Предыдущая публикация
✞ივერია გაბრწყინდება✞

✞ივერია გაბრწყინდება✞

17 ноя 2017

წმიდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი

15.08.2017
ეს არის წმინდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა, რომელიც სულის სიღრმემდე შეგძრავთ. ეს უდიდესი წმინდანი უფალს მადლობას სწირავს იმ მოთმინებისთვის, რაც წამების ჟამს მომადლა და ითხოვს ცოდვათა მიტევებას, მის მწამებელ წარმართთა შენდობას და რაც ყველაზე საოცარია - უფალს სთხოვს მომადლოს მის ძვლებს მადლი, რათა ყოველი კაცი, რომელიც მიეახლება მის ძვლებს, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა.
გვეწეოდეს ამ უდიდესი წმინდა ადამიანის ლოცვა და მადლი. სადაც მის წმინდა ნაწილებს იხილავთ, გაიხსენეთ ეს წმინდა ლოცვაც:
უფალო ღმერთო ჩემო, რომელი ხარ შემოქმედი ყოველთა საუკუნეთაი, რომლისა მიმართ მოვივლტოდე სიყრმით ჩემითგან, რომელი უწინარეს თხოვისა მისცემ ნიჭთა შენთა მოყუარეთა შენთა, ყოვლად ძლიერო და სახიერო და კეთილო ქრისტეანეთა სასოებაო და უტყველო მონათა შენთაგანთა აღთქმაო, რომლისა-ეგე დიდებაი გამოუთქმელ არს და სუფევაი დაუსრულებელ, შენ, უფალო, ისმინე ჩემი, რომელმან მომმადლე მე ღვაწლსა ამას წამებისასა ვიდრე აღსასრულამდე სრულყოფაი და ტანჯვათა შინა მოთმინებაი. აწცა, სახიერო, შეიწყნარე სული ჩემი და იხსენ იგი ეშმაკთა მათგან განმკითხველთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა, და სათნოთა შენთა თანა შემრაცხე მე და შეუნდვე წარმართთა ამათ, რაოდენიცა რაი ძლიერი ყვეს ჩემდა მომართ და ნეტართა მათ მონათა შენთა, რომელნი-იგი სახელისა შენისათვის იწამნეს, და განანათლენ ესენი ცნობითა ჭეშმარიტებისა შენისაითა, რამეთუ ყოველთა კაცთა გნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.
მოხედე, უფალო, სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მომმადლე თხოვაი ესე ჩემი, რომელსა ვითხოვ შენგან, რამეთუ ვინაითგან მრავალნი ვლიან, რათა მიიღონ ძვალთა ჩემთაგან, ამისთვის შეუვრდები მოწყალებასა შენსა. მოეც, უფალო, მადლი ძვალთა ჩემთა, რათა ყოველი კაცი, რომელი სარწმუნოებით იხილვიდეს და შეიმთხვევდეს, მოაქვნდეს მას მადლი და კურთხევაი და შენდობაი ცოდვათაი. და უკეთუ ვინმე ჩვენებასა იხილვიდეს ანუ დგეს საშჯელსა შინა საშინელსა და მოიხსენოს სიმდაბლე ესე ჩემი, ყავ განთავისუფლებაი მისი, თვინიერ ჭირისა და განსაცდელისა.
და რაჟამს მოიღრუბლოს ცათა სეტყვად ქვეყანისა და მოიხსენონ მუნ მდგომარეთა წამებაი ესე ჩემი, ნუ მივალნ ადგილსა მას ჰაერი მავნებელი, არამედ ცვარი მშვიდობისაი იყავნ საკურნებელად მათა. უფალო, ღმერთო, მოეც მადლი, რომელი იხსენებდეს წამებასა ღვაწლისა ჩემისასა და ნუ იყოფინ შეკრვაი სულთა და ხორცთა მათთაი, ნუცაღა კეთროვანებაი ასოთა მათთა, ანუ თუ სხვაი რაიმე წყლულებაი, რომელი იყოს მტერისა მიერ, არამედ მიუტევენ შეცოდებანი მათნი და განკურნენ სალმობანი მათნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლომან უწყი, ვითარმედ ხორც და სისხლ არიან და შენ თავადმან იცნი ალაგნი კაცთანი და შენ უწყი, უფალო, მაცთური მათი მტერი და სიბოროტე მისი, რომელი-იგი შემუსრე ქვეშე ფერხთა მათთა ადრე. და ნუ იყოფინ ბრალი და ბიწი ყოველი, რომელი იკითხვიდეს, გინა ისმენდეს წამებასა ჩემსა. გარდამოუვლინე, უფალო, შეწევნაი მვედრებელთა შენთა და მიეც მათ შიში შენი და სურვილი წმიდათა შენთა სიყვარულისაი, რათა აღასრულებდენ სახსენებელსა მათსა და მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მათსა, რათა ღირს იქმნენ მათ თანა ცხორებასა ზეცისასა და სუფევასა საუკუნესა, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმიდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი - 860271697919

Комментарии 10

Gau Qmda
Amin amin amin dideba ufals❤️❤️❤️❤️🌹🌹🌹
17 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    mariami gedexauri
    mariami gedexauri
    a m i n  !
    17 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    tinatin loladze
    tinatin loladze
    amin  🙏 🙏 🙏
    17 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    zhanna qobalia
    zhanna qobalia
    amin amin amin dideba ufals
    17 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Nanuli PIRIASHVILI (KURTANIDZE)
    Nanuli PIRIASHVILI (KURTANIDZE)
    ამინ...
    17 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Lusine Lus
    Amin!
    17 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    marina mchedlidze
    marina mchedlidze
    Dideba shenda wmindao giorgi. Sheiwyale chveni codvili sulebi...meox gveyavn gvtis winashe...
    18 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    leri chitadze
    leri chitadze
    ამინ
    18 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    dato kupatadze
    dato kupatadze
    Amin. Amin .Amin
    18 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Qeti Mchedlidze
    Amin amin amin
    18 ноя 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Новые комментарии
    Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
    Следующая публикация
    Лучшие рецепты для мангала
    Ищите вдохновение в новом разделе
    Смотреть
    Свернуть поиск
    Сервисы VK
    MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
    Войти
    ✞ივერია გაბრწყინდება✞

    ✞ივერია გაბრწყინდება✞

    ЛентаТемы 5 526Фото 11 445Видео 345Участники 13 489
    • Подарки
    Левая колонка
    Всё 5 526
    Обсуждаемые

    Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

    Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.

    Зарегистрироваться