Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ჟამი არს ახლო, უფალი უკვე მარჯვნივ და მარცხნივ აყენებს თავის შვილებს.
როდის მოხდება მეორედ მოსვლა, არავინ იცის, მაგრამ როგორც საღვთო წერილი გვაუწყებს, ის მაშინ იქნება, როცა ადამიანი სულიერად ისე დაეცემა, რომ გაქრება სიყვარული თვით უახლოესთა შორისაც კი და სარწმუნოება დაიკარგება. მაგრამ ნაწინასწარმეტყველებია, რომ საქართველო, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება. საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა - მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილება და სხვა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები იმის თაობაზე, რომ მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯება. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისთვის, რომ საქართველო თვით უკანასკნელ ჟამსაც კი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს.
პატრიარქი ილია მეორე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 36