოვნება  და  უკვდავი  მსახიობები !!!   ღმერთმა  ჰქნას ,  ისევ  დაბრუნებოდეს  საქართველოს  და  ქართველ  ერს  -  ასეთი  დიდსულოვნება , სულისკვეთება , ნიჭი , ერთსულოვნება , გაგება , სიყვარული , მეგობრობა ,  მოკრძალება და  სიცოცხლით  სავსე  იუმორი !!!  🌺 🌹 🌺  
    Фото
    Фото
    2 фев 2018
    , отредактировано
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Lia Saria
    Lia Saria
    👍 👍 👍 ❤
    6 апр 2018
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Новые комментарии
    Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
    Следующая публикация
    Свернуть поиск
    Сервисы VK
    MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
    Войти
    ╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝

    ╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝

    ЛентаТемы 82 576Фото 79 521Видео 3 102Участники 149 231
    • Подарки
    Левая колонка
    Всё 82 576
    Обсуждаемые

    Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

    Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.

    Зарегистрироваться