!!
არც სხვისგან აღებული მანერები მაქვს და არც ,,მოპარული, ღიმილი...
არასოდეს ამიგია სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება, პირიქით როცა დავინახე ჩემით შეიძლებოდა სხვას გული ტკენოდა იმ ადგილს იმ წამსვე გავეცალე..
მე ჩემი საკუთარი ხასიათი მაქვს.
უცნაური მაგრამ, ნამდვილი.თუკი ვიღიმი ესეც ზუსტად სულიდანაა სადაც ერთ დროს მიძინებულ პატარა გოგოს გაღვიძებაში მეხმარება.
არავის ვპარავ ცხოვრების არცერთ ეპიზოდს.
არც სხვისი გამოგონილი ცხოვრებით ვცხოვრობ,პირიქით, საკუთარ თავზე იმდენი მაქვს მოსაყოლი, თავისუფლად შემიძლია ადამიანი ცხოვრებისეულ ბილიკებზე ვატარო ჩემთან ერთად ისე არ დაიღალოს.
ჩემი სიცოცხლე ფერადია.
ხშირად შავ ვიცმევ , ეს ალბად ხასიათიდან გამომდინარე..
არ მიყვარსს ბრჭყვიალა ფერები, არც გადაფერადებული მაკიაჟით ვიწონებ თავს.
არ მინდა ჩემში ბავშვი ,, მოვკლა,, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს.
და რაც მთავარია!
სიცოცხლე მიყვარს.
მიუხედავად იმისა რომ სიკვდილი ბევრჯერ მინატრია , მაინც სიცოცხლე ვარჩიე.
მე ჩემით, ჩემი ცხოვრების სტილით,ხასიათით, ჩაცმის მანერით, ღიმილებით, სიცოცხლისადმი დიდი სიყვარულით!!
მივდივარ!!
მივდივარ!
და ბედნიერი ვარ რომ სხვისი წილი არც სიყვარული და არც ბედნიერება არ წამიღია ❤❤
მე ჩემი წილი სიყვარული და ბედნიერებაც მყოფნის საგზლად.
-მივდივარ!
მივდივარ და მეღიმილება ❤
მაგარი შეგრძნებაა როცა ზუსტად შენაირი ხარ, შენი ხასიასიათებით და მანერებით ❤
ირინა იოსებაშვილი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1