Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
6,5). კარგად თქვა ”თანანერგნი”, რადგან მას შემდეგ, რაც აქ დაინერგა ვენახი ჭეშმარიტი (შდრ. ინ. 15,1-8), ჩვენც სიკვდილის ნათლისღებისეული ზიარებით მისი ”თანანერგნი” გავხდით. მთელი ყურადღებით მიაპყარი გონება მოციქულის სიტყვებს. არ უთქვამს, რომ ”თანანერგნი გავხდით სიკვდილისა”, არამედ ”სიკვდილის მსგავსებისა”. რადგან ნამდვილად მოიწია ქრისტეზე ჭეშმარიტი სიკვდილი, განიყო ხორცისგან სული, ჭეშმარიტი იყო დაფლვა, სპეტაკი სახვევლით (შდრ. მათ. 27,59) წარიგრაგნა მისი წმინდა სხეული და ყოველივე ჭეშმარიტად გადახდა მას, ჩვენზე კი მსგავსება მოიწია ვნებებისა და სიკვდილისა, მაგრამ, ამასთან, არა მსგავსება, არამედ ჭეშმარიტება გამოხსნისა.
წმიდა კირილე იერუსალიმელი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3