Предыдущая публикация
♡აქ სიყვარულია♡✠ მარი ამი✠

♡აქ სიყვარულია♡

26 фев 2016предложила 
✠ მარი ამი✠

უგემრიელესი "ტორტი პრაღა"

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო. ალბათ თქვენს უმეტესობას სმენია სახელგანთქმული ტორტის "პრაღის" შესახებ. ტორტი შეიქმნა მოსკოვის ცნობილი რესტორნის-"პრაღა" კონდიტერების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წლებში და მოსკოვში ითვლებოდა უპოპულარეს დესერტად. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ტორტის რეცეპტმაც გარკვეული სახეცვლილება განიცადა. მაგრამ პრინციპი ერთი და იგივე დარჩა. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ამ ტორტის კლასიკური ვარიანტის რეცეპტი. შევეცდეები დაწვრილებით აგიხსნათ მისი მომზადების თანმიმდევრობა ისე, რომ ახალბედა დიასახლისებსაც გაუიოლდეთ ტორტის გამოცხობა. მაშ ასე, აიფარეთ წინსაფრები, მოიმზადეთ ინგრედიენტები და შევუდგეთ საქმეს.
მასალა ბისკვიტისათვის:
უ/ხ ფქვილი- 1, 5 ჩაის ჭიქა
კვერცხი დიდი ზომის-2 ცალი
შაქრის ფხვნილი- ნახევარი ჩაის ჭიქა
არაჟანი- 100 გრამი
შესქელებული რძე - ნახევარი ქილა(200 გრამი)
კაკაო შავი ფერის -4 სუფრის კოვზი
გამაფხვიერებელი- ნახევარი ჩაის კოვზი
მასალა კრემისათვის:
კარაქი- 200 გრამი
შესქელებული რძე-1 ქილა
კაკაო-4 სუფრის კოვზი
კვერცხის გული- 4 ცალი
მასალა შოკოლადის ჭიქურისათვის:
კარაქი- 50 გრამი
შაქარი- 40 გრამი
კაკაო- 3 სუფრის კოვზი
რძე- 2-3 სუფრის კოვზი
მომზადება:
მოვათავსოთ თასაში კვერცხები და შაქარი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ კარგად არ გათეთრდება გოგლიმოგლი და მოცულობაში ორჯერ არ მოიმატებს. შემდეგ დავამატოთ არაჟანი და გავაგრძელოთ თქვეფა, ოღონდ დაბალი სიჩქარით. დავასხათ შესქელებული რძე, ერთხელ ავურიოთ მიქსერით და გავაჩეროთ. პატარა თასზე დავყაროთ ფქვილი, დავამატოთ კაკაო და გამაფხვიერებელი, ავურიოთ კარგად და და ეს მასა ნელ -ნელი მორევით შევურიოთ ბისკვიტს ხის კოვზით ან სპეციალური სილიკონის სარევით.ცომი უნდა გამოვიდეს არაჟნის სისქის. ცომი გავყოთ სამ ტოლ ნაწილად და ცალკ-ცალკე გამოვაცხოთ ცხიმწასმულ პერგამენტიან ყალიბში( დაახლოებით 20 სმ დიამეტრის). ვაცხობთ 170 გრადუსზე დაახლოებით 10-15 წუთი.
კარგად გავაციოთ ფენები.
კრემისათვის ავიღოთ კარაქი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე. შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული, შესქელებული რძე და კაკაო. ჩვენი კრემი მზადაა.
წავუსვათ კრემი სამივე ბისკვიტს და გარედანაც ლამაზად შემოვლესოთ კრემით, დავდგათ ტორტი მაცივარში ერთი საათით.
ჭიქურისათვის საჭირო ინგრედიენტები მოვათავსოთ სქელძირიან პატარა ქვაბში და ინტენსიური მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, გამოვდგათ ცეცხლიდან და ოდნავ გავაგრილოთ. გადავასხათ თავზე კარგად გაციებულ ტორტს.
ტორტის გასალამაზებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ გახეხილი შოკოლადი, დაჭრილი ნიგოზი, შოკოლადის ფიგურები და სხვა. ეგ უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
იმედია ლამაზი და რაც მთავარია, გემრიელი ნუგბარი გამოგივიდათ და სასიამოვნოდ გააოცებთ ოჯახის წევრებს და სტუმრებს. ბედნიერ დღეს გისურვებთ..

უგემრიელესი "ტორტი პრაღა" - 816049280694
უგემრიელესი "ტორტი პრაღა" - 816049292470
უგემრიელესი "ტორტი პრაღა" - 816049321654
უგემრიელესი "ტორტი პრაღა" - 816049327798
უგემრიელესი "ტორტი პრაღა" - 816049334198
#♡მარიამი♡ჯაბა♡

Комментарии 17

shemogrialda shemogrialda
shemogrialda shemogrialda
👍
26 фев 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    ✠ მარი ამი✠
    ✠ მარი ამი✠
    ☺
    26 фев 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Mzia Xucishvili
    Mzia Xucishvili
    Magaria
    26 фев 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    nana damenia
    nana damenia
    (Y)
    26 фев 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    qeti tabagari
    qeti tabagari
    ugemrielesi iqneba
    26 фев 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    juli miqadze
    juli miqadze
    praga zalian gemrieli tortia, xshirad vamzadeb.👍 👍 👍
    26 фев 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    ✠ მარი ამი✠
    ✠ მარი ამი✠
    ☺😘
    26 фев 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    manana antia
    manana antia
    🍩 мм
    27 фев 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    salome beridze
    salome beridze
    magar. rortia
    27 фев 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    †ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
    †ᘛᘜஞაბა რպსთაველჲᘝᘞ†
    ответил ✠ მარი
    :-$ (lo) ❤❤❤
    1 мар 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    gurami iana
    gurami iana
    👍👍
    10 мар 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    💕 Natia 💕
    💕 Natia 💕
    👍👍👍👍👍👍👍👍
    20 мар 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    mzeqala miqava-toloraia
    mzeqala miqava-toloraia
    👍 (lo) ;-) 👍 👍 👍 👍
    17 июн 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    cira lipartia
    cira lipartia
    👍
    19 июн 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Gauqmada Gauqmda
    Gauqmada Gauqmda
    :-):-):-):-)
    1 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Gauqmada Gauqmda
    Gauqmada Gauqmda
    👍👍👍
    1 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    ♛ ანუკი ♛
    ♛ ანუკი ♛
    Gamocxobas vapireb warmqtebebi misurvet :-)
    22 дек 2016
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Новые комментарии
    Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
    Следующая публикация
    Свернуть поиск
    Сервисы VK
    MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
    Войти
    ♡აქ სიყვარულია♡

    ♡აქ სიყვარულია♡

    ЛентаТемы 2 290Фото 30 907Видео 173Участники 29 344
    • Подарки
    Левая колонка
    Всё 2 290
    Обсуждаемые

    Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

    Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.

    Зарегистрироваться