Предыдущая публикация
GvIyVaRdEs ErTmAnEtiucnobi biwi

GvIyVaRdEs ErTmAnEti

31 мар 2015предложил 
ucnobi biwi

2 წლის წინ, ექიმის კაბინეტში გაჩერებული ცხოვრება

28.02.2015
აივ-ინფიცირებული საცოლეს ეძებს
თხოვნით მინდა მივმართო ყველას: დამიმეგობრდით. არა აქვს ამას მნიშვნელობა, გიცნობთ თუ არა.
"ყველა თქვენგანის დახმარება მჭირდება. მერე ნელ-ნელა მიხვდებით, თუ რატომ ვითხოვ ამას", - ასეთი სტატუსი აქვს "ფეისბუკზე" ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც უცნობი ბიჭის ნიკითაა დარეგისტირებული. მან ჩვენთან დაკავშირებაც სოციალური ქსელით მოახერხა და დახმარება გვთხოვა... ჩვენი რეპონდენტი აივ-ინფიცირებულია და ამის გამო ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ პრობლემას აწყდება.
"ასე საჯაროდ იმიტომ ვწერ, რომ მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რა დამემართა და საყვარელმა ადამიანმა რისთვის მიმატოვა. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ ცოტა გულთბილები გახდნენ და აივ-ინფიცირებულებზე ინფორმაციას კარგად გაეცნონ. შორს აღარ წავალ და მოგიყვებით ჩემს ცხოვრებაზე: დედას გეფიცებით და უფლის წინაშე სიტყვას ვიძლევი, რომ არც ერთი სიტყვა მონაგონი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეა და ძალიან მჭირდება თქვენი მოსაზრება დააფიქსიროთ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამით დამეხმარებით... მოკლედ, ყველაფერი ასე დაიწყო: ისევ თენდება და ღამდება, ისევ მოდის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ავდარს დარი მოსდევს და მზეც ანათებს... თუმცა, 2 წელია, ჩემთვის ყველაფერი ნაცრისფერია... განაჩენი - აივ-ინფექცია... 2 წლის წინ, ექიმის კაბინეტში გაჩერდა ცხოვრება და ყველაფერმა აზრი დაკარგა. საბედისწერო აღმოჩნდა კბილის ექიმთან ვიზიტი, რამაც ჩემი ყოფა უფერული გახადა და ჯოჯოხეთად აქცია... ვმკურნალობ და რისთვის? რა აზრი აქვს ცხოვრებას, როდესაც არავის ვუნდივარ და ვენდომები? როცა საცოლემ ჩემი მდგომარეობის შესახებ გაიგო, წერტილი დაუსვა ყველაფერს. მაშინ კიდევ ერთხელ მოვკვდი... ვცადე, სხვა გოგონასთვის მიმეძღვნა ცხოვრება, თუმცა, მისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი აივ-სტატუსი და ისიც დამშორდა... ეჰ, უბედურს ქვა აღმართში მიეწიაო, - ნათქვამია. ბავშვობა სოფელში, სიღატაკეში გავატარე, სკოლის ბანკეტზეც ვერ წავედი, ჩასაცმელ-დასახური რომ არაფერი გამაჩნდა... ცხოვრებაში მიზანი გამიჩნდა - დამეძლია სიღარიბე. ვშრომობდი და ოჯახიც დავაყენე ფეხზე. ვიფიქრე, ამოვისუნთქე და ცოლსაც მოვიყვან-მეთქი, მაგრამ... მოხდა ის, რამაც ცხოვრება გააუფერულა და გამაუბედურა... ნუთუ, აივ-ინფექცია ისეთი განაჩენია, რომ ყველასგან გარიყული უნდა დავრჩე?.. ჩემი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ყოფილმა შეყვარებულმა და ყოფილმა საცოლემ იციან. ვერ დავუმალავდი და ვერ მოვატყუებდი მათ, მაგრამ მიმატოვეს და მიმაგდეს... ვნატრობ, ისეთ გოგოს შემახვედროს უფალმა, რომელიც გამიგებს და მარტოობის განაჩენს არ გამომიტანს... ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ... საშველი ნეტავ, არსებობს?" - ეს პოსტიც მის "ფეისბუკ"-გვერდზე დევს.
ამის შემდეგომ ჩემი უცნობი რესპონდენტი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:
"მას მერე, რაც აქ დავწერე ჩემ შესახებ, რომ ვარ აივ-დადებითი, ბევრმა გამლანძღა და შეურაცხყოფა მომაყენა, მაგრამ ერთს გეტყვით: მე რაც გადავიტანე და რაც დამემართა, ამისგან არავინაა დაზღვეული. შემდგომში შენ რა დაგემართება, არ იცი! ის კი ვიცი, რომ ამ შეურაცხყოფით ვერაფერს დამაკლებთ და ნურც სინანულს გამოხატავთ ჩემ მიმართ, რადგან თქვენზე ჯანმრთელი ვარ, სულიერად თუ - ისე".
კიდევ რამდენიმე პოსტი და შემდეგ, ჩვენს მოკლე მიმოწერას გაგაცნობთ და მისი ჩვენთან დაკავშირების მიზანსაც გეტყვით.
"რა ცუდად ვგრძნობ თავს, ამ ახალ წელს მარტო რომ შევხვდი. რა ბედნიერები ხართ, ნეტავ, იცოდეთ, ოჯახი რომ გყავთ. ამას არავინ აფასებს, არადა, დიდად დასაფასებელია. სხვები ნატრობენ, რომ ოჯახი ჰყავდეთ და ტკბილად გაატარონ ეს წუთისოფელი... მე ვნატრობ ამ ბედნიერებას".
"ყველაზე ძალიან იცით, რაზე ვოცნებობ? მინდა, მყავდეს ოჯახი, მას სიწმინდეს ვადარებ... ნატვრაა ჩემი, რომ მყავდეს თბილი და კარგი მეუღლე, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ ჩემი სტატუსიდან გამომდინარე. ჩემს თავს ხანდახან კითხვასაც ვუსვამ: ნეტავ, ვეღირსები ოჯახს ოდესმე? მე მაქვს იმედი, რომ აუცილებლად დამეხმარება უფალი და მეც ვიქნები ბედნიერი..."
უცნობი ბიჭი:
- გამარჯობა.
- გამარჯობა.
- შეგიძლიათ საუბარი?
- დიახ. რამდენი წლის ხართ?
- 29-ის გახლავართ.
- სად ცხოვრობთ?
- კახეთში.
- რამდენი წელია, რაც აღმოაჩინეთ, რომ ინფიცირებული ხართ?
- მესამე წელია...
- ეს როგორ გაიგეთ?
- სისხლის ჩაბარება მინდოდა და ანალიზი რომ ამიღეს, იქ მითხრეს, - დაინფიცირებული ხარო. 100%-ით ვიცი, რომ სტომატოლოგთან ყოფნის შემდეგ დავინფიცირდი. ამის შესახებ შელამაზებულადაც კი მაქვს დაწერილი და თუ გადაავლებთ თვალს ჩემს პოსტებს, კარგი იქნება.
- წამლის მომხმარებელი არ იყავით?
- წამლის? რას ამბობთ, არანაირად, რადგან ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობდი და ეს გამორიცხეთ!
- ვინ იცის თქვენი საწუხარის შესახებ? ამას გარშემო მყოფებს უმალავთ?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი სახის გამოჩენა რომ მდომოდა, აქ უამრავ ფოტოს დავყრიდი და გავასაჯაროებდი. ჩემს პოსტებს რომ წაიკითხავთ, ყველაფერს მიხვდებით.
- ნუ გწყინთ, არ მითქვამს საწყენად და არც მიფიქრია, რომ ვინაობა მეკითხა. უბრალოდ, დავინტერესდი, ოჯახის წევრებს თუ უთხარით ან მეგობრებს თუ გაუზიარეთ დარდი... ჟურნალისტი ვარ და მაქვს კითხვები. თუ არ გსურთ პასუხს გაცემა, უბრალოდ, მითხარით...
- მინდა, რომ დამეხმაროთ... პოსტებს რომ წაიკითხავთ, ჩემს სადარდებელსა და სატკივარს გაიგებთ... ჩემ შესახებ ოჯახში არავინ იცის და ასე, ყველა დარდს გულში ვიკლავ.
- მკურნალობის კურსს გადიხართ?
- რამდენიმე მეგობარმა იცის და ამის შესახებ... დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, რომ არა იზა ბოდოკია. რომ ვმკურნალობ, ესეც მისი დამსახურებაა.
- როცა დამიკავშირდით, მითხარით, რომ დახმარება გჭირდებათ. რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
- მინდა, ჩემ შესახებ ჟურნალში დაბეჭდოთ და თუ ვინმეს ჩემნაირ ადამიანთან ოჯახის შექმნის სურვილი ექნება, გამომეხმაუროს. თქვენ ამით დამეხმარებით, მე მეტი ტკივილი არა მაქვს.
- რომ დაქორწინდეთ, რა საფრთხის შემცველი იქნება თქვენთან თანაცხოვრება?
- მარი, მერწმუნე, ასეთ წყვილებს ჯანმრთელი შვილები ჰყავთ. თუ გინდათ, გადაამოწმეთ... ასეთი ბევრი შემთხვევაა.
იზა ბოდოკია, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორი:
- ინფიცირებულ წყვილს შესაძლოა, სრულიად ჯანმრთელი შვილები გაუჩნდეს. ჩვენ უკვე 40 ბავშვი გვყავს, რომელთა მშობლებიც დაინფიცირებულები არიან. რა თქმა უნდა, ამის 100%-იან გარანტიას ვერავინ მისცემს, მაგრამ მთავარია, რომ ორსული დროულად მოვიდეს ჩვენთან და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს ფეხმძიმობის პერიოდში.
- თუ ჯანმრთელმა გოგონამ გამოთქვა უცნობ ბიჭთან დაკონტაქტების სურვილი, ელის თუ არა მას დაინფიცირების საფრთხე?
- რა თქმა უნდა, ამის ალბათობა არსებობს.
- და თუ დაინფიცირებული არ გაამხელს დაავადების შესახებ და ისე დაოჯახდება?
- ეს იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ამ საკითხს კანონი არეგულირებს. აივ-სტატუსის მქონე ყველა ადამიანი ვალდებულია, მუდმივ პარტნიორს ან მომავალ მეუღლეს გაუმხილოს დაავადების შესახებ. ჩვენ საამისოდ 2 კვირას ვაძლევთ ხოლმე. თუ ვერ გაბედავს, თავად უთხრას, საქმეში ჩვენ ვერთვებით.
ჩვენი რესპონდენტის მიერ გაკეთებული წარწერა სურათზე, სადაც საქორწილო ბეჭდებია გამოსახული:
"მეც მინდა, ასეთი სასიყვარულო ბეჭედი მქონდეს და ეჰ..."
ჩვენი რესპონდენტის მიერ გაკეთებული წარწერა სურათზე, სადაც ჩვილი ბავშვია გამოსახული:
"ძალიან საყვარელი ბავშვია, აი, ამაზე ვოცნებობ... ოცნება ოცნებად რჩება".

2 წლის წინ, ექიმის კაბინეტში გაჩერებული ცხოვრება  - 771722826321
მიხვდებით თუ რისი თქმა მინდა და მსურველებმა დამიმეგობრდით ფაცებუკზე როგორცაა მინიშნებული ისე ფოტოც იგივეა მიყენია როგორც აქ და მთავარი სათქმელი ისაა რომ ამ სტატუსის გამო რომელიცაა აივ იმფექცია ყველა შორს დგა და მინდა მეტი იმფორმაცია გაიგოთ და ეს არაა საშიში და მინდა და ვოცნებობ რომ ჩემს ცხოვრებაში მყავდეს ისეთი ადამიანი ვინც ამ სტერეოტიპს დავამშხვრევთ მადლობა რომ წაიკითხეთ ბოლომდენ

Нет комментариев

Новые комментарии
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
Следующая публикация
Свернуть поиск
Сервисы VK
MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
Войти
GvIyVaRdEs ErTmAnEti

GvIyVaRdEs ErTmAnEti

ЛентаТемы 260Фото 1 247Видео Участники 2 025
  • Подарки
Левая колонка
Всё 260

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.

Зарегистрироваться