Свернуть поиск
Правая колонка
13-03-2014, 00:34. ავტორი: maskaradi ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ სააბაზანოს კართან ანიმ ამიტეხა ბრახუნი მალე გამოდი საათი გახდება მალე რაც მანდ ხარო.
ერთ საათში მაღაზიებში დავდიოდით როდესაც მარის ძმით დავინტერესდი რომელმაც ჩემი დაბადების დღე და გალამაზება დააფინანსა,მარი არ მეუბნებოდა მაგრამ ალბათ გონია ეხლა იმას რომ მე მარის ვიყენებ რომ ყველაფერი მას გადაეხადა.
-მარი შენი ძმა რას საქმიანობს?
-ირაკლიი?მამაჩემის კომპანიაში მუშაობს,ჯერ მეოთხე კურსზეა საოჯახო საქმე ბისნეს სწავლობს.მეორე კურსი რომ დახურა მამაჩემა ფაქტიურად აიძულა რომ კომპანიაში დაეწყო მუშაობა,არადა ორივეს ძალიან გვძულს ეს საქმე,მაგრამ მეტი გზა არ იყო,მამა მთელი დღეები იმას ჩასჩიჩინებდა რომ კომპანიას ის უნდა ჩასდგომოდა მომავალში სათავეში და სანამ ჯერ კიდევ მე შემიძლია რომ კარგად გასწავლო და აგიხსნა დაიწყე მუშაობაო.იმასაც მოსწყინდა მამის ყოველდღიური ლექციები და დასთანხმდა.
ეხლა უკვე მამა და დედა ძალიან ხშირად საზღვარგარეთ არიან და კომპანიას ირაკლი მართავს.ორდაერთის არის და უკვე ვფიქრობ ნაადრევად დააკისრეს ამხელა მოვალეობა.
-შენარ მოგთხოვეს მუშაობა,თუ შენც მეორე კურსიდან დაიწყებ?
-როგორ არა მაგრამ ირაკლიმ ისეთი კატეგორიულად განაცხადა სანამთვითონ არ მოუნდება მუშაობის დაწყება არავინ დააძალოს თორემ ჩემთან ექნება საქმეო,ამაზე მამა ცოტა გაბრაზდა მაგრამ დედამ არ მისცა საშვალება რომ ირაკლისთვის რამე ეთქვა.
-როგორც ვხვდები მისი ნებიერა დაიკო ხარ?
-შეიძლება მასეც ითქვას,ალბათ ის რომ არა მაგ სახლში ან გავაფრენდი ან ვერ გავჩერდებოდი.სამუშაოს თავს აკლავს,ამ დროს სასწავლებელშიც უმაღლესი ქულები აქვს და მეგობრებისთვის,ჩემთვის და თავისი საცოლესთვისაც დროს ყოველთვის დროს ნახულობს.
-ოცდაერთი წლის ასაკში უკვე საცოლე ყავს,ეტყობა ადრე დასაქმებამ ადრე დაოჯახებაც იცის.
-როგორც ვხვდები ეგეცმშობლებმა დააძალეს,არაფერს მეუბნება მაგრამ მე მის თვალებში ვერანაირ სიყვარულის კვალს ვერ ვხედავ,მე ვერაფერს გამომაპარებს.თუმცა ჯერ ვერ გავარკვიე რატომ აპირებს მის ცოლად მოყვანას.
-დაანებე თავი არსებობენ ადამიანები რომლებსაც ემოციები სახეზე არ ეხლატებათ დაალბათ ამიტომაც ვერ ხვდები რომ ის გოგო უყვარს.
-არა ჩემს ძმას ჩემზეკარგად არავინ იცნობს,ეგ კი არაისიც ვიცი როგორი გოგოები მოეწონებოდა,აი მაგალითად ზუსტად ვიცი შენ ძალიან მოეწონებოდი,აი იმ ბარბის თოჯინას ტიპის გოგოებს როგორიც ანაბელი არის არასდროს მიაქცევდა ყურადღებას,ვინმეს რომ არ დაეძალებინა.რაც არის არის შენ კი ნუ გაწითლდი ირაკლი შენც ნამდვილად მოგეწონება და იმ შენს უყურადღებო ლაშას ზედაც აღარ შეხედავდი.
ლაშა... აი ისიც გამახსენდა,რა ცუდია რომ არ მოხერხდა მისთვის რომ მეთქვა დაბადების დღეზე და ვერ მოვახერხე მისი დაპატიჟება.
არც კი ვიცი რამდენი მაღაზია დამათვალიერებინა,ჩემი კაბისთვის ხომ წარმოუდგენლად ბევრი მატარა და თავის კაბაზე ალბათ სალონში დავიანება რომ არა მთელი დღე იქიდან არ გამომიყვანდა.
უკვე სალონიდან გამოვედით და სახლში წავედით კაბის ჩასაცმელად.ორივემ შევათვალიერეთ ერთმანეთი მოწონების შემოძახილები გვქონდა და რესტორნისკენ ავიღეთ გეზი.მარის ლიმუზინი დაუქირავებია,რაზეც მართლა გავბრაზდი.უბრალო ტაქსით ვერ წა იდოდითთქო,მაგრამ მან არც მიაქ ია ყურადღება ჩემს ნათქვამს.მაშინვე გამახსენდა ლაშა და სიცილით ვუთხარი.
-მარი სიმართლე მითხარი შენ ლაშასი რამე ხომ არ ხარ?
-რატომ?-ინტერესით შემომხედა.
-ისიც შენსავით არის,თუ თვითონ უნდა რამე ჩემს აზრს არ ითვალისწინებს.
-ყველა საკითხში?-ეჭვით შემომხედა მან.
-რომელ ყველა…-უცბათ გამინათდა გონება-რა სისულელეა მარი,არც უცდია და რომც ცადოს არაფერი გამოუვა და ყველაფერი დამთავრდება კიდეც-მეც კი მივხვდი როგორ გავწითლდი როცა ამას ვამბობდი.
-მაგას მაინც თუ ითვალისწინებს. აი უკვე მოვედით,იცოდე ბოლომდე უნდა გავერთოთ დღეს ხომ შენი დაბადების დღეა.
როდესაც დარბაზში შევედი უამრავი ადამიანი დავინახე,უმრავლესობა ჩვენი ჯგუფიდან იყო.დაახლოვებით ხუთი ადამიანი კი საერთოდ ვერ ვიცანი.ყველამ მომილოცა,საჩუქრები გადმომცეს და სუფრას მივუსხედით,კიდევ მრავალჯერ მივიღე მოლოცვები და დალოცვები.სადღეგრძელოებიც როგორც წესი ჩემს გარშემო ტრიალებდა,ვიღებდი უამრავ კომპლიმენტს,ვგრძნობდი ბიჭების დაჟინებულ მზერას.ვგრძნობდი ზოგიერთის უტიფარ დაშტერებულ გამოხედვას ჩემი საკმაოდ შეხსნილი კაბისადმი და ოდნავ დეკოლტირებულ ზედაპირზე.მარი გვერდით მეჯდა მაგრამ როგორც ამ ყველაფერის ორგანიზატორი აქეთ-იქით დარბოდა ხოლმე.უკვე გვერდით მეჯდა და კმაყოფილი იყო თავისი მოწყობილი წვეულებით.
-მარი ამდენი სტუმარი საჭირო არ იყო,ზოგს არც კი ვიცნობ.
-კარგი რა სულ ორმოცი სტუმარიც კი არ იქნება.
-მერე მაგდენი საჭირო იყო?მე რამდენიმეს არც კი ვიცნობ.
-ეს აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე ეხლავე დამელოდე.-წამში ბიჭებთან გაჩნდა,რაღაც უჩურჩულა,მათთან ერთად ერთი გოგო წამოდგა და ჩემსკენ გამოემართნენ.-ელენე მინდა გაგაცნო ჩემი მეგობრები,არა ჩემი არა ჩემი ძმის,ძალიან კარგი,მხიარული და სანდო ბიჭები არიან.საბა,თორნიკე,გიორგი,ლაშა,დათო მას ხომ იცნობ უკვე და ეს კი ნათია-ჩემი ძმის შეყვარებულია-საცოლე თითის აწევით შეუსწორა ნათიამ.-რაც შეეხება ჩემს ძმას ისიც უნდა მოსულიყო მაგრამ არ ვიცი რატომ არ მოვიდა,ამ ბოლო დროს რაღაც სჭირს,შენ ხომ არ იცი რა ხდება?-მიუბრუნდა ნათიას.
-არ ვიცი,თუმცა სანერ იულო არაფერია.
-მე შენს ადგილზე ასე წყნარად არ ვიქნებოდი.
-მაგით ვერ გაგახარებ საყვერელო მულო თუ შენი ძმა სხვასთან მღალატობს და ამ საქმეში სხვა გოგო თუ არის გარეული ორივეს საიქიოში გავისტუმრებ.-წამოიწიკვინა ნათიამ.
-ჯერაც ერთი მომავალო მულო და მეორეც ნუ მოაბეზრებ ჩემს ძმას თავს და სხვასთან არც წავა. რას დადიხარ დაბადების დღეებზე,მოძებნე და გაუფრთხილდი თორემ სხვა შენზე უკეთესი წაგართმევს.
გაოცებულმა შევხედე მარის,კი ვიცოდი რომ სარძლო არ მოსწონდა მაგრამ ამდენ ხალხში თუ ეტყოდა რამეს არ მეგონა.
-მე აქ შენი ძმის გამო მოვედი,თორემ აქ რა მინდა,ბიჭებო თქვენთან ბოდიში მაგრამ აქ თავი სოფელში მგონია,რა ხალხი და რა დონეა-მივხვდი რომ ეს ჩემზე იყო ნათქვამი,თუმცა ვერ მივხვდი მე რა შუაში ვიყავი,მე მისთვის არაფერი დამიშავებია.
-მასე შენს მეგობრებზე ილაპარაკე,შენ მათთან ახლოსაც ვერ მიხვალ.
-მაინც რითი მჯობიან,ყველა მათგანზე ლამაზი ვარ.-ნათიამ მარისკენ გაიწია მაგრამ ბიჭებიმა დაიჭირეს
-პირველ რიგში ლამაზი არ ხარ,შეხედე ჯერ ელენეს და მერე შენს თავს და მიხვდები სინამდვილეში სილამაზე როგორია.მეორეც გონია ადამიანში მთავარი გარეგნული სილამაზეა,არა ცდები ძვირფასო მთავარი შინაგანი სილამაზეა რაც შენ ნამდვილად არ გაგაჩნია.
ნათია მალე თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოყრიდა,ბიჭები რომ არა რძალ-მული ერთმანეთს დახოცავდნენ.
-როდესაც შენი ძმის ცოლი გავხდები მერე მოგივლი შე პატარა ლაწირაკო.ირაკლი ამას აუცილებლად გაიგებს და მერე ნახავ რაც მოგივა.
-იოცნებე რომ ჩემმა ძმამ შენს გამო მისაყვედუროს.
მათი კამათის მოსმენა უკვე აუტანელი იყო.ბიჭმა რომელსაც თორნიკე ერქვა მკლავებში მოკიდა ხელი და ძალით გაიყვანა დარბაზიდან.
როდესაც მარიმ ცოტა სული მოითქვა ჩემთან მოვიდა,მის შემხედვარეს გამეცინა მან კი ისეთი საცოდავი თვალებით შემომხედა ხმამაღალი სიცილი ამიტყდა.
-რას დამცინი,ისე მომიშალა ნერვები იმ დეგნერატმა ძლივს შევიკავე თავი რომ მართლა არ შემომკვდომოდა.ბოდიში არ მინდოდა ასეთ დღეს რამე გაუგებრობა მოსულიყო,მაგრამ ირაკლის მარტო არ გამოუშვებდა და მეთვითონ დავპატიჟე.
-კარგი რა მაგრა გავერთე,ვერ ხედავდი ცოტაც და ალბათ აფეთქდებოდა.კარგად გავერთე და მეორედ ბოდიში აგარ მოიხადო.
ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა.უკვე დაშლას ვაპირებდით რომ მარიმ გვერდით გამიყვანა.
-უფრო ადრე მინდოდა მომეცა შენთვის მავრამ იმ იდიოტის გამო ვერ მოვახერხე,ვიცი მცირედია მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.-ხელში პატარა კულონი ჩამიდო და გამიღიმა.როდესაც გავშალე ხელი ლაპარაკის უნარი დავკარგე ულამაზესი ფორმის კულონი იყო,მრგვალი ფორმა ქონდა გარედან კი საოცრად იყო მოქარგული,ეს ყველაფერი კი ოქროსი უყო,მხოლოდ ის მოვახერხე გამეხსნა და ვნახე რომ შიგნით სურათის ჩასადები ქონდა რომელიც გულის ფორმის იყო.
-არ მოგეწონა? მესმის შენი ეტყობა ძველებური რომ არის მაგიტომ.
-არა რა სისულელეა პირიქით ის ნამდვილად საოცრება,უბრალოდ ვერ ავღწერ როგორ მომეწონა,მაგრამ მარი შე? ხომ საჩუქარი ისედაც გქონდა გაკეთებული ამ წვეულების კაბის და საერთოდ ყველაფერი რაც დღეს არის შენი საჩუქარია.
-შეგეშალა ეს ირაკლის ჩემი ძმის საჩუქარია.
-მართალი ხარ,როცა ნახავ ჩემს მაგივრად მოუხადე მადლობა და უთხარი ყველაფერი მშვენიერი იყო.
-ვეტყვი მაგრამ როდესაც გაგაცნობ შენც შეგიძლია გადასცე,რაც შეეხება ამ კულონს ეს ეხლა გავამზადებინე მაგრამ ასლი არის ის კულონების რომელიც მე და ირაკლის ბებიამ გვაჩუქა,ის ყოველთვის გვიკეთია,მე შენ ისე მიგიღე როგორც ჩემი და ამიტომაც მინდოდა ის გქონოდა რაც მე მაქვს.
-არ იყო საჭირო,მაგრამ რახან უკვე გააკეთე მინდა გითხრა რომ ძალიან მიხარია და მეც ისე შეგიყვარე როგორც ჩემი და.
ამ დროს გავიგეთ როგორ გვეძახდნენ და სხვებს შევუერთდით,როდესაც ყველა დავაცილეთ დათოს დიდი წინააღმდეგობის გამო მე და მარი სახლებში მან მიგვიყვანა,მადლობა გადავუხადე და სახლში ავედი.
კარებს გასაღები მოვარგე მაგრამ ღია დამხვდა.გამიკვირდა მაგრამ ისე სწრაფად გავედით მე და მარი სახლიდან რომ შეიძლებოდა დასაკეტი დამრჩენოდა.ყოველი შემთხვევისთვის ოთახები მაინც დავათვალიერე,ყველგან ისე ყველაფერი როგორც დავტოვე.
როდესაც მისაღებ ოთახს მივუახლოვდი დავინახე მკრთალი შუქი და ვიღაცის ჩრდილი რლმელიც სკამზე იჯდა და ჩემსკენ იყურებოდა.რაღაც მომენტში დამბურძგლა კიდეც,მაგრამ მალევე სასიამოვნო გრძნობამ შეცვალა რადგან ის დავინახე რომელიც მიღიმოდა.
ყურადღება მიიქცია ოთახმა.ძალიან ლამაზი იყო,მახსოვს რომ წავედი ფარდები გაწეული დავტივე,ლაშას კი ჩამოეშვა და ოთახში გარეთა განათებაც კი ვეღარ აღწევდა.ოთახის ყველა კუთხეში,თითქმის ყველა ცარიელ ადგილში ყვავილევის თაიგულები იყო დადგმული რომელიც ლამაზ ვაშებში იყო ჩადებული.უამრავი დეკორაციულო სანთელი ენთო,რომელის წყალობითაც ოთახში რომანტიკული გარემო იქმნებოდა.მაგიდაზე სადაც რამდენიმე თეფში და საჭმელი იდო შუაში ნაპირისკენ იყო პატარა კალათა რომელშიც ყვავილები ელაგა და ზედ იყო მობმული ორი ბუშტი.ერთზე ეწერა “გილოცავ დაბადების დღეს ” ხოლო მეორეზე გული ეხატა,ამ ბავშურ საქციელზე გამეცინა და შევხედე.
ორი ნაბიჯი გადავდგი მისკენ.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев