
სახარებაში, ქრისტე სიტყვა წერია: რომ ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს სასწაულს... სასწაულთმაძიებლობა სულის მძიმე სნეულების, ხიბლის ნიშანია. ყველა "საყვირზე" და "დუდუკზე" თუ ასე "ავარდებით" - ეშმაკის ხაფანგშიც გაებმებით... და მამა რაფაელ კარელინის სიტყვით არა მხოლოდ ანტიქრისტეს ბეჭდის არ მიღება - არამედ ქრისტეს ბეჭდის მიღებაა საჭირო - რაც ქრისტესთან შეერთებული გულია, სიმდაბლე და სინანული - რასაც უნდა ეძებდეს ქრისტიანი... და თუ ადამიანი ქრისტესთან ერთობაშია, "სასწაული" როგორც ასეთი არ არსებობს მისთვის: რამეთუ სულიწმიდით გახსნილია ამ კაცისთვის ზეცა და მხოლოდ ხორცით იმყოფება წარმავალ წუთისოფელში, დღეს არის ხვალ არ იქნება... ასეთი კაცისთვის ამ წარმავალ სოფელში ყველაფერი ამაოა და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, დროზე დატოვოს ხრწნადი სხეული და შეურთდეს ანგელოზთა გალობას ზეციურ სასუფეველში... ასეთი სულიერი მდგომარეობა უნდა ეძებოს მორწმუნე ქრისტიანმა და არა საყვირი და დოლ-გარმონი!!! ღირს მამა გაბრიელი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 20