
იქ ყველა ყველას იცნობდა, ერთმანეთს ნაძალადევი არისტოკრატული მანერებით მიმართავდნენ, სტუმარს კი ყურადღებას არავინ აქცევდა!
თავი მოჰქონდათ, რომ თითქოს ძალიან განათლებულები იყვნენ და საუბარში მედიდურ ფრაზებსაც გამოურევდნენ ხოლმე...
გიამ შამპანიური დაისხა, ფეხზე წამოდგა და აყაყანებულ ბომონდს მიმართა:
- ვხედავ, რომ ძალიან ღირსეული, განათლებული ხალხი ხართ აქ შეკრებილი და შეიძლება სამიოდე შეკითხვა დაგისვათ?
- გვკითხე, - ერთხმად მიუგო "ბომონდმა" "პროვინციელს".
- კარლ მარქსის მამას რა ერქვა? - იკითხა და ერთმაც არ იცოდა პასუხი.
- ჰაინრიხი! -უპასუხა გიამ
- ვინ დაწერა სიმღერა "პოდმოსკოვნიე ვეჩერა"? - ბომონდი კვლავ დუმდა.
- ვასილ პავლოვიჩ სოლოვიოვ-სედოიმ, - გაანათლა ქართველმა "პროვინციელმა" "ბომონდი" და მესამე კითხვაზე გადავიდა:
- რა უფრო კარგია სასუქად - ჩიტის სკლინტი თუ საქონლის ფუნა?
- ფუნა! ფუნა! - ერთმანეთს ასწრებდა პასუხს აყაყანებული "ბომონდი"
გია ფერაძემ ხელის აწევით გააჩერა "განათლებულები" და თქვა:
-პოლიტიკა თქვენ არ გესმით, არც ხელოვნება, ფუნასა და ქაქში კი კარგად ხართ გათვითცნობიერებულები, თქვენს განათლებას გაუმარჯოს! - გიამ ბოკალი ბოლომდე გამოცალა და ამაყად დატოვა სუფრა''


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4