Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
შენზე იმდენს ვფიქრობ, იმდენს...
ღმერთო მიშველე და
ხომ არ შევიშალე,
ხომ არ შემიყვარდი კიდეც.
იქნებ გეშინია სხვისი შეყვარების,
იქნებ ქმარიც გყავს და შვილიც,
ცრემლით აგევსება ვიცი ეგ თვალები,
მეტყვი - გეყოფაო, ვტირი.
მაინც მოგიყვები როგორ შეგეჩვიე,
როგორ მომენატრე, როგორ...
შენ კი გენაცვალე, ჩემო საყვარელო,
ჩემო მოწყენილო გოგო.
ისე გამათბე და ისე გამახარე,
შენზე იმდენს ვფიქრობ, იმდენს...
ღმერთო მიშველე და ხომ არ შევიშალე,
ხომ არ შემიყვარდი კიდეც...
/დათო ახლოური/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев