Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
- საინტერესოა რა დაემართა.
- არ ვიცი.
ამ სიტყვებით გავიდნენ შვილის ოთახიდან შეწუხებული მშობლები და ამავე დროს ოთახში გიორგის საუკეთესო მეგობარი ნიკა შემოვიდა.
- მოდიხარ ხვალ სკოლაში?
- არა!
- კი მაგრამ ხვალ პირველი დღეა, ღადაობ ხო?
- მერე რა რომ პირველი დღეა, არ მოვდივარ!
- კაი ბიჭო რა გჭირს, ისევ იმ ქალზე ფიქრობ?
- შემეშვი!
- არა! ისედაც დიდი ხანია თხოვნას გისრულებ და ხმას არ ვიღებ ამასთან დკავშირებით მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა შენი ქცევა, ან წამოხვალ ხვალ სკოლაში და ნორმალურად მოიქცევი ან ყველაფერს შენებს მოვუყვები! - თქვა ნიკამ და სავარძელიდან წამოდგა.
- შენ ბიჭო შიგ ხო არ გაქვს რას ეტყვი?
- ეგ ჩემი პრობლემაა, შენ მიპასუხე.
- რა გიპასუხო?
- ის ქალი ისევ გიყვარს?
- კი მიყვარს მერე შენ რა? - გიორგიმ უცებ ტონს აუწია და საწოლიდან წამოხტა.
- რა გაყვირებს ბიჭო?
- შენი საქმე არ არის ეს და ხო გითხარი არ მინდა ამაზე ლაპარაკითქო. - გიორგიმ ტონს ისევე უეცრად დაუწია როგორც აუწია და ისევ საწოლზე წამოწვა.
- მართალია, ჩემი საქმე არ არის შენ ვინ გიყვარს, მაგრამ გამოშტერებული რომ ზიხარ მთელი დღეები სახლში გამოკეტილი და სკოლის პირველივე დღეს აცდენ ეს უკვე ჩემი საქმეა როგორც შენი ძმაკაცის, გაიგე?
- კაი, წამოვალ ხვალ სკოლაში, ოღონდ არაფერი მიყიდია.
- წამოდი გამოგყვები და ვიყიდოთ.
ბიჭები გავიდნენ ოთახიდან, გიორგიმ მშობლებს ცოტა ფული გამოართვა და მათაც ზედმეტი ფულიც კი დაუმატეს ისე გაუხარდათ შვილის ოთახიდან გამოსვლა.
შუადღე იყო რომ გიორგი და ნიკა საყიდლებზე წავიდნენ, ხოლო გიორგი სახლში რომ დაბრუნდა უკვე 12 საათი იყო, დედა ელოდებოდა თუმცა არაფერი უთქვამს გვიან დაბრუნებული შვილისთვის.
გიორგიმ ახლად შეძენილი ტანსაცმელი უცებ თავის ოთახში აიტანა და საჭმელად ისევ უკან დაბრუნდა. სამზარეულოში შესულს დედა იქ დახვდა, და გიორგიმაც საჭმლის დასხმა სთხოვა რაზეც დედამ უარი არ უთხრა. დიასახლისი საჭმელს ასხამდა და უცბად შვილს მიმართა:
- მიხარია ოთახიდან რომ გამოხვედი და ცოტათი მაინც გაერთე.
- ნიკას ხო იცნობ არა, რომც არ მდომებოდა მაინც წამიყვანდა. - სიცილით თქვა გიორგიმ.
- ჰო ეგეც მართალია. - საპასუხოდ დედამაც გაუღიმა.
დედამ თეფში მიაწოდა გიორგის და თვითონაც მაგიდას მიუჯდა. რამოდენიმე წუთში გიორგიმ ჭამა დაასრულა, მაგიდიდან წამოდგა და თავის ოთახში წასვლა დააპირა როცა დედამ ისევ დაიწყო:
- შვილო უკვე დიდი ბიჭი ხარ, მე-12 კლაში ხარ უკვე. მინდა წელს კარგად ისწავლო რადგან მე და მამაშენს იმედი გვაქვს რომ უმაღლეში ჩააბარებ.
- რათქმაუნდა, დე. წელს სხვა საქმე მაინც არ მაქვს, ხო და დავჯდები და ვისწავლი.
- იმედი მაქვს მართლაც მასე იქნება.
გიორგიმ დედას გაუღიმა და სწრაფი ნაბიჯით აირბინა კიბე შევიდა თავის ოთახში და საწოლზე წამოწვა. ცოტახანი იფიქრა იმაზე თუ როგორი დღე იქნებოდა ხვალ, მერე წამოდგა ტანსაცმელი გაიხადა, დაწვა და დაიძინა.
და აი გათენდა ის დღეც, გამოიპრანჭა გიორგი და უცებ ნიკაც შემოვარდა ოთახში და გიორგი დააჩქარა:
- დროზე ბიჭო ვაგვიანებთ, უკვე ყველა სკოლაშია, ჩვენ ვაკლივართ.
- კაი მაცადე ფეხსაცმელს ჩავიცვამ და წავიდეთ.
გიორგიმ უცებ ჩაიცვა ფეხსაცმელი, წამოდგა სკამიდან მაგრამ ნიკა უკვე გასული დახვდა და გიორგიც სწრაფი ნაბბიჯით გაემართა გასასვლელად, კართან მისული დედას გასძახა რომ უკვე მიდიოდა და სახლიდან გავიდა.
ნიკა ეზოში ელოდებოდა მანქანით, გიორგიც ჩაჯდა მანქანაში და საუკეთესო ძმაკაცებმა გასწიეს სკოლისკენ. სკოლას რომ მიუახლოვდნენ დაინახეს რომ უკვე ყველა იქ იყო და ხალხიც ბევრი შეკრებილიყო. გადმოვიდნენ მანქანიდან და კლასელებს დაუწყეს ძებნა რაც დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე იპოვეს კლასელები და შეერივნენ მათ. ყველა მოინახულეს გადაკოცნეს, დამრიგებელიც ნახეს, აი სასწავლო დღესთან დაკავშირებული ღონიძიებაც დასასრულს მიუახლოვდა და დამრიგებელმა ახალი მე-12 კლასი თავიანთ ახალ კლაში წაიყვანა. ცოტა ეჭორავა, ცოტა დაარიგა და მალევე ყველა სახლში დაიშალა.
ამას თუ არ ჩავთვლით, დანარჩენ დღემ უაზროდ ჩაიარა, გიორგიმ მთელი დღე ნიკასთან ერთად გაატარა საღამოთი დაღლილი დაბრუნდა სახლში და მალევე ჩაეძინა. მეორე დღეს სკოლაში მისულ გიორგის ნიკა სკოლის კარებში დახვდა და კლასამდე ერთად მივიდნენ და როგორც ყოველთვის წინა მერხზე დასკუპდნენ, გამოიჭიმნენ და საუბარი დაიწყეს, უცებ ზარის ხმა გაისმა და კლასი მოსწავლეებით გაივსო. მალევე შემოვიდა დამრიგებელიც რომელიც ხანში შესული ქალი გახლდათ ასე 60 წლის იქნებოდა. და ბავშვებს მიმართა:
- ბავშვებო მიხარია ყველა რომ მოხვედით და არ გააცდინეთ, გიორგი მობრუნდი. - მიმართა გიორგის რომელიც ზურგით იჯდა კარისკენ. - აბა თქვენი იმედი მაქვს, წკუით იყავით და წარმატებული წელი გქონოდეთ ყველას. - სწრაფად წარმოსთქვა მასწავლებელმა და პატარა, მაგრამ სწრაფი ნაბიჯით გავიდა კლასიდან. გიორგი კი ისევ მიბრუნდა და ნიკას დაუწყო ლაპარაკი. და აი მასწავლებელიც შემოვიდა და მაშინვე ზურგით მჯდომ მოსწავლეს მიმართა რომ გასწორებულიყო, გიორგიც უცებ გასწორდა, მასწავლებელს შეხედა და სახეზე ფერი გადაუვიდა, გალურჯდა, თვალები გაუფართოვდა და ცახცახი დაიწყო ამ დროს მასწავლებელიც ძალიან გაკვირვებული სახით უყურებდა, თითქოს მოჩვენება დაინახა. ნიკა გიორგის აჯანჯღარებდა და თან ეკითხებოდა:
- რა გჭირს ბიჭო? რა მოხდა?
- ისაა შეჩემა. - თავისთვის, ძალიან ჩუმად ჩაიბურტყუნა გიორგიმ.
- რაა? რა თქვი? - იკითხა ნიკამ როცა ვერ გაიგო გიორგის ბურტყუნი რის შემდეგაც გიორგიმ გარკვევით უთხრა -
- ისეე შეჩემა ის... - ნიკა მაშინვე ყველაფერს მიხვდა და მასწავლებელს გაოცებული სახით შეხედა.
1 კვირა გავიდა და ნიკა ისევ გაბრაზდა რადგან მთელი კვირის განმავლობაში გიორგი არც ტელეფონზე პასუხობდა და განსაკუთრებით არც სკოლაში დადიოდა ამიტომაც ნიკამ გადაწყვიტა სახლში მისულიყო გიორგისთან. მივიდა სახლში და გიორგი კარს არ უღებდა თავიდან, მაგრამ ცოტახანში ნიკამ მაინც თავისი ქნა და გიორგიმ კარი გაუღო.
- რა გჭირს ბიჭო, სკოლაში რატო არ დადიხარ? ან ტელეფონზე რატო არ მპასუხობ?
- არ მინდა! - სასოწარკვეთილი ხმით წარმოსთქვა გიორგიმ, საწოლზე დაეცა, გადაბრუნდა და ბალიში დაიდო თავზე.
- მაგრად მკიდია შენი არ მინდა, ხვალ სკოლაში წამოხვალ.
- არა.
- აუ ბიჭო ერთი ქალის გულიზე თავს მასე რატო იწვალებ? შენ მშობლებს მაინც შეხედე რადღეში არიან ბიჭო. ნერვიულობენ და არც იციან რა გჭირს. ვაბშე საიდან გაიცანი ეგ ქალი? მოდი ახლა დავსხდეთ წყნარად და ყველაფერი მომიყევი რაც აუცილებელია.
- არ მინდა მაგის გახსენება!
- ხო იცი რომ მაინც მოგაყოლებ ყველაფერს, უბრალოდ დროის საკითხია. - ნიკამ გაიღიმა და სავარძელზე გადაწვა. ამ დროს გიორგი გადმობრუნდა, ნიკას შეხედა, წამოჯდა საწოლზე, თავი დახარა და მოყოლა დაიწყო:
- კაროჩე ჯერ კიდევ მე-11 კლაში ვიყავით, სკოლის დამთავრებამდე 2 თვე იყო დარჩენილი, კაკრას შენ რო წახვედი საზღვარგარეთ მაშინ რა, ბიძაშვილთან ვიყავი დაბადების დღეზე და იქ გავიცანი. ბიძაშვილს რომ ვკითხე არ იცნობდა, თურმე ბიძაშვილის კურსელს მოუყვანია თან. კაროჩე ჯერ სუფრას მივუსხედით ვჭამეთ, დავლიეთ და ცოტახანში ცეკვა დავიწყეთ. ეგ კიდევ მაგიდასთან იჯდა. მერე ისევ დავლიეთ, მერე კიდევ დავლიეთ, მერე კიდევ...
- მერე რა მოხდა შეჩემა? გავგე რომ დალიეთ! - მოუთმენლად იკითხა ნიკამ.
- ის სულ მაგიდასთან იჯდა თავისთვის, ცოტ-ცოტას სვამდა და არ დგებოდა, მივედი და დაველაპარაკე. ვკითხე რა ერქვა და მიპასუხა რომ კატერინა ჰქვია, ხო და დავუსხი არაყი და რამის ძალით დავალევინე 3 ჭიქა, მერე საცეკვაოდ ავაყენე და კაროჩე რა...
- და ეგრე ძალიან შეგიყვარდა იმის გამო რომ ცეკვა არ უნდოდა და შენ მაინც აცეკვე?
- ოოო, კაი რა შეჩემა.
- აბა რა მოხდა.
- მაცადე მოყოლა, ხო და მერე ცეკვაში თან ვსვამდით და მაგრად დავთვერით რა, ხო და მე კი ბიძაშვილთან ვრჩებოდი მაინც და კეტრინიც საკაიფოდ დათვრა და ბიძაშვილს ვუთხარი ჩემთან ერთად დაიძინებსთქო და ნუ კაროჩე რა ერთად გვეძნა.
- სექსი გქონდათ?
- შენ ბიჭო არ გესმის? დამაცადე მოყოლათქო ვაა... ხო და 4 საათი იყო ღამის, სტუმრები რომ დაიშალნენ და ბიძაშვილი თავის ოთახში შევიდა ნაშასთან ერთად. მეც კეტრინთან ერთად ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედით, წამოვწექით და მალევე ჩაგვეძინა მთვრალები რომ ვიყავით. დილით, დილით რა შუადღე იყო რომ გავიღვიძეთ, ცოტახანს ვლაპარაკობდით რაღაც სულელობებზე და უცებ მაკოცა და მეც ავყევი რა, ნელნელა ვიხდიდით და უცებ კარი ბიძაშვილმა შემომიღო კაროჩე და არაფერი არ ყოფილა რა...
- შენ მაინც შეგიყვარდა? - სიცილით თქვა ნიკამ.
გიორგიმ უცნაური მზერით შეხედა და ნიკა მაშინვე გაჩუმდა მან კი გააგრძელა:
- ხო და რო ავდექით ის გოგო ბიძაშვილთან რომ იყო წასული დამხვდა უკვე. ვისადილეთ და მე და კეტრინიც წავედით რა. ხო და ლიფტში რომ ვიყავით კეტრინმა ნომერი ჩამაწერინეო და ჩავაწერინე. 2 დღის მერე თავისთან დამპატიჟა, დავლიეთ რამე და იმ ღამეს კეტრინთან დავრჩი სახლში.
- სექსი გქონდათ?
- კი გვქონდა. - ბოღმიანად თქვა გიორგიმ. - ხო და მაშინ მითხრა 28 წლის ვარო ტოო... ხო და მაგრად გამიკვირდა იმენა არ ეტყობოდა რა. 12 წლით დიდია ჩემზე მაგრამ მაგრად მეკიდა უკვე, იქამდე რომ გამეგო კიდევ ჰო მაშინ უკვე მეკიდა. ხო და მაგის მერე 6-7 კვირა ვხვდებოდით ერთმანეთს მერე კიდევ გაქრა რა...
- რას ქვია გაქრა?
- ვურეკავდი და არ მპასუხობდა, მერე ნომერი გამოცვალა. სახლშიც კი ავაკითხე და გადასული დამხვდა. ვეძებდი მაგრამ ვერ ვიშოვე კაროჩე და მთელი ზაფხული დეპრესიაში გავატარე იმაზე ფიქრით ვნახავდი თუ არა ისევ იმას ვინც შემიყვარდა და ერთხელაც კი ვერ ვუთხარი რომ მიყვარს და ცოტახნისწინ კიდევ კლასის კარები შემომიღო ბლიად.
- მერე რა გინდა ბიჭო? უნდა გიხაროდეს შენ კიდევ ისევ დეპრესიაში ხარ? ეძებდი და აჰა გამოჩნდა. მერე?
- რა მერე? რა მერე? რა უნდა ვქნა? კლაში წამოვდგე და ვუთხრა კატერინა მას სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ და მკიდია 12 წლით დიდი რომ ხარ და ისიც მკიდია ჩემი მასწავლებელი რომ ხართქო? ვერ ხარ შენ ტოო.
- ნუ ახლა მთლად მასეც ნუ იზამ ტეხავს. კაი მოდი იცი რას გეტყვი, შენ წესიერად მოიქეცი, სკოლაში იარე და მშობლები არ ანერვიულო და ერთად რამეს მოვიფიქრებთ რა.
- ნეტა შენ რა. შენ რა შენ ხო არ გიყვარს.
- მაგას ნუ იტვი ძმაო. უკვე 4-5 წელია ერთი ადამიანი მიყვარს, რამის ყოველდღე ვხედავ და ჯერც არ მითქვამს.
- ჰო ვიცი, ეგ ძველი სიმრერაა. რამდენჯერ გითქვამს ეგ ჩემთვის.
- ხო და ხვალე სკოლაში გელოდები. - ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა ნიკას წინადადება სავარძელიდან რომ წამოდგა და ოთახიდან გავიდა. გიორგი ცოტახანს ისევ ოთახში იყო, ფიქორბდა, მთელი დღე ოთახში გაატარა, მხოლოდ სამზარეულოში იყო გასული 2-ჯერ და საპირფარეშოში, ისე დაღამდა გიორგიმ ვერც კი შეამჩნია, მთელი დღე ფიქრობდა მაგრამ რაზე, თვითონაც არ იცოდა.
დილით გიორგის ჩაეძინა და როცა დრო შენიშნა უცებ წამოხტა საწლოიდან, სწრაფად ჩაიცვა ისადილა და სკოლისკენ გაიქცა. ნიკა კი ელოდებოდა სკოლის კარებთან და ზარი რომ დაირეკა ეგონა რომ გიორგი დღესაც არ მოვიდოდა და მაგარი გატეხილში, კლაში შევიდა.
გაკვეთილი უკვე 5-10 წუთის დაწყებული იყო კარებში სირბილისგან დაღლილი გიორგი რომ შემოვარდა და ნიკას მოწყენილი სახე მაშინვე განათა, აღმოჩნდა რომ ქიმიის გაკვეთილი მიმდინარეობდა.
- შეიძლება ნანა მას?
- მენდელეევის სისტემაში რომელი ნივთიერებაა რიგით მეჩვიდმეტე?
- მმმ... - და გიორგი 2 წამით ჩაფიქრდა და უცებ უპასუხა - ქლორი?
- დაჯექი, სწორია.
და გიორგიც უცებ მიუჯდა თავის ჩვეულ ადგილს ნიკას გვერდით, რომელმაც არავის დაუთმო საუკეთესო ძმაკაცის ადგილი.
- იზვინი ჩამეძინა და ძლივს მოვაღწიე აქამდე.
- მეგონა აღარ მოხვიდოდი.
- სიჩუმე კლაში! - გაისმა მკაცრი ხმა და ყველა გაჩუმდა.
3 გაკვეთილი გავიდა და მათემათიკის ჯერიც დადგა. მანამ გაკვეთილი დაიწყებოდა დიდ დასვენებაზე ნიკა გიორგის არიგებდა:
- კაროჩე ახლა პანიკები და ისტერიკები არ იყოს, იყავი ჩვეულებრივად რა. არ შეიმჩნიო და დალშე მოვიფიქრებთ რამეს, კაი.
- კაი ხო.
ამ სიტყვებით დაასრულეს ძმაკაცებმა სიგარეტის მოწევა და საპირფარეშოდან კლასისკენ გაემართნენ როცა გზში კატერინა შეხვდათ და ორივე ღიმილით მიესალმნენ ახალ მასწავლებელს.
დღემ ისე ჩაიარა თითქოს არაფერი არ ხდებოდა, და შემდეგ 1 კვირამაც ასე ჩაიარა.
ორშაბათი დღე იყო როდესაც კლაში დამრიგებელი შემოვიდა და მოსწავლეებს განუცხადა:
- ბავშებო, მოკლედ ბოლო კლასია როგორც იცით და მინდა გრანდიოზული ექსკურსია დავგეგმოთ, ისეთი რომელიც სიბერემდე არ დაგვავიწყდება. უკვე 3 წელია თქვენი დამრიგებელი ვარ და მინდა ისეთი დრო გავატარო თქვენთან ერთად რომ თქვენც გესიამოვნოთ და მეც ნასიამოვნები დავრჩე.
კლაში უცებ ყიყინი ატყდა, მასწავლებელმა მაგიდაზე მსხვილი მეჭდით რამოდენიმეჯერ დააბრახუნდა და კლასი გააჩუმა რის შემდეგაც ერთ მოსწავლემ თქვა:
- რა მარშრუტით ვაპირებთ მას წასვლას? აუ 2 დღიანზე წავიდეთ რა, მაგარი იქნება.
- მარშრუტი ჯერ არ დამიგეგმავს, სავარაუდოდ მთიან ადგილებში წავალთ. 2 დღიანი არა!
- აუ კაით რა მას. - ერთხმად ამოიოხრა კლასმა.
- მაცადეთ დავასრულო, 2 დღიანზე არ წავალთ იმიტომ რომ ჩვენ წავალთ 3 დღიანზე! - სიხარულით თქვა მასწავლებელმა და ამავე დროს კლაში ისევ ხმაური ატყდა ოღონდ ამჯერად სიხარულის გამო.
მასწავლებელი ნელნელა კარისკენ გაემართა, კართან მისული უკვე გასვლა დააპირა და უცებ:
- და მას როდის წავალთ? - იკითხა ნიკამ - დაახლოებით 1 თვეში, მანამ თანხასაც ავაგროვებთ და სასწავლო ნაწილიც ყველაფერს მოაგვარებს რომ პრობლემები არ შეგვექმნას. - თქვა დამრიგებელმა და კლასიდან გავიდა.
- ბიჭო ხო აზრზე ხარ რო გეუბნებოდი, ერთი ვიღაც მიყვარს უკვე დიდი ხანიათქო?
- ხო, მერე?
- აი ეს გოგოა რა. - თქვა ნიკამ და დერეფანში გოგოსკენ გაიხედა.
- ლილი? ლილი გიყვარს ბიჭო? - სიცილი ვეღარ შეიკავა გიორგიმ და გულიანად გადაიხარხარა.
- რა ლილი ბიჭო, რა ლილი, ნინიჩკაზე გეუბნები შე კვერცხო. - თქმა და ნიკას გაწითლება ერთი იყო.
- რაიყო ნიკუშ შეყვარებული ხარ? - სიცილით იკითხა გიორგიმ.
- აუ გააჯვი რა, ვაბშე რატო გითხარი?!
- კაი ღადაობის გარეშე და კლასელი რა პონტში გიყვარს ტოო?
- შენ მაინც ნუ მეუბნები მაგას შეჩემა, მათემათიკის მასწავლებელი გიყვარს რომელიც შენზე 12 წლით დიდია შე კვერცხო.
და სიცილი წავიდნენ სახლისაკენ, საუკეთესო მეგობრები.
მეორე დღეს კლაში შესულებს გიორგის და ნიკას თავიანთ ჩვეული ადგილი დაკავებული დახვდათ. გიორგის სკამზე ჩანთა იდო. ბიჭებმა კლასელებს კითხეს თუ ვისი ჩანთა იყო რადგან ახალი ჩანთა იყო და ვერ იცნეს, კლასელებმაც არ იცოდნენ ვისი ჩანთა იყო.
- ახალი კლასელი გვყვავს. - თქვა ნინიჩკამ
- მერე არ უნდა უთხრათ რომ ეს ადგილები დაკავებულია?
- ვუთხარი მაგრამ მაინც დადო ჩანთა და ხმა აღარ გავეცი.
ნიკამ ჩანთა აიღო და უკანა რიგზე, თავისუფალ მერხზე დადო, თვითონ კი თავის ადგილას ჩამოჯდა და მეგობარსაც ხელით ანიშნა რომ დამჯდარიყო რის შემდეგაც გიორგი თავის ადგილას დაჯდა რომელიც ახალ კლასელმა დაუკითხავად დაიკავა.
ზარი დაირეკა, კარი ახალ მოსწავლემ შემოაღო. მოსწავლეების გასაკვირად ყველაზე პუნქტუალური მასწავლებელი კი გაკვეთილზე იგვიანებდა.
ახალი მოსწავლე კლაში შემოვიდა და ხმამაღლა განაცხადა:
- გამახრჯობათ ბავშვებო, როგორც იცით მე ახალი მოსწავლე ვარ თქვენ კლაში. მე გიგი მქვია და იმედია გავუგებთ ერთმანეთს. - კლასელებმა ახალ კლასელს სალამი მისცეს რის შემდეგაც გოგოები ფანჯარასთან მივიდნენ და ჭორაობა დაიწყეს ხოლო ბიჭები კუთხეში იდგნენ და რაღაცას განიხილავდნენ, გიორდი და ნიკა კი თავიანთთვის, როგორც ყოველთივს ერთად ისხდნენ და საუბრობდნენ.
გიგა გიორგის მიუახლოვდა და ხმადაბლა უთხრა:
- აქ ჩემი ადგილია ბრატ!
- ეს ადგილი ჩემია ბრატ, უკვე 3 წელია აქ ვზივარ.
- ხო და ახლა მე მოვედი აქ და დღეიდან ეს ადგილი ჩემია გაიგე ბიჭო? - ნაგლურად მაგრამ დაბალი ტონით თქვა გიგამ. ამის გაგონებაზე ნიკა გაბრაზდა და წამოხტა უნდოდა დაერტყა მაგრამ გიორგი უცებ წამოდგა, ნიკას ხელი მოჰკიდა და თავის ადგილზე დასვა.
- მისმინე ბრატ, მაგრად მკიდია ვინ ან რა იყავი შენ სკოლაში, ახლა აქ ხარ და ეს ადგილი ჩემია, გაიგე?!
გიგამ უცებ მუშტი შეკუჭა და დარტყმა დააპირა როდესაც ისტორიის მასწავლებელმა გიამ, კარი შემოაღო მაგრამ გიგამ თავი ვეღარ შეიმაგრა და გიორგის მთელი ძალით სახეში მუშტი დაარტყა. გიორგი ძირს დაეცა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, ნიკა წამოხტა და დასარტყამად გაექანა როცა გია მასწავლებელი შუაში ჩადგა და მთელი ახმაურებული კლასი გააჩუმა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რამოდენიმე წამში. გიამ ახალ მოსწავლეს ხელი მოჰკიდა და კლასიდან გაიყვანა, ნიკამ კი გიორგი წამოაყენა, სკამზე დასვა და გამწარებული იმეორებდა:
- მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს, მოვკლავ...
- კაი შეეშვი, წინა სკოლიდანაც მაგის გამო გამოაგდეს ალბათ. - სიცილით თქვა გიორგიმ და სისხლი სალფეტკით მოიწინდა რომელიც ნინიჩკამ მიაწოდა.
- არ შევარჩენ!
- კაი ახლა, ჩემი ხათრით შეეშვი. ძმურში გთხოვ და არ გამიტეხო.
- კაი რა ბიჭო ეს როგორ შევარჩინო?
- შეშვი, იცოდე ხმას აღარ გაგცემ საერთოდ! - სერიოზული ტონით მიმართა გიორგიმ და ნიკას თვალებში შეხედა რის შემდეგაც ნიკა ხმის ამოუღებლად თავის ადგილას დაჯდა.
მალე მასწავლებელიც შემოვიდა და ახალი მოსწავლეც, გიგა ბოლოში დასვა და გაკვეთილი ჩვეულებრივ ჩატარდა. გაკვეთილის ბოლოს კი დამრიგებელი შემოვიდა და განაცხადა:
- მოკლედ როგორც ვხედავ ახალი მოსწავლე უკვე გაიცანით. მინდოდა გიგა ექსკურსიაზე დაგვეპატიჟებინა მაგრამ ამ ინციდენტის მერე გადავწყვიტე რომ უკეთესი იქნება - და მასწავლებელი გიგას მიუახლოვდა - თუ გიგა, შენ, ექსკურსიაზე არ წამოხვალ!
- რათქმაუნდა მას. - თქვა გიგამ და ძალიან ცინიკურად და ბოროტულად შეხედა ჯერ მასწავლებელს შემდეგ კი გიორგის.
1 კვირა გავიდა ამ ინციდენტის შემდეგ, ნიკა და გიორგი უჩვეულოდ სკოლაში დადიოდნენ, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო, გიგა კი ყოველ ჯერზე მათ ისეთი მზერით უყურებდა თითქოს მათი მოკვლა სდომებოდა.
- ნიკუშ, ნინიჩკას სიყვარულს რატო არ უხსნი? - ჰკითხა გიორგიმ მეგობარს.
- კაი რა... - და ნიკამ ამოიოხრა.
- ან შენ დღეს ნინიჩკას აუხსნი სიყვარულს ან მე ვეტყვი რომ უკვე 5 წელია გიყვარს!
- შენ ბიჭო შიგ ხო არ გაქვს. - ხმამაღლა წამოსცდა ნიკას და ამ სიტყვებზე კლასელებმა უცებ მას შეხედეს რის შემდეგაც ნიკამ წყნარად და ჩუმად გააგრძელა - რას ეტყვი, შენ გაჭდილი ხო არ გაქვს?
- რა შემიშლის ხელს რომ ვუთხრა? - სიცილით იკითხა გიორგიმ.
- მე.
- შენ?
- შენ თუ ნინიჩკას ეტყვი რომ მიყვარს, მე კლასში ვეტყვი ყველას რომ კატერინა გიყვარს.
გიორგი გაწითლდა და ცოტახნით გაჩუმდა, მაგრამ ისევ გააგრძელა:
- მოდი მაშინ ასე ვქნათ: შენ ნინიჩკას აუხსნი დღეს სიყვარულს, გულს დაუნთებ და მეც იქ ვიქნები და დალშე შენ იცი, მე კიდევ კატერინას ავუხსნი სიყვარულს... მოსულა?
- იმენა გიჟი ხარ შეჩემა, გიჟი!
- ახლა გაიგე ძმობილო? - სიცილით თქვა გიორგიმ და სკამს მიეყრდნო.
საღამო იყო როდესაც ნიკამ გიორდის მანქანით მოაკითხა. ნინიჩკას სახლთან მივიდნენ, ნიკა ძალიან ნერვიულობდა და მიზეზებს იგონებდა რომ ცეცხლოვანი გული არ დაენთო ნინიჩკას აივნის ქვეშ:
- იქნებ სახლში არ არის?
გიორგიმ ტელეფონი ამოიღო და ნინიჩკას დაურეკა, გაირკვა რომ ნინიჩკა სახლში იყო.
- აჰა, სახლშია... აბა ჰე.
- მამამისი რომ გამოვიდეს შეჩემა?
- მამაისს ორივე ვიცნობთ და ვიცით რა კაციცაა. თან ხო იცი მაგრად ევასები. -მხიარულად თქვა გიორგიმ და ნიკას ხელით მიარტყა რამოდენიმეჯერ რომ წასულიყო. ნიკამაც მთელი გამბედაობა მოიკრიფა და გადავიდა მანქანიდან, უკანა სავარძელიდან ნაყიდი სანთლები აიღო ცელოფნით და აივანს მიუახლოვდა. ნიკამ ნელნელა დაიწყო ჭიქებში მოთავსებული სანთლების გულის ფორმით დაწყობა. როდესაც მორჩა უკვე საკმაოდ ბნელოდა, უცებ ცეცხლი მოუკიდა სანთლებს და უკან, მანქანისკენ მოიხედა საიდანაც გიორგიმ ხელით ანიშნა რომ ნინიჩკასთვის დაეძახა. ნიკამ კვლავ მოიკრიფა დარჩენილი გამბედაობა და ხმამაღლა, რაც ძალა ჰქონდა დაიყვიდა:
- ნინიჩკაააა... სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
ამ ხმაზე აივანზე უცებ ლამაზი გოგო გამოვიდა და გაოცებისგან ხელები პირზე აიფარა, რამოდენიმე წამში კი ნიკას გადმოსძახა:
- აუ ბიჭო, შენ ვერ ხარ ხო?
- არა ხო? კაი. - ის იყო ნიკა უკან გამობრუნებას აპირებდა უცებ რომ გადმოსძახა გოგონამ:
- რა არა ბიჭო? რამდენი ხანია ამას ველოდებოდი შენ კიდევ? აუ ძალიან მაგარია. მეც ძალიან მიყვარხარ ნიკ... - ნიკუშას ძალიან გაუხარდა, გოგოს წინადადების დასრულება არ აცადა და გიორგისკენ გამოექანა, გიორგის ისე მაგრად მოეხვია რამის გაჭყლიტა მერე კი ხელით ჰაერში ააგდო და ისევ აივანთან მიირბინა:
- ნიკა სტუმრები მყავს ახლა და ხვალ სკოლაში გნახავ კაი?
- კაი, მიყვარხარ. - კიდევ ერთხელ შესძახა ნიკამ და კვლავ მანქანისკენ გამოიქცა.
გახარებული ძმაკაცები ბარში წავიდნენ და ცოტა დასალევად რომელიც ბევრში გაადიზარდა. ლუდი დალიეს რის შემდეგაც საჭესთან ვერცერთი ჯდებოდა ამიტომ ნიკუშამ თავის ძმაკაცს დაურეკა, ძმაკაცმაც ჯერ გიორგი მიიტანა სახლამდე შემდეგ კი ნიკა. თვითონ კი ნიკას მანქანით წავიდა სახლში რადგან შორს ცხოვრობდა.
იმ ღამეს ნიკამ ძლივს დაიძინა იმდენად გახარებული იყო. გიორგი კი სასმელის გამო მკვდარივით იყო გათიშული.
მეორე დღეს მკვდარივით გათიშული გიორგი სკოლაში დაგვიანებულზე მივიდა, სკოლასთან ახლოს ნიკას მანქანც შენიშნა. 1 გაკვეთილი უკვე ჩატარებული იყო. გიორგის და საბედნიეროდ პირველი მათემათიკა ჩატარდა. გიორგი საშინლად ნაბახუსევი იყო და არ უნდოდა კატერინას ასეთ მდგომარეობაში ენახა ამიტომ დაიგვიანა, თუმცა კაკტერინამ მაინც შეამჩნია დერეფანში. როდესაც კლაში შევიდა დაინახა რომ ნიკა და ნინიჩკა მოხვეულები, ერთად იდგნენ ფანჯარასთან და გიორგიმაც ხმამაღლა წამოიძახა:
- ვა ვა, რა წყვილი, რა წყვილი. - და გადაიხარხარა.
- ოჰ თორე გუშინ იქ არ იყავი რა. - მხიარულად თქვა ნინიჩკამ და გიორგის ჩვარი ესროლა.
- გიო ხო არ დაგავიწყდა ჩვენი პირობა? - იკითხა ნიკამ - ისე არ ვნანობ რომ დაგთანხმდი, სულ ცოტათიც კი არ ვნანობ - და ნინიჩკას აკოცა.
- არა არ დამვიწყებია ნიკუშ.
დღემ მხიარულად და უჩვეულოდ ჩაიარა რადგან ნიკა და გიორგი ახლა მარტონი არ იყვნენ, მათ ნინიჩკაც შეემატათ და ორივეს ძალიან უხაროდა ეს ამბავი. და აი საღამოც დადგა ნიკამ გიორგი მასწავლებლის სახლთან მიიყვანა მანქანით, სანთლებიც კი თვითონ უყიდა და დალაგება, დანთებაშც კი მოეხმარა. როცა გიორგის უნდა დაეყვირა ნიკა მანქანასთან იყო და ელოდებოდა. გიორგი ცოტა შეყონდა და უკან მოიხედა ნიკამ კი ხელით ანიშნა რომ დაეყვირა მაგრამ გიორგიმ ვერ გაბედა და ნელი ნაბიჯით უკან მანქანისკენ წამოვიდა და ნიკამ დაუყვირა:
- რას შვრები ბიჭო? მიდი, დაიყივრე.
ამ ხმაზე ოთახში შუქი აინთო და აივანზე კატერინა გამოვიდა, დანახული ძალიან გაუკვირდა. გიორგი დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, დარჩენილიყო თუ მანქანასთან მისულიყო, როცა ხმა გაიგო:
- გიორგი აქ რას აკეთებ ან ეს რა არის?
- ეს? ეს გულია? მე დავანთე. შენთვის.
- ჩემთვის? - გაკვირვებულმა იკითხა კატერინამ.
- კი შენთვის, იმიტომ რომ გითხრა, გითხრა თუ როგორ ძალიან მიყვარხარ და როგორ ძალიან მიდა შენთან ერთად ყოფნა. უშენოდ ცხოვრებაც კი არ მინდა. მინდა რომ სულ ერთად ვიყოთ.
- მისმინე გიორგი, მე შენი მასწავლებელი ვარ, შენზე 12 წლით დიდი ვარ, ვერ ვიქნევბით ჩვენ ერთად რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს ეს. - თქვა კატერინამ და ოთახში შევიდა.
გიორგი კი გაბრაზდა, იქვე მდგომ ნაგვის ურნას მივარდა გადააბრუნა და სულ წიხლები ურტყა, ნაგავი სულ მიმოფანტა და მანქანასთან მივიდა. ნიკას ხმა არ ამოუღია, არც გიორგის. სახლამდე ისე მივიდნენ ერთი სიტყვა არ დასცდენია არცერთს. გიორგი სახლში რომ შევიდა არც კი უვახშმია ისე დაწვა დასაძინებლად მაგრამ ძილი მთელი ღამე არ გაკარებია. ძალიან სევდიანი და მოწყენილი იყო, ბრაზმა გადაუარა, ბოლოს კი ტირილი მოერია და გულგატეხილი ახალგაზრდა ყმაწვილი თავისთვის, ჩუმად ბალიშში ქვითინებდა რომ მშობლებს არ გაეგოთ მისი ხმა. ცა უკვე ნათელი იყო როცა ყმაწვილს ჩაეძინა, მაგრამ მალევე გაეღვიძა და სკოლაში წასვლაც კი გადაწყვიტა. როდესაც კლაში შევიდა ნიკას ძალიან გაუკვირდა რადგან დარწმუნებული იყო იმაში რომ არ მოვიდოდა სკოლაში.
მესამე გაკვეთიილიც გამოვიდა, მათემათიკის გაკვეთილი, გიორგი კი თითქოს ხელუხლებელი იყო რაც ნიკას ძალიან უკვირდა და ამავდროულად აშინებდა. დასვენებაზე გიორგი მოსაწევად მიდიოდა საპირფარეშოში როცა ნიკას ხმა გაიგო:
- დამიცადე მეც წამოვალ.
- იყოს არ მინდა, მალე მოვწევ და შემოვალ უცებ.
- კაი მშინ აქ გელოდებით. - თქვა ნინიჩკამ და გიორგი კლასიდან გავიდა.
დერეფანში ნელი ნაბიჯით თავჩაქინდრულ მიმავალ გიორგის უცებ მხარი გაჰკრეს, გიორგის უნდოდა ბოდიში მოეხადა მაგრამ თავი რომ ასწია უცებ ძლიერი მუშტი მოხვდა და ძირს დაეცა, და აი კიდევ ერთი მუშტი მოხვდა, მეორე, მესამე და უცებ გიორგიზე შემჯდარი გიგა ნიკამ გადაათრია, უნდოდა დაერტყა მაგრამ დაცვამ არ დააცადა და გააშველეს. გიგა წაიყვანეს. ნაცემი გიორგი კი ძირს იწვა, გონზე იყო როდესაც ვიღაც მოვარდა და ფერება დაუწყო.
- გიორგი, ხო იცი როგორ მიყვარხარ, გიორგი, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი რიგზე იქნება, ნუ გეშინია. - სასოწარკვეთილი ჩუმი და ჩახლეჩილი ხმით ეუბნებოდა კატერინა ნაცემ გიორგის და თან ეფერებოდა.
ნიკამ და ნინიჩკამ გიორგი წამოაყენეს და ექთანთან შეიყვანეს, კატერინაც უცებ წამოდგა მიმოიხედა და დაინახა რომ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც გაოგნებულები იყვნენ ამ ამბით მაგრამ არ შეუმჩნევია და სწრაფი ნაბიჯით ექთანთან შევიდა.
კარი გამოაღო თუ არა და გიორგიმ მათემათიკის მასწავლებელი დაინახა, თქვა:
- ანუ მაინც გიყვარვარ ხო?
მასწავლებელი გაწითლდა მაგრამ ხმა არ ამოუღია.
- გიყვარვარ თუ არა? - კვლავ იკითხა გიორგიმ.
მასწავლებელს შერცხვა და კაბინეტიდან გავიდა, მერე კი ნიკამ და ნინიჩკამ გაოცებული სახეებით შეხედეს ჯერ ერთმანეთს მერე კი გიორგის, რომელსაც ექთანი გახეთქილ წარბს და დასიებულ თვალს უმუშავებდა და ნიკუშამ თქვა:
- უყვარხარ შეჩმა, უყვარხარ. თქვენთან ბოდიშით ქალბატონო თამარ. - მიმართა ჯერ გიორსი მერე კი ექთანს.
გიორგიმ გაიღიმა და ცოტახანში სამივე წავიდნენ. საღამოს გიორგი კატერინასთან მივიდა სახლში და გულიანად ილაპარაკეს კიდეც. იმღამეს გიორგი სახლში არ დაბრუნებულა. ნიკუშამ გიორგის მშობლებს დაურეკა და გააფრთხილა რომ ამაღამ მასთან რჩებოდნენ.
1 კვირა გავიდა, ნიკა და ნინიჩკა ერთად ბედნიერად იყვნენ, გიორგი და კატერინა ერთად.
და აი დადგა ექსკურსიის წინა დღეც და კლასში კვლავ დამრიგებელი შემოდის:
- მოკლედ ბავშვებო, როგორც იცით ხვალ ექსკურსიაზე მთაში მივდივართ, ბევრ სანტერესო და ისტორიულ ადგილს ვნახავთ, ცოტას ვიქეიფებთ და მოკლედ მაგრად გავერთობით, და ახალი ამბავი მინდა გითხრათ.
- რა ამბავი მას? - შეაწყვეტინა ერთმა მოსწავლემ.
- რა და სასწავლო ნაწლიმა კიდევ ერთი მასწავლებელი დაგვამგზავრა.
- აუუუუ... - გაისმა კლაში უკმაყოფილობა.
- და მეც კლასის რჩეულ მასწავლებელს, ქალბატონ კატერინას ვთხოვე გამოგვყოლოდა.
და კლაში ისევ სიხარულმა დაისადგურა. ბავშვებმა ლაპარაკი დაიწყეს. დამრიგებელი კი კლასიდან ისე გავიდა რომ ვერც ვერავინ შეამჩნია.
გათენდა ყველასთვის სანატრელი დღე, უთენია გავიდა ბავშვებით სავსე ავტობუსი სკოლიდან.
ბევრი საინტერესო რამ ნახეს, ეკლესიები, ციხესიმაგრეები. იქეიფეს, ბიჭებმა მწვადიც კი შეწვეს.
ღამე სასტუმროში ვისაც ჩაეძინა ემაიმუნეს და სახეზე გააფერადეს. მოკლედ ამ 3 დღემ სასწაულებრივად ჩაიარა. მართლაც რომ არცერთს არ დაავიწყდებოდა. გიორგისთვის და ნიკუშასთვის განსაკუთრებით რადგან ისინი თავიანთ ქალღმერთებთან ერთად იყვნენ. და აი დასრულდა ექსკურსიაც და ავტობუსი ისევ გაივსო ბავშვებით. დაიძრა ავტობუსი და ნელნელა მთიდან ბარისკენ დაეშვნენ. ნიკა და ნინიჩკა ერთად სულ ბოლოში ისხდნენ მოხვეულები და ერთმანეთს კოცნიდნენ, გიორგი და კატერინა შუაში ისხდნენ.
- ერთხელ გიპოვე, და ისევ გიპოვი, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველაგნ გიპოვი და ყველგან ერთად ვიქნებით. - უთხრა გიორგიმ კატერინას აკოცა და...
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბავშვებით სავსე ავტობუსი ხიდიდან, მაღალ ხევში, საოცარი სისწრაფით გადავარდა. სულ 1 წამი და საზარელი ხმა გაისმა და ხიდის ქვევით სულ ნაფლეთებად ნაქაცევი ცეცხლის ალში მოდებული ავტობუსის ნაწილებს იქაურობა საშინლად გაეფერადებინა.
ახალი ამბები:
გუშინ სვანეთში, ექსკურსიაზე მყოფი კლასი უკან ბრუნდებოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბავშვებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა, ავტობუსში იმყოფებოდა 28 მოსწავლე, 2 მასწავლებელი და მძღოლი. მხოლოდ ერთი გადარჩა. ის ახლა კომაშია და ექიმები არანაირ იმედებს არ იძლევიან.
საავადმყოფო:
- ექიმო, ექიმო. - შეშინებული ხმით შემოვარდა ექთანი მთავარი ექიმის პალატაში, სადაც ექიმი დაშავებულის მშობლებს ესაუბრებოდა, რომ კომაში მყოფი პაციენტის აპრატი გაეთიშათ რადგან შანსი არ იყო მისი გამოფხიზლების.
- რა მოხდა? - შეშინებულმა იკითხა ექიმმა.
- კომიდან გამოვიდა, გამოფხიზლდა.
ყველა სირბილით პალატაში გაიქცა, მშობლები შვილს მივარდნენ.
- შვილო, გიორგი, შვილო... ღმერთო ჩემო...
მშობლები ტიროდნენ და აზრზე ვერ მოდიოდნენ როცა დაშავებულმა ხმა ამოიღო:
- თქვენ ვინ ხართ?

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев