
(ექსპ.)
ხსოვნა თან დამაქვს
შენი ალერსის
ტკივილმა ასჯერ ჩამომიარა,
მე უშენობით სითბო მაკლია
სიკვდილს ვემდური ცრემლებს
კი არა!
ვერ ვეგუები დილას უშენოდ
ბაგე მიღიმის? გული მკვდარია
რამდენი წელი გადის უშენოდ
შენი სიმდიდრით გამიხარია.
იცი უშენოდ დღეც არ მახარებს,
ვიცი - უჩემოდ დარდით ივსები,
ერთ დღესაც ისევ შემეხმიანე
რომ ავამღეროთ ჩვენი ლექსები.
ისევ აუწყოთ ჩონგურს სიმები
მკლავი გავშალოთ, ვიცეკვოთ
ისევ...
შენ შემომხედავ ჩვეული ეშხით...
ჩაგიხუტებ და გაკოცებ მყისვე.
დალი დადუნაშვილი 2017წ.08.12


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев