Предыдущая публикация
ჭრელი მანდილი▓ӎҨῄάקҨṽąřī▓ ✞

ჭრელი მანდილი

25 дек 2017предложила 
▓ӎҨῄάקҨṽąřī▓ ✞

■ ☆ ▪ ☆

ტაქსის მძღოლის ისტორია :
მივედი იმ მისამართზე საიდანაც გამომიძახეს. არავინ ჩანდა.. რამდენიმეჯერ დავასიგნალე და რახან არავინ გამოვიდა წასვლა დავაპირე. მითუმეტეს ძალიან დაღლილი ვიყავი და აღარ ვაპირებდი სხვა მგზავრის აყვანას. რატომღაც გადავიფიქრე წასვლა და მივედი მოცემული მისამართიდან გამომავალ კართან და რამდენიმეჯერ დავაკაკუნე, შეგნიდან მძიმე, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა მომესმა, რომელიც ადვილი მისახვედრი იყო რომ მოხუც ქალს ეკუთვნოდა :
"მოვდივარ " - მიპასუხეს შიგნიდან, და თან ფეხის ნაბიჯთან ერთად იატაკზე რაღაც მძიმის გამოჩოჩების ხმაც ისმოდა. კარი გაიღო და ჩემ წინ პატარა, თბილი თვალებით მომცქირალი 80-85 წლამდე მოხუცი ქალბატონი იდგა. ყვავილებიანი კაბა ეცვა და ხელთ არც თუ ისე მძიმე ჩემოდანი ჰქონდა. სახლიდან საოცარი სიცარიელე ჩანდა, გეგონებოდა საუკუნეა აქ არავის უცხოვრიაო, ყველაფერზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული.
-" იქნებ ჩემოდანი მიმატანინოთ მანქანამდე" - მთხოვა ქალბატონმა
მეც გამოვართვი ჩემოდანი, ხელი მომკიდა მაგრად და ნელი ნაბიჯით გავეშურეთ ტაქსისკენ.
დანიშნულების მისამართი მითხრა და დაამატა : თუ შეიძლება, ქალაქის მეორე მხრიდან წამიყვანეთ ამ ადგილამდეო.
ვუთხარი, რომ გაცილებით მოკლე გზაც არსებობდა იქ მისასვლელად და დროსაც დაზოგავდა, მან კი ის რო არც კი შემოუხედავს მითხრა :
"იყოს, არსად მეჩქარება. უკანასკნელად მინდა ჩემთვის საყვარელი ადგილები ვინახულო, მე თავშესაფარში მივდივარ"
სიტყვა ვეღარ ვუთხარი და ნელი სვლით დავიწყეთ ქალაქის შემოვლა. მანახა ადგილები სადაც ოდესღაც უმუშავია, რესტორნები სადაც თვითონ მეუღლესთან ერთად ხშირად დადიოდა ... კარგა ხანი ვიარეთ და მოსაღამოვდა, მე თითქოს დაღლილობაც აღარ მქონდა ისე ვიყავი ამ ქალბატონით დაკავებული. მზის ჩასვლასაც ვუყუროთ და წავიდეთო - მთხოვა, დაეტყო დაიღალა.
ნელი სვლით წავედით თავშესაფრისკენ. გზად ორი ექთანი შემოგვეგება და ეტლი მოიტანეს,ქალბატონი ჩასვეს და წაყვანა დაუპირეს. მანამ ქალბატონმა შემომხედა და მკითხა : " რამდენი მმართებს თქვენიო"
-არც არაფერი ქალბატონო, დღეს თქვენ უფასოდ იმგზავრეთ-მეთქი ვუთხარი
-ხო მაგრამ თქვენ ხო მთელი დღე მუშაობთ იმისთვის რომ საარსებო მინიმუმი გამოიმუშავოთ?
-ნუ ღელავთ, მგზავრების მეტი რა იქნება, კვლავ ვიმუშავებ მეთქი ვუთხარი და თავი ვეღარ შევიკავე, დავიხარე და ძალიან მაგრად ჩავიკარი გულში.
"ჩემო კარგო, ბოლო ათწლეულის მანძილზე ერთ ყველასგან დავიწყებულ მოხუცს უბედნიერესი დღე აჩუქე, მადლობას გიხდი ყველაფრისთვის" - ეს იყო მისი ჩემდამი ნათქვამი ბოლო სიტყვები.
იქედან ძალიან დაბნეული წამოვედი, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი, სულ ეს მოხუცი მედგა თვალწინ. რა მოხდებოდა ვინმე სხვა მძღოლი რომ შეხვედროდა, უხეში რომელიც მას უხეშად მიიყვანდა მანქანამდე, ჩემოდანს ჩააგდებდა საბარგულში და ისე, რო არც კი გაითვალისწინებდა მოხუცის თხოვნას პირდაპირ თავშესაფრისკენ გამოაქანებდა? მას მერე სულ ამაზე ვფიქრობ და მიხარია, რომ გამოძახებაზე სწორედ მე წავედი და არა სხვა...
☆მადლიერებით ავივსე...
ყველა ღირსეულ ადამიანს უფლის შემწეობა ჰქონოდეს☆

■        ☆              ▪                 ☆ - 860970643107

Комментарии 9

55555 5555555
55555 5555555
im moxucis tanadgomisatvis ufalma sul bednier gzaze gataros
25 дек 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Gauqmebu Liaa
    Gauqmebu Liaa
    Am madls ufali ar dagikargavs.
    26 дек 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Gauqmebu Liaa
    Gauqmebu Liaa
    Kacad mashin xar saqebi tu es wesi wesad darge yovel dgesa shens tavs kitxo aba dges me vis ra varge.
    26 дек 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    sofoo Janelidze
    sofoo Janelidze
    Gaixaret
    26 дек 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    F F
    F F
    es aris adamianobis gamovlineba
    26 дек 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    ✞™ɱαришҡα✞™ ✞™
    ✞™ɱαришҡα✞™ ✞™
    Gmertma sul siketit gatarot
    26 дек 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    მადონა აბრამიშვილი
    მადონა აბრამიშვილი
    Ufali gfaravdet yvelgan da yoveltvis
    26 дек 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    დაგთმე იმიტომ😔 😔რომ ყველგან მეძებდე
    დაგთმე იმიტომ😔 😔რომ ყველგან მეძებდე
    dideba ufals da mis dzalas
    26 дек 2017
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Новые комментарии
    Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
    Следующая публикация
    Лучшие рецепты для мангала
    Ищите вдохновение в новом разделе
    Смотреть
    Свернуть поиск
    Сервисы VK
    MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
    Войти
    ჭრელი მანდილი

    ჭრელი მანდილი

    ЛентаТемы 78 382Фото 114 887Видео 2 687Участники 38 530
    • Подарки
    Левая колонка
    Всё 78 382
    Обсуждаемые

    Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

    Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.

    Зарегистрироваться