Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
სისინებს ქარი,
გარეთ თოვს ისევ გადაუღებლად,
ბუხრიდან ისმის შეშის ტკაცუნი,
ღამე გრძელია შემაწუხებლად.
მთვარე როგორღაც თავს აღწევს ღრუბლებს,
თოვლით დაფარულ მიწას დახედავს,
მერე ჩვეული სიდარბაისლით
ჩემს ფანჯარაშიც შემოიხედავს.
მეც ვხვდები ისევ კალმით და ფურცლით,
მას შენთან ვატან სათქმელ – ნაფიქრალს,
ჩვენი მუზაა, მესაიდუმლე,
ზამთარსაც ასე თუ გადავიტანთ.
ეს წელიც წავა ჩუმად და უხმოდ,
წარსულის ქოხში დაიდებს ბინას,
და ახალი წლის მოახლოვება
გულს ეფინება იმედის სხივად.
წავა ეს თოვლიც, ცივი ზამთარიც,
წარსული უკან აღარ ბრუნდება,
გულში კი ბჟუტავს იმედის სხივი,
მალე ჩვენთვისაც გაზაფხულდება.
გავყვებით ასე ერთად გზა–სავალს,
ამ ზამთარმაც თუ გადაიარა,
ისევ თავიდან შემიყვარდები,
გულსაც მოგიძღვნი ლექსებიანად /ნანა მეტრეველი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2