
ძნელია თავი გაიტანო და თვითმყოფადობა შეინარჩუნო. არავის აინტერესებს საკუთარ თავზე სიმართლის გაგება, არასდროს ინტერესდებიან სწორი ,,დიაგნოსტიკური გამოკვლევებით. ყალბ და მომავალში საგანგაშო შედეგებს უფრო გაპატიებენ, ვიდრე პირში სიმართლის თქმას და შეძლებისდაგვარად განსაცდელის არიდებას. ორპირის გვერდით ყოფნა უფრო ახარებთ, ვიდრე სწორი და სამართლიანი მსჯელობა. შეიძლება ერთადაც ივახშმონ, წირვაზეც ერთად იდგნენ, მეტიც, ზიარების რიგიც მოიკავონ, მაგრამ ზურგს უკან ერთმანეთი მიწასთან გაასწორონ... ვხვდები, რომ ყველა ვერ შეწვდება შუქს ასათებად. შენ რომ აუნთო, შეიძლება გაბრაზდეს კიდეც, რომ მდომოდა, რამენაირად მივწვდებოდიო. ასეა, სიბნელეში ნაკლებად ვხედავთ გარემოს და იმ რეალობას, რომელსაც თავად ვქმნით...
ვრწმუნდები, დროს მაქსიმალური უნდა წაართვა და ბოლომდე დაიხარჯო... არც წასულზე უნდა იდარდო და არც მომსვლელს ჩაებღაუჭო... თუ უყვარხარ, ყველაფერს გაპატიებს და მოგიკაკუნებს... თუ არ უყვარხარ, სჯობს არ დაბრუნდეს, რადგან მის გვერდით უფრო მარტო იგრძნობ თავს, ვიდრე მის გარეშე... ქმედება, ქმედებაა მთავარი, რადგან დღეზე მოკლეა წუთისოფელი❤


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев