Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ტილოს სიმაღლე 68 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 81 სანტიმეტრია.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული სურათი წარმოადგენს მანტეანის შემოქმედების დამაგვირგვინებელ ქმნილებას.ტილოს დახატვის ზუსტი თარიღი უცნობია,თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ,რომ იგი დახატული უნდა იყოს 1466-დან 1500 წლამდე პერიოდში. სურათის სიუჟეტი აგებულია "ქრისტეს დატირების" მოტივებზე,რომელიც ერთობ ფართოდ იყო გავრცელებული რენესანსის ეპოქის სახვით ხელოვნებაში.უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ცხედარი დასვენებულია მარმარილოს ფილაზე,რომელსაც "ღვთის დაფად მოიხსენიებენ
საინტერესოა ის გარემოებაც,რომ მხატვარმა იესოს გამოსახულება,არა ჩვეულებრივი რაკურსით(პარალელურად) ,არამედ პერპენდიკულარულ-ჰორიზონტალური სახით წარმოგვიდგინა.რაც თავის მხრივ ერთობ იშვიათი მოვლენა გახლდათ ადრეული რენესანსის მხატვრობაში.ასეთი უცნაური ფორმით სხეულის გამოსახვა ,კი მართლაც რომ ორიგინალურ იერს აძლევს მხატვრის ტილოს.მიუხედავად ამისა ტილოზე კარგად ჩანს იესოს სახე და ჯვარზე გაკვრისგან მიღებული იარები.სურათის მარცხენა მხარეს გამოსახულნი არიან - მარიამ ღვთისმშობელი და იოანე მოციქული.გარდა ამისა,სურათზე არც თუ ისე ნათლად მოსჩანს ერთ-ერთი ფიგურის გამოსახულებაც.როგორც ვარაუდობენ,აღნიშნული გამოსახულება მარიამ მაგდალინელს ეკუთვნის,რასაც იესოს თავთან დადებული მირონით სავსე ჭურჭელიც მოწმობს.
შედევრი-ტილო - "მკვდარი ქრისტე" ანდრეა მანტეანის გარდაცვალების შემდეგ,მის სახელოსნოში იპოვეს და მანამდე მისი არსებობის შესახებ არ იცოდნენ.ამიტომაც უცნობია ტილოს შექნის დეტალები.ეს უდავოდ გამორჩეული ტილო ,იმ ტილოებიდან ,რომელზეც უფალი ჩვენი იესო ქრისტეა გამოსახული,დაცულია მილანში - "ბრეერის პინაკოთეკაში"

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
Martlac uishviatesia, suli amiforiaqa.
Gmadlob isida.