
მეძახდა ვიღაც,
ვერ მივხვდი უცებ- ხმა იყო ვისი,
ნათლად მოჩანდა შარაზე თიხა
და წვიმდა როგორც აპრილში იცის.
ვიფიქრე, იქნებ დღეს დაბრუნდები,
მერცხლის ბუდეს რომ გინახავ ჭერთან.
ქარს კოკებივით მძიმე ღრუბლები
თებრონესავით მოჰქონდა ჩემთან.
იქნებ აპრილის მოგყვეს ქარები,
ან ჩუმად მოსვლა ირჩიო უფრო.
მე დაგიტოვე ღია კარები
და წამოვედი წვიმაში უხმოდ.
თამაზ ჭილაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев