შენ კი დახედე რა გაცვია?!
თეთრი, აკაციის ყვავილივით
მკერდი დაგხატვია საკინძესთან,
ქალო, ნუ თამამობ ასე ძლიერ,
სადმე ნაბიჯი არ აგიცდეს და
მისი მოჭუტული მზერის იქეთ,
იცი, რამოდენა ალებია?
წადი,შემოისხი რამე მხრებზე,
თორემ,ნახე უკვე ქარებია,
წვივთან შემომძვრალი ნიავქარა
კაბას აგიწევს და გაგაციებს,
მე რას მეპრანჭები დალოცვილო?!
ეგე , გაეჯიბრე აკაციებს....

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев