Свернуть поиск
Правая колонка
27-02-2014, 05:09. ავტორი: maskaradi გავრბოდი რაც შემეძლო მთელი ძალით მივრბოდი თითქოს ვინმე მომდევდა.
ნეტავ ის მაინც ვიცოდე ვინმეს გავურბოდი,თუ საკუთარ თავს რომელიც თითქმის მძულდა იმის გამო რომ სულელი და მიამიტი ვიყავი,ადამიანი რომელსაც სიყვარულის პატარა თინეიჯერი გოგოსავით სჯეროდა.
თითქოს და არ ვიცოდი რა ტიპის ხალხი დაიარებოდა ამ ქვეყვად,რატომ მიკვირდა ეხლა ეს ყველაფერი,ყველა ერთმანეთს გავს.
ჩემს გვერდით არავინ იყო,მხოლოდ ის ადამიანი რომელშიც ყველაზე მეტად მეპარებოდა ეჭვი ის დამეხმარა გონს მოსვლაში,მწარე სიმართლე დამანახა და ჩემი აკანკალებული ხელი მხოლოდ მას ეჭირა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო.როდესაც უნივერსიტეტში ჩავირიცხე უბედნიერესი ვიყავი.ახალი ცხოვრება,ახალი მეგობრები,თავგადასავლები რომელიც არასდროს მაკლდა არც მანამდე მხოლოდ ერთადერთი ახალი სასიყვარულო თავგადასავალი არ მინდოდა.რადგან მართალია მაშინ პატარა ვიყავი მაგრამ უკვე ირიცხებოდა ჩემს ისტორიაში ერთი უიღბლო სასიყვარულო ურთიერთობა,რომელიც კრახით და ცრემლით დასრულდა.მაგრამ მალე მივხვდი რომ დრო და სიშორე ამას ისედაც მიქადდა.
ერთი პატარა სოფლიდან ვარ რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია,ძალიან მიჭირდა ყველაფრის მიტოვება.ჩემი უსაყვარლესი ადგილები,ჩემი ოჯახი,ეს ყველაფერი ერთ დღეს დასრულდებოდა,დროებით ან სამუდამოდ,ეს უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული,როგორ ვისწავლიდი.თუმცა ისე მიყვარდა სწავლა რომ ყველაფერს დავთმობდი მის გამო.ბავშვობიდან ვოცნებობდი როდის დადგებოდა ის დღე როდესაც უნივერსიტეტში დიდ ქალაქში წავიდოდი,ასე მიხსნიდნენ ბავშვობაში.დიდ გოგოებივით მარტო ვიცხოვრებდი დიდ და ულამაზეს სახლში,რომელიც ჩემს სახელზე იყო,მამაჩემის მამიდისგან სახსოვრად,რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი.
დადგა ის დრო როდესაც ყველაფერი ჩავალაგე ახალი ცხოვრების შესახვედრად და ძველს ძველ სახლში ვტოვებდი,მხოლოდ ყველას იმას ვეუბნებოდი რომ ერთხელაც აუცილებლად დავბრუნდებოდი,ნეტავ მათ ვაჯერებდი თუ საკუთარ თავს,როცა სწავლას დავამთავრებ მაგას მერე გავარკვევ.
სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ შევაღე იმ სახლის კარი რომელიც ბავშვობაში ასეთი დიდი ჩანდა,თუმცა არც ისე პატარა რომ თავი ცუდად მეგრძნო.როდესაც სახლს თვალი მოვავლე პირველი რაც გავიფიქრე იყო ის რომ ამ ყველაფერს მარტო გავართმევდი თავს და დამთავრდა ის დრო როდესაც ყველა პრობლემას დედა და მამა მიგვარებდა.
საბედნიეროდ მშობლები ფინანსურ მხარეს არასდროს უჩიოდნენ და ამიტომაც მქონდა გადანახული რამდენიმე ათასი,ამას დავუმატე მშობლებისგან ჩარიცხული საკმაოდ დიდი თანხა და წავედი სახლის კოსმეტიკის მოსაწესრიგებლად.ვიყიდე ყველაფერი და იქვე დავიქირავე მუშა რომელიც თვითონ გააკეთებდა ყველეფერს.
დღის იმ პერიოდში როდესაც ის სახლში მუშაობდა მე ქალაქს ვათვალიერებდი,ყველა ადგილს კარგად ვიმახსოვრებდი.ვცდილობდი დეტალურად შემესწავლა ქალაქის ქუჩები რისთვისაც საკმაო დრო მქონდა კიდეც.საღამოობით საკმაოდ დაღლილი ვბრუნდებოდი მთელი დღე ფეხით სიარულისგან და ისე შევდიდოდი საძინებელში არც რემონტი და არც ჭამა არ მახსოვდა.ასე გაგრძელდებოდა ალბათ მთელი ორი კვირა სანამ სწავლა არ დაიწყებოდა,ერთ კვირაში ხელოსანმა გასაღები დამიბრუნა და მეც ფული და მადლობა გადავუხადე.ოთახები მხოლოდ ეხლაღა დავათვალიერე და კმაყოფილი კი არა აღფრთოვანებული დავრჩი.ყველაზე მეტად ჩემი ოთახი მომეწონა,რომელიც ჩემი თხოვნით მუქ ტონალობაში იყო შერჩეული.
ეხლა ავეჯი მჭირდებოდა.რათქმაუნდა არც ეს იყო ძნელი.ისევ მაღაზიებს მივაშურე და რაც მომეწონა ყველაფერი ვიყიდე.საბედნიეროდ აღმოჩნდა რომ მაღაზიას ყავდა თანამშრომელი რომელიც ავეჯის სახლში მიტანის შემდეგ დამეხმარებოდა ყველაფრის მოწყობაში.ბოლოს მათაც კი მოწონებით მოავლეს სახლს თვალი და გამომემშვიდობნენ.აი ეხლა კი მქონდა ისეთი სახლი რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი,ცოტა პატარა მაგრამ,ზუსტად ისეთი მყუდრო და სასიამოვნო როგორიც მინდოდა.კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და მივხვდი რომ რაღაც მაკლდა.მივხვდი ნახატი რომელიც ჩემს შინაგან სამყაროს მოუხდებოდა.
მეგულებოდა ადგილი სადაც ნახატების გამოფენა ხდებოდა,ტაქსი გავაჩერე მისამართი ვუთხარი და დავიწყე იმაზე ფიქრი როგორი ნახატი მჭირდებოდა.ვიფიქრე ისეთი როგორიც ჩემს ხასიათს მოუხდება თქო.აი ეხლა კი დავფიქრდი ნეტავ როგორი ხასიათი მქონდა,ბავშვობიდან სულ მეცვლებოდა ხასიათი ძირითადად მხიარული ვიყავი.თუმცა ძალიან დეპრესიულიც.ზუსტად ამიტომაც მიყვარდა მუქი ფერები.ბოლოს მოვიფიქრე დავათვალიერებ და რომელიც ვიზუალურად მომეწონება იმას ვიყიდიდი.
ძალიან ბევრი იყო,ვერაფრით ავარჩიე რომელი ამეღო,ბევრი არ მინდოდა,არ მიყვარს უაზროდ გადატვირთული სახლი არადა ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი,როდესაც საბოლოოდ ვიყიდი მას მერე კიდევ ათასი მომეწონება.
ერთ ადგილზე გავჩერდი ორ ნახატი ძალიან მომეწონა ვერ გადამერჩია რომელი მეყიდა.ვიდექი და ვუყურებდი,აი ასე უბრალოდ ვუყურებდი მეტი არაფერი.
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
-სიმართლე გითხრათ ორივე მათგანი ძალიან მომწონს მაგრამ ვერ გადამიწყვეტია რომელი სჯობია-ვუთხარი ისე რომ არც შემიხედია მისთვის.
-თქვენთვის გინდათ თუ საჩუქრად?
-სხვისთვის ვეძებ-ნეტავ რატომ მოვიტყუე,თუმცა ის რას გაიგებს რომ მოვიტყუე.
-მაშინ ეს წაიღეთ,ამ სურათში დიდი დოზითაა ვნება.
-რატომ არ უნდა წავიღო ეს თუ ჩემთვის მომინდება?-მხოლოდ ეხლა შევხედე,ჩემს წინს ახალგაზრდა წარმოსადექი ყმაწვილი იდგა.
-იმიტომ რომ თქვენს თვალებში ამოიკითხება ის ფარული ვნება რომელიც ამ სურათშიც ფარულადაა.თუმცა დარწმუნებული ვარ ბევრი ვერც ამოიცნობს სანამ კარგად არ გაგიცნობთ და მხოლოდ უსაზრვრო სიკეთეს დაინახავს.
-თქვენ რისი თქმა გინდათ ჩემი სიკეთე ვნების დასამალად არის?-ცოტა არ იყოს და ირონია შემეპარა ხმაში.
-არა უბრალოდ იმდენი სიკეთეა რომ ვნებას თითქმის ფარავს და სანამ თქვენ თვითონ არ მოგინდებათ მისი გამოვლენა ვერავინ დაინახავს.
-და დავიჯერო ამ ყველაფრის ამოკითხვა შეძელით ერთი შეხედვით,ეჭვი მეპარება ეს ადამიანს შეეძლოს.თუმცა უნდა ვთქვა თქვენ ეს ყველაფერი მანამ მითხარით სანამ შემოგხედავდით და სანამ თვალებში დაინახავდით ჩემი სულის სარკეს.
-ეს შეიძლება უბრალო ადამიანმა ვერ დაინახოს მაგრამ ხელოვან ადამიანს ეს არ გამოეპარება,შეუძლია ადამიანს ერთ წამში სულში ჩაუძვრეს.
-ანუ ეს თქვენი ნამუშევრებია?-ირონიით შევხედე და ურცხვად შევათვალიერე,ჩემდა გასაკვირვად იმდენად კარგად იყო ჩაცმული რომ გამიკვირდა,ის არ გავდა ადამიანს რომელიც საკუთარი ნაშრომების გაყიდვით ირჩენდა თავს.
-ლამაზი ვარ ხომ?-გულიანად გაიცინა,მართლა მოვიხიბლე მისით,განსაკუთრებით კი სიცილით.
-გეტყობათ ამით სარგებლობთ კიდეც-არც მიცდია რომ მოწონება დამემალა-ალბათ გოგოები თავს დაგხვევიან,ახალგაზრდა სიმპათიური ხელოვანი ადამიანი,რომელსაც მისი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ შეძლებულიც.
-და სიდან ის დასკვნა რომ მე შეძლებული ოჯახიდან ვარ?
-ნუ იმას ვერ გამოვიცნობ ოჯახია შეძლებული თუ თქვენ თვითონ ბრძანდებით,მაგრამ თქვენი ტანსაცმლის ბრენდები ზუსტად ამაზე მიუტითებს.
-გეტყობათ კარგად ერკვევით ტანსაცმელში,მე კი საერთოდ ვერ ვერკვევი მოდაში უბრალოდ მაღაზიაში ვიყიდე ის რაც მომეწონა.
-თქვენ კი კარგად ერკვევით ხელოვნებაში და კიდევ კარგი გემოვნებაც გქონიათ როგორც ჩანს.ეხლა კი თქვენის ნებართვით იდუმალი ვნებიანი ქალი მომეცით,რამდენი მოგართვათ?
-მეგონა მეგობრისთვის გინდოდათ?
-ასეცაა,ის ჩემი ზუსტი ასლია,რამდენი გადაგიხადოთ?
-ეს თქვენთვის უფასოდაა.
-ასე არ შეიძლება,მაშინ არ წავიღებ.
-კარგი სანაცვლოდ თქვენი ნომერი გამიმხილეთ.
-არა მირჩევნია გადავიხადო-ვუთხარი ოდნავი დაფიქრების მერე.
-კარგით მაშინ იყოს უბრალოდ საჩუქარი,ჩემი მცირედი საჩუქარი ლამაზ ახალგაზრდა ქალბატონს იმედია კიდევ არ იქნებით წინააღმდეგი.
-სხვა გამოსავალი არ მაქვს?
-არა ან უბრალოდ საჩუქრად მიიღეთ ან თქვენი ნომერი იყოს მისი საფასური.
-კარგით მადლობა საჩუქრისთვის.
-არადა იმედი მქონდა ამ ხერხით ნომერს გათქმევინებდით,დამპირდით რომ თუ როდისმე კიდევ გნახავთ აუცილებლად მეტყვით თქვენს ნომერს.
-აუცილელად.იმედია გიცნობთ.
-იმედია.
-მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ.
-კარგად,მშვენიერო ქალბატონო.
იქიდან მხიარულ განწყობაზე წამოვედი,ამ ახალგაზრდამ ძალიან გამამხიარულა.რამდენიმე დღე სახლიდან აღარ გავსულვარ.
სასწავლებელში წასვლამდე სულ რაღაც ორი დღე რჩებოდა ამიტომ საყიდლებზე მომინდა წასვლა.მაღაზიებში სიარულმა საშინლად დამღალა მაგრამ მაინც ვერ ვარჩევდი სასურველ რამეს.როდესაც ბოლო მაღაზიაში შევედი და მაისურებს ვისინჯავდი ვიღაცამ მე მომმართა,ნაცნობი ხმა იყო მივიხედე და ისევ ის ახალგაზრდა იყო.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1