Предыдущая публикация
✠ღმერთმა დალოცოს✠სრულიად საქართველო✠. ✠ამინ Грузия

✠ღმერთმა დალოცოს✠სრულიად საქართველო✠. ✠ამინ Грузия

9 апр 2016

ე ს ბ ო ლ ო მ დ ე უ ნ დ ა წ ა ი კ ი თ ხ ო !

- ნათქვამია, ქვეყნად ტკივილი რომ არ იყოს, ადამიანი, ალბათ, ენასაც არ ამოიდგამდაო; რომ ბედნიერებაც და უბედურებაც ერთნაირად საჭიროა და ერთ–ერთის არ არსებობის შემთხვევაში, მეორეც არ იქნებოდაო. ალბათ ასეც არის… ყველა რომ გახარებული იყოს, ყველას რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, მაშინ ხომ ფასი აღარ ექნებოდა ბედნიერებას, თვითონ ამ სიტყვის ცნებაც აღარ იარსებებდა. ახლა კი, ტკივილი რომ არსებობს, ტანჯვა რომ არსებობს, იმიტომ ჰქვია ბედნიერებას ბედნიერება, იმიტომ მიისწრაფის მთელი ცხოვრება ადამიანი მის მოსაპოვებლად. ზოგი პოულობს მას, ზოგსაც ჰგონია რომ იპოვა, მაგრამ მერე ხვდება, რომ ბედნიერება მხოლოდ მის ილუზიებში არსებობდა; ზოგიც მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ამაოდ. ეს იმიტომ, რომ, ხშირად, იქ არ ვეძებთ ხოლმე მას, სადაც საჭიროა. ბედნიერება ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, ადამიანის სულის ნეტარებაა, ამიტომ გარეთ ამაოდ ვეძებთ. მართალია მას გარე ფაქტორებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ, მაგრამ მაინც სულიდან და გულიდან, ჩვენი შინაგანი სამყაროდან მოდის. რამდენი ბრძნული გამონათქვამიც არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ბედნიერი ცხოვრების ერთ, საერთო, უნივერსალურ „რეცეპტს“ მაინც ვერ მიაგნებს; იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისი ხედვით, ცხოვრებით და აზროვნებით; კარგი იქნებოდა ყველა ადამიანი ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ამქვეყნიური ცხოვრების “კანონებს”; რომ არ იყვნენ უბედურნი, არ იქნებოდნენ ბედნიერნი. როგორც წესი, ერთი ადამიანის წარმატება, მეორეს წარუმატებლობის ფონია. ასეთი „უსამართლოა“ წუთისოფელი და ვინ რომელ მხარეს აღმოჩნდება, როდის და როგორ, ეს არავინ იცის.. რამდენი ტკივილი და სევდა ტრალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგის გული კი ისეთი გაყინულია, რომ მცხუნვარე მზის სითბოსაც ვერ გრძნობს. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და ბედნიერებას ჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს, ცრემლების წვიმის ნაცრისფერი ღრუბელი ფარავს იმ მზეს, სხვას იმ წუთას რომ გულს უთბობს. არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე მისთვის, რა „საჩუქარს“ უმზადებს მომავალი. დღეს ღამე ცვლის, სიხარულს – მწუხარება, ცრემლს – ღიმილი.. და პირიქით. ერთი მეორის მსაზღვრელია. ამიტომ არის ერთნაირად საჭირო ორივეს არსებობა. იმედია მხოლოდ ჩვენი ერთგული მეგობარი, რომელიც სიბნელეშიც არ გვტოვებს მარტო; მეგობარი, რომელიც ჩვენთან ერთად კვდება ბოლოს. „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ასეთია ჩვენი ცხოვრება. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, ტანჯვის მერე მოულოდნელი სიხარული და – პირიქით; ეს აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: ”გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო” და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი ამაღლება და დაცემა – აი ჩვენი ცხოვრების რეალური სახე. ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, აზრს დაკარგავდა ჩვენი სიცოცხლე, მაშინ, ალბათ, ადამიანებიც აღარ ვიქნებოდით.. სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ამიტომ, დღეს შენ თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის; იმიტომ, რომ ზუსტად ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან… შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება.. და თუ შენ ხარ ერთ–ერთი ის ადამიანი, ვინც ახლა გულისტკივილს განიცდის რაღაცის გამო და დროებით სიბნელეში აღმოჩენილა, არ შეშინდე – ბნელს ყოველთვის ნათელი ცვლის, “ჯვარცმას” – “აღდგომა”, ცრემლს – ღიმილი.. უფლის წყალობით, მალე გათენდება!

ე ს  ბ ო ლ ო მ დ ე  უ ნ დ ა  წ ა ი კ ი თ ხ ო ! - 833878183896

Комментарии 11

KLARA MAISURADZE
KLARA MAISURADZE
ra vkna mgonia amic avtorc kargad viznob👍 👍 👍
9 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    0000 0000
    0000 0000
    👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍
    9 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    kato kobaxidze
    kato kobaxidze
    👍 👍 👍 👍 👍
    9 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    iosifანელი mamrikishvili
    iosifანელი mamrikishvili
    👍👍👍👏🌹💐❤🍸⭐⭐⭐
    9 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    ლა შა
    ლა შა
    (Y)(Y)(Y)(Y)
    9 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    《♡♡♡♡♡♡》 《♡♡♡♡♡♡》
    《♡♡♡♡♡♡》 《♡♡♡♡♡♡》
    Madlobia ufals da dideba.
    9 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    ნინუცა ონიანი
    ნინუცა ონიანი
    არც უბედურება, არც ტანჯვა,არც დაცემა არ შემაშინებს,რადგან უდიდესი რწმენა და იმედი მაქვს მხოლოდ და მხოლოდ უფლის,სწორედ ეს მშველის მარადჟამს,დიდება შენდა ღმერთო ჩვენო!!!
    9 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    nato chumburidze
    nato chumburidze
    Didia Ufali. Dailoca misi gangeba.
    10 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    aza babucidze
    aza babucidze
    Dailoc upalo şeni dzala da gangeba sen difare yvela
    10 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    aza babucidze
    aza babucidze
    Amin
    10 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Eka Abramishvili
    Eka Abramishvili
    amin
    10 апр 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Новые комментарии
    Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
    Следующая публикация
    Свернуть поиск
    Сервисы VK
    MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
    Войти
    ✠ღმერთმა დალოცოს✠სრულიად საქართველო✠. ✠ამინ Грузия

    ✠ღმერთმა დალოცოს✠სრულიად საქართველო✠. ✠ამინ Грузия

    ЛентаТемы 4 484Фото 8 060Видео 175Участники 27 182
    • Подарки
    Левая колонка
    Всё 4 484
    Обсуждаемые

    Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

    Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.

    Зарегистрироваться