
ერთმა კაცმა ჩარგო ვაზი და გვერდით ჩაურჭო სარი.
ვაზი გაიზარდა... ტანი აიყარა, გამაგრდა აყვავილდა და ნაყოფიც გამოიღო.
სარმა უთხრა ერთ დღეს...
– ვაზო, შენ როცა პატარა იყავი მე მეჭირე, ეხლა შენ უკვე დიდი ხარ და ძლიერი...
მე კი ერთი უბრალო სარი ვარ და ძირიც მომილპა...
– მოდი მაგრად მომეხვიე არ წავიქცეო...
– მოდით ისეთ შვილს გაუმარჯოს სიბერეში მშობელს რომ მოეხვევა და არ მიატოვებს...
– ისეთ მეგობრებს გაუმარჯოთ გვერდში რომ დაუდგებიან, მხარს ამოუდგავენ და წაქცევის საშუალებას არ მისცემენ თუნდაც მორალურად.
მოვეხვიოთ ერთმანეთს...😍


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4