Предыдущая публикация
საოჯახო მედიცინა ანისგან

საოჯახო მედიცინა ანისგან

2 мар 2017

ხახვი

ეს ბოსტნეული უძველესი დროიდან თითქმის ყველა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში ლამის პანაცეად მიიჩნეოდა.ხახვის სარგებლიანობახახვს, მისი შემადგენელი ფიტონციდების წყალობით ბაქტერიციდული თვისებები აქვს და ორგანიზმს დაავადებათა მიკრობების სეზონური შეტევებისგან იცავს. ეს რკინით მდიდარი პროდუქტი ანემიის პროფილაქტიკისთვის საიმედო საშუალებაა. ხახვში ბევრია კალიუმი, ასკორბინის მჟავა და ასევე სხვა ვიტამინები და მინერალები. ახლახანს მეცნიერებმა ხახვში აღმოაჩინეს უნიკალური ნივთიერება კვერცეტინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო აქტივობით ხასიათდება. ასევე აღმოჩნდა, რომ მწარე ხახვში გაცილებით მეტი ბუნებრივი შაქარია, ვიდრე ტკბილ ვაშლსა და მსხალში – დაახლოებით 14%.ვიტამინები ხახვშიხახვი შეიცავს A, B და C ჯგუფის ვიტამინებს, ეთერზეთებს, ასევე კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ფტორს, გოგირდს (სწორედ ამ ნივთიერების გამო აქვს ხახვს მკვეთრი სუნი) და ფლავონოიდებს.თავიანი ხახვის სარგებლიანობათავიანი ხახვის წვენი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ადამიანს გაციებისგან და ინფექციური დაავადებებისგან იცავს. ხახვი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და საკვების მონელების პროცესის სტიმულირებასაც ახდენს. ამ პროდუქტს იყენებენ ჰიპერტონიის, ზოგადი სისუსტის დროს, პოტენციის გასაძლიერებლად, ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად და ასევე გასტრიტის, ჰემოროისა და დიაბეტის დროს.თავიანი ხახვის წვენი გამოიყენება რევმატიზმის, უძილობის, ნევრასთენიის სამკურნალოდ. ცოცხალი ხახვის „ფაფა“ კარგია გრიპის, დერმატიტის, თმის ცვენის, მაზოლებისა და მეჭეჭების სამკურნალოდ და სხვათა შორის, კოღოს ნაკბენის წინააღმდეგაც.თავიანი ხახვი გამოიყენება კოსმეტიკაშიც – ამ პროდუქტის საფუძველზე დამზადებული ნიღბები კანს კარგად წმენდს და არბილებს.მწვანე ხახვის სარგებლიანობამწვანე ხახვის ფოთლებში გაცილებით მეტი ვიტამინია, ვიდრე თავად ბოლქვში. მწვანე ხახვი არაჩვეულებრივი საშუალებაა ვიტამინების მარაგის შესავსებად, განსაკუთრებით გაზაფხულის ავიტამინოზის დროს. 100 გრამი მწვანე ხახვი უფროსი ადამიანისთვის C ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. მწვანე ხახვის ფურცლებში შედის ასევე კაროტინი და B ჯგუფის ვიტამინები. ხახვის ფოჩებში არის ასევე ქლოროფილი, რაც სისხლის რეპროდუქციას უწყობს ხელს. ახალი მწვანე ხახვი ზრდის მადას და ნებისმიერ კერძს დამატებით მომხიბლავობას მატებს.ასევე უნდა იცოდეთ, რომ მწვანე ხახვი დიდხანს არ ინახება, გარდა დაჭკნობისა, პროდუქტი სასარგებლო თვისებებსაც კარგავს.

ხახვი - 852228847678

Нет комментариев

Новые комментарии
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
Следующая публикация
Свернуть поиск
Сервисы VK
MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
Войти
საოჯახო მედიცინა ანისგან

საოჯახო მედიცინა ანისგან

ЛентаТемы 14Фото 9Видео Участники 45
  • Подарки
Левая колонка
Всё 14

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.

Зарегистрироваться