Предыдущая публикация
ქუთაისი  და  ქუთაისელებიgoderdzi losaberidze

ქუთაისი და ქუთაისელები

24 мар 2015предложил 
goderdzi losaberidze

ქუთაისი

ქუთაისი იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრია. მას ჩრდილოეთით აკრავს სამგურალის ქედის სამხრეთ დაბოლოების კალთები და რიონსა და წყალწითელას შორის აღმართული მაღლობები, აღმოსავლეთით - წყალწითელა და სამხრეთ-დასავლეთით კოლხეთის დაბლობი. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ვაკე რელიეფზეა გაშენებული. ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კი გორაკ-ბორცვიანია. ვაკე დაბლობზე მოქცეულია უბნები: ქალაქის ცენტრალური ნაწილი და ბალახვანი, ხოლო გორაკ-ბორცვებზე გოჭოურას, არქიელისა და ჭახათას მიდამოები. ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს და ბალახვანს უჭირავს რიონის მარცხენა ნაპირის პირველი ტერასა, ხოლო მის აღმოსავლეთით მეორე ტერასაზე გაშენებულია საღორია და საფიჩხია. ქუთაისსა და სოფელ მოწამეთას შორის ბდებარეობს გოდორას მწვერვალი, რომლის კალთები ციცაბოდ ეშვება სამხრეთ-დასავლეთით, რიონის მხარეს, ხოლო სამხრეთით იგი უფრო ზომიერია. ქუთაისს ჩამოუდის მდინარე რიონი, რომლის სიგრძე 327 კმ-ია. ის სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ-ზე. და ერთვის შავ ზღვას ფოთთან. რიონი საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარეა, რომელიც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება. მისი მარჯვენა შენაკადებია: საკაურა, ლუხუნი, რიცეულა, ლაჯანური, გუბისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური, ცივი. ხოლო მისი მარცხენა შენაკადებია: ჭანჭახი, ღარულა, ჯეჯორა, ლეხიდარი, ყვირილა, ხანისწყალი, სულორი, ყუმური და ხევისწყალი. ქალაქის ფარგლებში რიონს მარჯვენა მხრიდან, ჭომასა და უქიმერიონის ძველი ციხე-სიმაგრის საზღვარზე უერთდება ერთი პატარა მდინარე რუა, რომელიც სათავეს იღებს სათაფლიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე და მისი სიგრძე არ აღემატება 4 კმ-ს. სათაფლიის მთის კალთებზე კარსტული წყლები ასევე სათავეს აძლევს პატარა მდინარეს ოღასყურეს, რომელიც ცხენისწყალს უერთდება (ვ. ჯაოშვილი-ქუთაისი. 1989). ექვსი ხიდი აკავშირებს ქალაქის ერთ მხარეს მეორესთან. ესენია: ჯაჭვის, წითელი, რუსთაველის, თეთრი, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის.

ქუთაისი - 771507757336
ქუთაისი - 771507757080

Нет комментариев

Новые комментарии
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
Следующая публикация
Лучшие рецепты для мангала
Ищите вдохновение в новом разделе
Смотреть
Свернуть поиск
Сервисы VK
MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
Войти
ქუთაისი  და  ქუთაისელები

ქუთაისი და ქუთაისელები

ЛентаТемы 6Фото 61Видео Участники 9
  • Подарки
Левая колонка
Всё 6

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.

Зарегистрироваться